1950 წელს, სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომი დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა ომში ჩაბმა გადაწყვიტა და ათასობით ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა. ახალწვეულებს შორის იყვნენ ებრაელი ბიჭებიც, რომელთაგან ერთ-ერთი იყო რეუბენ გოლდბერგი. ვითარება საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ, როდესაც რეუბენმა გაწვევის ორდერი მიიღო, ისიც გაანალიზა, რომ ასეთი ომიდან მშვიდად დაბრუნება რთული იქნებოდა. ბევრი არ უფიქრია, ჩაიცვა... Continue Reading →
ამ სამყაროში ყველასგან და ყველაფრისგან შეიძლება ისწავლო…
ერთხელ ერთმა ბრძენმა თქვა: ,,ამ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფრისგან შეგვიძლია რაღაცის სწავლა, მათ შორის უარყოფითი რაღაცეებისგანაც კი.“ მასწავლების ამგვარმა სიტყვებმა, მოსწავლეებში გაკვირვება გამოიწვია და ჰკითხეს: ,,თქვენ ამბობთ, რომ ყველასგან და ყველაფრისგან შეიძლება რაიმე ისწავლოს ადამიანმა, მაშინ გვითხარით, რაბი, რისი სწავლა შეიძლება ქურდისგან? ქურდისაგან, რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი რამის სწავლაა შესაძლებელი. პირველ რიგში, ქურდი თავისი საქმის... Continue Reading →
მიწა იყოფა…
ისტორია რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვზე - კურთხეულია წმინდანის ხსოვნა ერთხელ ბაალ შემ ტოვი თავის მოსწავლეებთან ერთად გზას ადგა. მან თავის მოსწავლეებს უთხრა გზისთვის გადაეხვიათ და ღამის გასათევად სასტუმროში შესულიყვნენ. სასტუმროში მისულებს, ქორწილი დახვდათ. დიდი მაყარი შეკრებილიყო და დიდი სიხარულით გაემართათ ლხინის სუფრა. იმ დღეს ცადიკი არავის გამოეცნაურა, უხმოდ, ჩუმად ავიდა თავის მოსწავლეებთან... Continue Reading →
რატომ უნდა ვილოცოთ? რაში გვჭირდება ლოცვა?
ამონარიდი რაბ ზამირ ქოენ (შალიტას) გაკვეთილიდან ლოცვის ძალის შესახებ. რაბ ზამირ ქოენი თავის გაკვეთილში ლოცვის ძალისა და მნიშვნელობის შესახებ განიხილავს ერთ გავრცელებულ და ღრმად მნიშვნელოვნურ საკითხს და სვამს შემდეგ კითხვას? რატომ უნდა ვილოცოთ? თუ ყოვლისშემძლე ღ’მერთმა ისედაც ზუსტად იცის, რა გვჭირდება? რატომ არ გვაძლევს ამას თავადვე? რატომ უნდა, რომ ჩვენ ვთხოვოთ? ამ კითხვაზე პასუხი... Continue Reading →
ზეციდან მოსული პასუხი
სასწაული - რომელიც რაბი მილუბავიჩის სახელს უკავშირდება. (ზეციდან მოსული პასუხი) ეს ისტორია რაბი ზალმან ფერკაშმა, ბუენოს აირესში მდებარე ხაბადის იეშივას ერთ-ერთმა რჩეულმა რაბმა, საკუთარ მეგობარს წერილობითი სახით გაუზიარა. ,,ძვირფასო მეგობარო, ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვები, შეიძლება ზღაპარივით მოგეჩვენოს, მაგრამ იგი სრულად რეალურია. პირადად ჩემი თვალით ნანახი და ყურით მოსმენილია — მოხდა 2015 წლის 7 ივნისს (20... Continue Reading →
ახლა არის დრო (ახლა არის შენი დრო!)
საყვარელო შვილო! არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის თავზე ნამდვილად ზრუნავს და ამავე დროს დარჩება უიმედობაში. როდესაც ადამიანს ესმის თავისი არსება და მისი მოვალეობა, მაშინ იცის, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის მხოლოდ საშუალება განიწმინდოს და კიდევ უფრო მიუახლოვდეს თავის მიზანს. შენი მოვალეობა არაა იჯდე და უყურო როგორ გადის დღეები. შენი მოვალეობაა — ყოველდღე გამოიყენო ყოველი წამი... Continue Reading →
რატომ ვაკეთებთ ფესახის შემდგომ შაბათს – გასაღების ფორმის ხალას?
რა მოლოდინები გვაქვს ცხოვრებისგან? რას ვთვლით ბედნიერი ცხოვრების შემადგენელ აუცილებელ ნაწილებად? ალბათ ადამიანთა უმეტესობისთვის, ეს არის კარგი მეორე ნახევარი, შვილები, ჯანმრთელობა, კარგი შემოსავლის წყარო, კარგი სამსახური, ლამაზი - მდიდრული სახლი, რომელში ცხოვრებაც სასიამოვნო იქნება და ა.შ. ყველა თავისი ოცნებებიდან და შეხედულებიდან გამომდინარე, ქმნის ,,ბედნიერი ცხოვრების“ მისეულ ვერსიას. თუმცა საინტერესოა, ადამიანებს რომლებსაც ეს ყველა ზემოთ... Continue Reading →
მეზონოთის კურთხევა – სგულა კარგი ფარნასისთვის
ყოველ კურთხევას გააჩნია თავისი განსაკუთრებული სგულა. მაგალითად, მეზონოთის კურთხევა, რომელსაც ჩვენ წარმოვთქვამთ (მაგალითისთვის ნამცვარზე), არის სგულა კარგი ფარნასისთვის. ჰაგეფენის კურთხევა - სგულაა მეორე ნახევრის მოძებნისთვის. ჰაყეცის კურთხევა - დაფეხმძიმებისთვის, ჰადამას კურთხევა - ჯანმრთელობისთვის, ხოლო შეჰაქოლის კურთხევა - აბსოლუტურად ყველა საკითხში შველისთვის. როგორც ვიცით, როდესაც ადამიანი წარმოსთქვამს კურთხევას და სხვა ადამიანები ისმენენ ამ კურთხევას, საჭიროა... Continue Reading →
ლეხა დოდი (საშაბათო სიმღერის) – ქართული შინაარსი
მოდი მეტრფევ ჩემო, შევეგებოთ სასძლოს, შაბათი მივიღოთ. ,,დაიცავი და გახსოვდეს“ - ერთ სიტყვად გვასმინა (ეს მცნება) ერთიანმა ღმერთმა. უფალი ერთიანია, მისი სახელიც ერთიანია. მოსილჰყო სახელოვნებამ, დიდმშვენიერებამ და ქება-დიდებამ. წამოდით, შაბათის შესაგეგბებლად! და ჩვენც წამოვალთმ რამეთუ ის არს წყარო კურთხევის. ოდითგან, ძველთაგან ის ცხებულია (დღეთა დედოფლად). ქმნადობის დასასრულია და განაზრახით - მისი საწყისი. ... Continue Reading →
რას ვიძახით ,,შემაყ ისრაელ”-ის ტექსტში? (ქართული შინაარსი)
შემაყ ისრაელ ადო-ნაი ელო-ჰენუ ადო-ნაი ეხად: ისმინე ისრაელო! უფა-ლი, ჩვენი ღ'მერთი, არს უფალი ერთიანი. (წარმოითქმის მდუმარედ) კურთხეულია მისი მეუფების დიადი სახელი სამარადისოდ. გიყვარდეს უფა-ლი, შენი ღ'მერთი, მთელი შენი გულით და მთელი სულით, მთელი შენი შეძლებით. და ეს სიტყვები, რომლებსაც დღეს გამცნობ, გულში გქონდეს, შთააგონებდე შენს ძეებს და საუბრობდე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და შენი სვლის... Continue Reading →