119 (მემ)
97. მა აჰავთი თორათეხა; ქოლ ჰაიომ, ჰი სიხათი. 98. მეოიევაი, თეხაქემენი მიცვოთეხა. ქი ლეყოლამ ჰი ლი. 99. მიქოლ მელამედაი ჰისქალთი: ქი ყედევოთეხა, სიხა ლი. 100. მიზეკენიმ ეთბონან: ქი ფიკუდეხა ნაცართი. 101. მიქოლ ორახ რაყ, ქალითი რაგლაი ლემაყან, ეშმორ დევარეხა. 102. მიმიშფატეხა ლო სართი: ქი ათა, ჰორეთანი. 103. მა ნიმლეცუ ლეხიქი, იმრათეხა მიდევაშ ლეფი. 104. მიფუკედეხა ეთბონან; ყალ ქენ, სანეთი ქოლ ორახ შაკერ.
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
97. რარიგად მიყვარს მე თორა შენი – დღენიადაგ მასზედ ვსაუბრობ. 98. ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებებით, რამეთუ მუდამ ჩემთან არიან. 99. მასწავლებლებზე ჩემთა მეტად დავბრძენდი, რადგან ვცდილობდი მხოლოდ შენთა წესთა შეცნობას. 100. მოხუცთაგანაც ვბრძენდებოდი, რამეთუ მცნებებს შენსას ვიცავდი. 101. ტერფები ჩემნი განვარიდე ყველა გზას ბოროტს, რომ შენი სიტყვა გადამერჩინა. 102. არ განვდგომივარ კანონებს შენსას, რადგან შენ იყავ მოძღვარი ჩემი. 103. რარიგად ატკბობს სასასა ჩემსას სიტყვანი შენი – თაფლზე ტკბილია ჩემი ბაგისთვის. 104. მე დამაბრძენეს მცნებებმა შენმა, ამად შემძულდა გზანი სიცრუის.
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
119 (ნუნ)
105. ნერ ლერაგლი დევარეხა; ვეორ, ლინთივათი. 106. ნიშბაყთი ვააკაიემა ლიშმორ, მიშფეტე ციდკეხა.107. ნაყანეთი ყად მეოდ: ადონაი, ხაიენი ხიდვარეხა. 108. ნიდვოთ ფი, რეცე ნა ადონაი; უმიშფატეხა ლამედენი. 109. ნაფში ვეხაფი თამიდ: ვეთორათეხა, ლო შახახთი. 110. ნათენუ რეშაყიმ ფახ ლი; უმიფიკუდეხა, ლო თაყითი. 111. ნახალთი ყედევოთეხა ლეყოლამ: ქი სესონ ლიბი ჰემა. 112. ნატითი ლიბი, ლაყასოთ ხუკეხა ლეყოლამ ყეკევ.
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
105. სიტყვა შენი – სანთელია წინაშე ჩემსა, და სინათლე – ჩემს სავალ გზაზე. 106. დავიფიცე და აღვასრულებ, დავიცავ შენს სამართლიან კანონმდებლობას. 107. უფალო ჩემო, ფრიად გავწამდი, გამომაცოცხლე შენს სიტყვისამებრ. 108. გთხოვ, უფალო, მოისურვილე შესაწირავი ბაგეთა ჩემთა, და შემასწავლე შენეული მართლმასაჯულება. 109. სული ჩემი გამუდმებით შენთა ხელთ სუფევს, და თორა შენი არ დამვიწყნია. 110. დამიგეს მახე ბოროტეულთა, მაგრამ შენს მცნებებს არ განვდგომივარ. 111. დავიმკვიდრე სამარადჟამოდ მცნებანი შენი, ვითარც ზეიმი ჩემი გულისა. 112. შენს წესდებათა შესასრულებლად მივმართე გული სამარადჟამოდ.
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
119(სამეხ)
113. სეყაფიმ სანეთი; ვეთორათეხა აჰავთი. 114. სითრი უმაგინი ათა; ლიდვარეხა იხალთი. 115. სურუ მიმენი მერეყიმ; ვეეცერა, მიცვოთ ელოჰაი. 116. სამეხენი ხეიმრათეხა ვეეხიე; ვეალ თევიშენი, მისივრი. 117. სეყადენი ვეივაშეყა: ვეეშყა ვეხუკეხა თამიდ. 118. სალითა, ქოლ შოგიმ მეხუკეხა. ქი შეკერ, თარმითამ. 119. სიგიმ ჰიშბათა ხოლ რიშყე არეც; ლახენ, აჰავთი ყედოთეხა. 120. სამარ მიფახდეხა ვესარი; უმიმიშფატეხა იარეთი.
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
113. მძაგს გზა – ბილიკნი უკუღმართნი, შენი თორა კი შევიყვარე. 114. თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, და ვსასოებ სიტყვითა შენით. 115. უკეთურნო, განვედით ჩემგან, და ჩემი ღმერთის მცნებებს დავიცავ. 116. შენს სიტყვისამებრ შემეწიე, და გამოვცოცხლდები; ნუ გამიწბილებ იმედს. 117. განმამტკიცე, და გადავრჩები, გამუდმებით შენს კანონებში ვიჭირნახულებ. 118. მოსრე ყოველი, ვინც განუდგა მოძღვრებას შენსას, რადგან ხრიკები მათი სიცრუე და მონაგონია. 119. ვითარც ნაგავი, ისე აღგავე დედამიწიდან ბოროტეულნი, ამიტომაც შევიყვარე მცნებანი შენი. 120. თრთის შენი შიშით სხეული ჩემი, და ზრახავს შენი მართლმსაჯულება.
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
129 -ე
1. შირ ჰამაყალოთ: რაბათ ცერარუნი მინეყურაი იომარ ნა, ისრაელ. 2. რაბათ ცერარუნი მინეყურაი; გამ, ლო იახელუ ლი. 3. ყალ გაბი, ხარეშუ ხორეშიმ; ჰეერიხუ ლემაყანითამ. 4. ადონაი ცადიკ; კიცეც, ყავოთ რეშაყიმ. 5. იევოშუ, ვეისოგუ ახორ ქოლ, სონეე ციიონ. 6. იჰიუ, ქახაცირ გაგოთ შეკადმათ შალაფ იავეშ. 7. შელო მილე ხაფო კოცერ; ვეხიცნო მეყამერ. 8. ველო ამერუ ჰაყოვერიმ, ბირქათ ადონაი ალეხემ: ბერახნუ ეთხემ, ბეშემ ადონაი.
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
1. სიმღერა აღმასვლათა. ,,მრავალი მგვემდნენ სიყრმიდანვე, – იტყვის ისრაელ. – 2. მრავალნი მგვემდნენ სიყრმიდანვე, თუმც ვერ დამძლიეს. 3. ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები, გრძელი კვლები გაჰყავდათ ხნულად.“ 4. სამართლიანია უფალი ჩვენი, დაამსხვრია აპეურები ბოროტეულთა. 5. გაწბილდებიან და უკუდგებიან ციონის ყველა მოძულეები. 6. სახლის ერდოზე ამოსულ ბალახს ემსგავსებიან, უმალ რომ ხმება, ამოსათხრელად ვით ვინმე მოვა. 7. რათა მომკელმა ვერ აივსოს პეშვი მისით, და ძნებით მისით – უბე თვისი. 8. და არ ეტყვიან გამვლელნი მკელებს: ,, უფლის კურთხევა სუფევდეს თქვენზედ! უფლის სახელით კურთხეულგყოფთ თქვენ!“
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
130 -ე
1. შირ ჰამაყალოთ: მიმაყამაკიმ კერათიხა ადონაი. 2. ადონაი, შიმყა ვეკოლი: თიჰიენა ოზნეხა, კაშუვოთ ლეკოლ, თახანუნაი. 3. იმ ყავონოთ თიშმორ იაჰ ადონაი, მი იაყამოდ. 4. ქი ყიმეხა ჰასელიხა ლემაყან, თივარე. 5. კივითი ადონაი, კივეთა ნაფში; ველიდვარო ჰოხალთი. 6. ნაფში ლადონაი მიშომერიმ ლაბოკერ, შომერიმ ლაბოკერ. 7. იახელ ისრაელ, ელ ადონაი: ქი ყიმ ადონაი ჰახესედ; ვეჰარბე ყიმო ფედუთ 8. ვეჰუ, იფდე ეთ ისრაელ მიქოლ, ყავონოთავ.
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
1. სიმღერა აღმასვლათა. სიღრმეებიდან მოგიხმე შენ, უფალო ჩემო. 2. უფალო ჩემო, უსმინე ჩემს ხმას, მომაპყარ სმენა, რომ ყურთა შენთა შეისმინონ ჩემეული ვედრების ხმები. 3. თუ ცოდვებს ჩემსას შემოინახავ, უფალო ჩემო, ვინ დაგიდგება? 4. ხომ გაგაჩნია შენ პატიება – რათა თრთოდნენ წინაშე შენსა. 5. ვიმედოვნებდი უფალო ჩემო, ჩემი სულიც იმედოვნებდა, თავს შენი სიტყვით ვინუგეშებდი. 6. და სული ჩემი უფრო მეტად მოელის უფალს, ვიდრე გუშაგი დილაადრიან – დილის გუშაგებს. 7. ესავდეს უფალს ისრაელი, რადგან უფალთან არს წყალობა და მისგანვე მოვა დახსნა დიადი. 8. და გამოისყიდის იგი ისრაელს მისი ყოველი ცოდვა-ბრალისგან.
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
124 -ე
1. შირ ჰამაყალოთ ლედავიდ. ლულე ადონაი შეჰაია ლანუ, იომარ ნა ისრაელ. 2. ლულე ადონაი შეჰაია ლანუ ბეკუმ ყალენუ ადამ. 3. აზაი ხაიმ ბელაყუნუ ბახაროთ აფამ ბანუ. 4. აზაი ჰამაიმ შეტაფუნუ, ნახლა ყავარ ყალ ნაფშენუ 5. აზაი ყავარ ყალ ნაფშენუ ჰამაიმ ჰაზედონიმ. 6. ბარუხ ადონაი, შელო ნეთანანუ ტერეფ ლეშინეჰემ. 7. ნაფშენუ ქეციფორ ნიმლეტა მიფახ იოკეშიმ. ჰაფახ ნიშბარ ვაანახნუ ნიმლატნუ. 8. ყეზრენუ ბეშემ ადონაი, ყოსე შამაიმ ვაარეც.
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦
1. სიმღერა აღმასვლათა, დავიდისა. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, – დე ილაპარაკოს ისრაელმა ამის შესახებ! 2. უფალი რომ არ მდგარიყო ჩვენთან, როს აღსდგა ჩვენზე მოდგმა ადამის, 3. და რაჟამს ჩვენს მიმართ აღინთნენ რისხვით, ცოცხლად გვშთანთქავდნენ. 4. წაგვლეკავდნენ მაშინ ჩვენ წყლები, გადაუვლიდა ნიაღვარი სულებსა ჩვენსას. 5. და წარხოცავდნენ მაშინ სულებსა ჩვენსას ბოროტების ნაკადულები. 6. კურთხეულია უფალი ჩვენი, რომ არ შთაგვაგდო დასაფლეთად მათ კბილთა შორის. 7. და სული ჩვენი მსგავსია ჩიტის, თავს რომ დააღწევს მონადირის დაგებულ ბადეს, – კაკანათი დამსხვრეულია, ჩვენ კი გადავრჩით. 8. შეწევნა ჩვენი სახელისგან უფლისა არის – ცისა და ქვეყნის შემოქმედისგან!
✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦