შეკითხვა: გამარჯობათ ბინიამინ, თქვენ ხშირად ახსენებთ თეშუბაზე დაბრუნებას და მართლა მაინტერესებს რა აზრი და ძალა აქვს თეშუბაზე დაბრუნებას?
![]()
პასუხი: შალომ უბრახა, ძალიან კარგი შეკითხვა დასვით, მოდით განვიხილოთ;
თალმუდში (იომა 86:) წერია: העושה תשובה מאהבה –זדונות נעשים לו כזכויות
ანუ: ვინც თეშუბას აკეთებს სიყვარულით, მისი შეგნებულად ჩადენილი ცოდვებიც კი იქცევა მისთვის მადლებად – დამსახურებად…
ანუ თორა გვასწავლის, რომ:
შიშით თეშუბის გაკეთების დროს, ცოდვები ქრება, მაგრამ არაფერი მოაქვს ახალი.
სიყვარულით თეშუბის გაკეთების დროს კი ცოდვები გარდაიქმნება მადლებად, რომელიც ადამიანს კიდევ უფრო აახლოებს უფალთან.
ჩნდება შეკითხვა როგორ ან რანაირად შეიძლება ესე?
რაბინები ხსნიან:
როცა ადამიანი შიშით ბრუნდება გამჩენის გზაზე, ცოდვები მხოლოდ უქმდება – თითქოს წაშლილია მისი წიგნიდან.
მაგრამ როცა ადამიანი შემოქმედის სიყვარულით უბრუნდება გამჩენის გზას, მაშინ ცოდვებიც კი გარდაიქმნება მიცვებად, რადგან ისინი გახდნენ სტიმული და ბიძგი მის დასაბრუნებლად და ღვთის სიყვარულში გაძლიერებისთვის.
![]()
![]()
ბრძანებს ყველა დროის უდიდესი წმიმდანი კაბალისტი რაბი შიმყონ ბარ იოხაი ზოჰარში: (חלק א’- קכ)
„לית דבר דקריב בר נש לקודשא בריך הוא כהאי תשובה מאהבה“
არ არის არაფერი, რაც ადამიანს, ისე აახლოებს სულიერად გამჩენთან, ისე როგორც სიყვარულით თეშუბა
![]()
პრაქტიკულად რას ნიშნავს?
სიყვარულით თეშუბა არის მაშინ, როცა ადამიანი არ ბრუნდება მხოლოდ შიშის გამო სასჯელისა, არამედ იმიტომ, რომ, ხვდება როგორი დიდია გამჩენი და რა ბრძნულად აქვს შექმნილი სამყარო, რამხელა უსასრულო სიკეთე და სიყვარული აქვს შემოქმედს მის მიმართ და ა.შ… ნანობს, რომ ცოდვით თითქოს დაშორდა ამ სიყვარულს და მთელი გულით სურს, ახლოს იყოს გამჩენთან, როგორც შვილს მამასთან…
ამ დროს თეშუბა არა მარტო წმენდს, არამედ ცვლის ადამიანის ცხოვრებას – აახლოვებს ურთიერთობაში გამჩენთან… მამას კი დაბრუნებული დიდი ხნის უნახავი შვილის ნახვა ისე ახარებს, რომ ყველაფერს პატიებს და საჩუქრად ყველა ცოდო-ბრალს მადლებად უქცევს…
Leave a Reply