შეიძლება თუ არა სუქაში მოწევა?

✡️🔥შეკითხვა: გამარჯობა ბინიამინ, სუქაში მოწევა შეიძლება?

✡️🔥პასუხი: თქვენი შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სუქას განსაკუთრებული სიწმინდე (კდუშა) აქვს…

📖👉ჰალახის მიხედვით:

• სუქაში შეიძლება ვჭამოთ, დავლიოთ, დავისვენოთ – როგორც სახლში, მაგრამ მოწევასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი არსებობს:

👉🔥პატივისცემა და სისუფთავე: რაბები გვასწავლიან, რომ სუქას ისეთი საქციელი არ შეეფერება, რაც უსუფთაობას ტოვებს – მაგალითად ნაგავი, ცუდი სუნი და განსაკუთრებით მოწევა. ეს ამცირებს სუქას სიწმინდეს.

👉🔥ზიანი სხვებისთვის: თუ სხვა ადამიანიც ზის სუქაში, მოწევის დროს სუნმა ის შეიძლება შეაწუხოს და ავნოს ჯანმრთელობაზე… თორა კიდევ გვასწავლის: „გიყვარდეს შენი მოყვასი როგორც შენს თავი“ და ასევე „არ ავნო სხვას“. ამიტომ საზოგადოებრივ სუქაში მოწევა დაუშვებელია…

📖🔥🫵🏻რაბი მოშე ფაინშტაინი ბრძანებს: „…რადგან სიგარეტის მოწევა არის უზნეობისა და ფუჭობის გზა და თან სუქას აბინძურებს და უსიამოვნო სუნს ტოვებს, ეს არის სუქას სიწმინდის შეურაცხყოფა, ამიტომ ამის გაკეთება აკრძალულია…“

🫵🏻🔥პ.ს. ზოგადად სჯობს ისრაელის შვილი მოერიდოს სიგარეტის მოწევას, რადგან ის აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას – საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს, თორა კი გვავალებს „გაუფრთხილდით და დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“…

პატივისცემით ბინიამინი

Powered by WordPress.com.

Up ↑

MBKSTARS

FREE
VIEW