რა ძალა გააჩნია სიმხიარულეში ყოფნას?

შეკითხვა: შალომ ბინიამინ, თორა თუ საუბრობს სიმხიარულის მნიშვნელობასთან დაკავშირებით?

✡️🔥პასუხი: შალომ უბრახა, მნიშვნელოვანი შეკითხვა დასვით და ბჰ მოდით განვიხილოთ:

🫵🏻👉🏻ებრაული სწავლებების მიხედვით სიმხიარულე (שמחה – სიმხა) ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სულიერი ძალაა, რომელსაც უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ადამიანის სულსა და გარშემო სამყაროზე.

📖🔥🫵🏻წერია თორაში: (დევარიმ 28:47) „რადგან არ ემსახურე გამჩენს, შენს ღმე’რთს, სიხარულითა და გულის სიკეთით, როცა ყველაფერი გაქვს.“ 👉🏻მოშე რაბენუ განუმარტავს ისრაელს, თუ ზოგჯერ რატომ მოდის წყევლა და განსაცდელი – ფასუკი ამბობს არა მხოლოდ: „არ ემსახურეთ“, არამედ „არ ემსახურეთ სიხარულით“… 👉გამჩენის სამსახური შეიძლება შესრულდეს — მაგრამ თუ ის სიხარულის გარეშეა, მაინც ითვლება ნაკლად…

📖🔥🫵🏻წმინდანი კომენტატორი რაში წერს, რომ: („ანუ ემსახურე, მაგრამ არა სიხარულით.“) 👉🏻ანუ, თავად მსახურება იყო — ლოცვა, მიცვები, თორა — მაგრამ რადგან ეს არ იყო სიხარულით,

მან დაკარგა სულიერი მნიშვნელობა. გამჩენი არ ეძებს მხოლოდ მოქმედებას — ეძებს გულს, რომელიც მსახურებაშია ჩართული…

📖🫵🏻🔥რაბი შიმყონ ბარ იოხაი ბრძანებს ზოჰარში: „სიხარული ხსნის ზეცის ყველა კარს.“

👉🏻როდესაც ადამიანი ემსახურება გამჩენს მწუხარებით, მისი ლოცვა მძიმეა, არ ადის მაღლა ~ მაგრამ როცა სიხარულით ემსახურება ~ ყველა კარი იღება და მისი სულიც ნათდება…

🕊️🫵🏻რამბამი წერს: „სიხარული მიცვის შესრულებაში და გამჩენის სიყვარულში — ეს არის უდიდესი მსახურება.“ და შემდეგ ამბობს: „ვინც ამაყობს ან შერცხვება სიხარულით ემსახუროს გამჩენს — ცოდავს…👉🏻რამბამის მიხედვით, გამჩენს უყვარს მსახური, რომელიც სიხარულით ცეკვავს, მღერის და გრძნობს სიცოცხლეს მიცვაში.

📖🔥🫵🏻წმინდანი კაბალისტი ჰარი ჰაკადოში წერდა, რომ მისი სულიერი ამაღლება მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ: „ყოველი მიცვა მახარებდა ისე, თითქოს პირველად მეძლეოდა ის.“

👉🏻ანუ — არ მივეჩვიოთ წმინდა ქმედებებს; ყოველდღე უნდა ვიგრძნოთ ახალი სიხარული ლოცვაში, თეფილინის დადებაში, შაბათის სანთლის დანთებაში და სხვაში.

📖🔥🫵🏻წმინდანი რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი ამბობდა: „სიხარული არის სასულიერო მაგნიტი — რაც ფიქრობ და გიხარია, იმას იზიდავ ზეციდან.“

ამიტომ ცადიკები ლოცვისას ან თორის სწავლისას ცეკვავდნენ, მღეროდნენ და მთელი სხეულით გამოხატავდნენ სიხარულს.

👉🏻ბაალ შემ ტოვი ამბობდა: „თუ შენი სხეული არ მონაწილეობს სიხარულში, სული ვერ აფრინდება.“

📖🔥🫵🏻რაბი შნეიორ ზალმანი ლიადი (ბაალ ჰათანია) ხსნის, რომ სიხარული არის ნიშანი იმისა, რომ სული იმარჯვებს მატერიაზე. როდესაც ადამიანი ახერხებს მიცვის სიხარულით შესრულებას — თორას სწავლას, ლოცვას, ქაშერად ჭამას, წყალობის მიცემას — ამით აჩვენებს, რომ მისი იეცერ ჰარა დამარცხებულია.

👉🏻ამიტომ რაბი ზალმანი ამბობდა: „მცირე სიხარული უფრო ამსუბუქებს ტკივილს, ვიდრე ათასი მწუხარება.“

📖🔥🫵🏻ბრესლაველი რაბი ნახმანი გვასწავლის: „დიდი მიცვაა ყოველთვის იყო სიმხიარულეში“

👉🏻რაბი ნახმანი ხსნის, რომ როდესაც ადამიანი არის სიხარულში, შეხინა (ღვთიური ყოფნა) მიიზიდება მის სულთან და ეს ამაღლებს როგორც მას, ისე მთელ სამყაროს. ხოლო როცა მწუხარებაშია, ის ართმევს ძალას თავის სულიერ უნარებს.👉🏻„თუ ადამიანი ვერ გრძნობს სიხარულს — უნდა დაიწყოს პატარა რამეებში მადლიერებით.“ 👉🏻მაგალითად:

✅მადლობა ღმერთო, რომ თვალები მაქვს.

✅მადლობა, რომ ვსუნთქავ.

✅მადლობა, რომ შემიძლია ვილოცო…

👉🏻რაბი ნახმანი ამბობდა, რომ როცა ადამიანი მცირე მადლობებით იწყებს, გულში ნელ-ნელა იღვიძებს შიმშილი სიხარულისკენ და ეს ხსნის ზეციურ კარებს. ეს არის პირველი საფეხური „სიმხა შელ მიცვა“-მდე.

✔️,,არ არსებობს უიმედობა მსოფლიოში!“ – რადგან ვინც ინარჩუნებს სიხარულს, მასთან გამჩენი ყოველთვისაა.

რაბი ნახმანი ამბობს: „ადამიანმა უნდა მოძებნოს საკუთარ თავში კარგი წერტილები, თუნდაც ეგონოს, რომ მთლიანად ცოდვებითაა სავსე.“ ეს არის რაბი ნახმანის ცნობილ მოძღვრებაში თეჰილიმის სიტყვები – „אזמרה לאלקי בעודי“ – ანუ „ვადიდებ გამჩენს იმ მცირე სიკეთისთვისაც, რაც ჯერ კიდევ ჩემს შიგნით არის.“

👉🏻🕊️ როგორ მუშაობს ეს სწავლება:

რაბი ხსნის, რომ როდესაც ადამიანმა შეცოდა და სულიერად დაეცა, მწუხარება და თვითგმობა ცდილობენ მასში გამეფებას, მაგრამ იმ წამს უნდა იპოვოს საკუთარ თავში თუნდაც ერთი პატარა სიკეთე მაგალითად:

✔️ვუთხარი ვინმეს თბილი სიტყვა;

✔️ვილოცე

✔️სიკეთე გავაკეთე

✔️მადლობა ვუთხარი გამჩენს.

👉🏻როდესაც ადამიანი ამ პატარა სიკეთეზე ფიქრობს, გულში იბადება სიხარული და ეს სიხარული არის ის ნაპერწკალი, რომელიც აჩენს სინათლეს მის სულიერ ბნელში…

„როდესაც ადამიანი განიკითხავს საკუთარ თავს კეთილად გამჩენიც განიკითხავს მას კეთილად.“ 👉🏻ანუ: როცა შენ საკუთარ თავში იპოვი სიკეთეს და ხარობ ამით, ზეცაშიც გეძლევა ახალი შანსი — დაიწყო თავიდან სუფთა ფურცლით.

🥹სიმხიარულე როგორც იარაღი დაცემისას – რაბი ნახმანი ამბობს: „ნუ დაეცემი სულით, რადგან მწუხარება თავად იეცერ ჰარაა.“ 👉🏻რაბი ნახმანი გვასწავლის, რომ ბოროტი ძალა არ იარსებებდა,თუ არ შეძლებდა ადამიანის სიხარულის წართმევას. როცა შენ მაინც ხარობ, შენ ანადგურებ მის ძალას — ეს არის ყველაზე დიდი სულიერი გამარჯვება…

📖🔥🫵🏻წმინდანი ნოამ ელიმელეხი ლიჟანსკიდან

ამბობდა, რომ როდესაც ადამიანს არ შეუძლია იგრძნოს სიხარული, უნდა გაახაროს სხვა — და ზუსტად ამით დაბრუნდება მის სულში სიხარული. „სიხარული, რომელიც სხვას აჩუქე, პირველი შენ გიბრუნდება…“

პატივისცემით ბინიამინი

Leave a Reply

Powered by WordPress.com.

Up ↑

Discover more from MBKSTARS

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

MBKSTARS

FREE
VIEW