ცხოვრება ხშირად გვიწყობს გამოცდებს. ხანდახან ისეთ მდგომარეობაშიც გვაყენებს, რომლებიც ჩვენთვის რთულად გასაგები და რთულად აღქმადია. ერთერთი რთული გამოცდა სწორედ სიდუხჭირის გამოცდაა. ძნელია გაუმკლავდე ამ წუთისოფელს სარჩო-საბადებლის გარეშე... როგორც უკვე ვისაუბრეთ რაბი ყაკივას და მის მეუღლე რახელს ძალიან დიდ სიღარიბეში უწევდათ ცხოვრება. იმდენად დიდში, რომ თავლაში, თივაზე ეძინათ. თუმც კი ძნელი იყო, მაგრამ მაინც არ ნებდებოდნენ და... Continue Reading →
მადლიერების ლოცვა
თეჰილიმის მე-100 ფსალმუნი 1.მიზმორ ლეთოდა: ჰარიყუ ლადონაი, ქოლ ჰაარეც. 2. ყივდუ ეთ ადონაი ბესიმხა; ბოუ ლეფანავ, ბირნანა. 3. დეყუ ქი ადონაი, ჰუ ელოჰიმ: ჰუ ყასანუ, ველო ანახნუ ყამო, ვეცონ მარყითო. 4. ბოუ შეყარავ, ბეთოდა ხაცეროთავ ბითჰილა; ჰოდუ ლო, ბარეხუ შემო. 5. ქი ტოვ ადონაი, ლეყოლამ ხასდო; ვეყად დორ ვადორ, ემუნათო. ქართული შინაარსი ფსალმუნი სამადლობელი. შეჰღაღადეთ... Continue Reading →
რა ძალა გააჩნია შაბათს და მის დაცვას?
წმინდა წიგნებიდან ცნობილია, რომ შაბათი უფრო დიდია ვიდრე იომ ქიფური და შაბათს გაკეთებულ თეშუბას უდიდესი ძალა აქვს, რომ ადამიანს შეუცვალოს მაზალი კარგისკენ შაბათის საპატივცემულოდ დახარჯულ თანხას აბრუნებს პირადად გამჩენი (ეს თანხა მაზალშიც შეიძლება არ წერებოდა ასევე ეს თანხა შესაძლოა სხვა გასავალი ყოფილიყო: მაგ: წამლები, სახლის ან მანქანას პრობლემა და ა.შ... შაბათს წაკითხულ თეჰილიმს, თორასა თუ... Continue Reading →
რა ძალა გააჩნია სიმხიარულეში ყოფნას?
შეკითხვა: შალომ ბინიამინ, თორა თუ საუბრობს სიმხიარულის მნიშვნელობასთან დაკავშირებით? პასუხი: შალომ უბრახა, მნიშვნელოვანი შეკითხვა დასვით და ბჰ მოდით განვიხილოთ: ებრაული სწავლებების მიხედვით სიმხიარულე (שמחה – სიმხა) ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სულიერი ძალაა, რომელსაც უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ადამიანის სულსა და გარშემო სამყაროზე. წერია თორაში: (დევარიმ 28:47) „რადგან არ ემსახურე გამჩენს, შენს ღმე'რთს, სიხარულითა და გულის სიკეთით, როცა... Continue Reading →
რა აზრი და ძალა აქვს თეშუბაზე დაბრუნებას?
შეკითხვა: გამარჯობათ ბინიამინ, თქვენ ხშირად ახსენებთ თეშუბაზე დაბრუნებას და მართლა მაინტერესებს რა აზრი და ძალა აქვს თეშუბაზე დაბრუნებას? პასუხი: შალომ უბრახა, ძალიან კარგი შეკითხვა დასვით, მოდით განვიხილოთ; თალმუდში (იომა 86:) წერია: העושה תשובה מאהבה –זדונות נעשים לו כזכויות ანუ: ვინც თეშუბას აკეთებს სიყვარულით, მისი შეგნებულად ჩადენილი ცოდვებიც კი იქცევა მისთვის მადლებად - დამსახურებად... ანუ თორა... Continue Reading →
ვირი ყვავილებით
რაბი აკივამ თორის შესწავლა ორმოცი წლის ასაკში დაიწყო. გარდა იმ დაბრკოლებისა, რასაც ასაკი წარმოადგენდა, მისთვის იყო კიდევ ერთი და შესაძლოა ყველაზე მძიმე ბარიერიც... როდესაც ის იეშივაში მივიდა ჰკითხეს იცოდა თუ არა რაიმე მცირედი მაინც თორაში. მანაც უპასუხა, რომ არა თუ თორის შესახებ არ გაეგებოდა არაფერი, არამედ წერა-კითხვაც არ იცოდა. მაშინ სწავლებაზე უარი უთხრეს და ურჩიეს... Continue Reading →
რატომ ვიწყებთ დილას ,,მოდე ანი“-ს თქმით?
,,მოდე ანი” – ერთ-ერთი პირველი ლოცვაა, რომელსაც ადამიანი გაღვიძებისთანავე, იმ მომენტში, როდესაც ძილის შემდეგ, სული კვლავ უბრუნდება სხეულს - წარმოსთქვამს. ეს მოკლე ლოცვა რამდენიმე მარტივი სიტყვისგან შედგება, თუმცა იგი სავსეა სიღრმით და მნიშვნელობით. მისი მიზანია შეგვახსნოს მადლიერება ყოველი ახალი დღისათვის. ლოცვა ასე ჟღერს: “მოდეს ანი ლეფანეხა, მელეხ ხაი ვეკაიამ შეჰეხზართა ბი ნიშმათი ბეხემლა რაბა ემუნათეხა.“... Continue Reading →
გაკვეთილი რომელიც ყველა თაობაში გვასწავლის!
იაკობის გამგზავრება ხარანში – თავდაპირველადვე განზრახული გზა - და გაკვეთილი რომელიც ყველა თაობაში გვასწავლის! როდესაც ღმერთი იაკობს ეუბნება: “אני איתך – მე შენთან ვარ”, ამით იაკობი არა მხოლოდ ნუგეშს ისმენს, რომ იგი მარტო არ არის, არამედ ხვდება, რომ ეს არ არის მხოლოდ ღვთიური დაცვა, არამედ ეს არის გზავნილი. ხვდება, რომ მისი წასვლა ხარანში არ არის... Continue Reading →
რებე და დასახიჩრებული ჯარისკაცი
ეს არის ამონარიდი ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი სიტყვიდან, რომელიც რებემ წარმოთქვა დასახიჩრებული ისრაელი ჯარისკაცების წინაშე: ,,თითოეულ ადამიანს ნაბოძები აქვს ყველაფერი ის, რაც ესაჭიროება საკუთარი მისიის შესასრულებლად ამ სამყაროში. ამასთანავე, თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა მისიით ვართ მოვლენილი და შესაბამისად განსხვავებული ძალები და რესურსები გვესაჭიროება მათ შესასრულებლად. თუმცა არავინ იფიქროს, რომ ვინმეს უფრო იოლად მისდის საქმე, ვიდრე სხვას. და... Continue Reading →
წარსული-აწმყო-მომავალი – დროის კვადრატი
ერთხელ წარსული და მომავალი შეკამათდნენ. წარსული ამტკიცებდა: – მე ვარ მთავარი ადამიანისთვის. ეს მე შევქმენი ადამიანი ისეთად, როგორიც ის დღეს არის და მას შეუძლია მხოლოდ ის, რაც ისწავლა წარსულში. ადამიანს აქვს საკუთარი თავის რწმენა მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია კარგად აკეთოს ის საქმეები, რომელთა კეთების გამოცდილებაც აქვს წარსულიდან. ადამიანს უყვარს ისინი, ვისთანაც მას აკავშირებს ურთიერთობები... Continue Reading →