წლევანდელი ქიფურის თარიღია (დასაწყისი: 2026 წლის 20 სექტემბერი / – დასასრული: 2026 წლის 21 სექტემბრის ღამე)
იომ ქიფური — „მიტევების დღე“ — თორაში აღწერილია როგორც წლის ყველაზე წმინდა დღე, დღე, როდესაც ისრაელი დგას ღმერთის წინაშე, რათა განიწმინდონ და ეპატიოთ ცოდო-ბრალი.
כִּי־בַיּוֹם הַזֶּה יְכַפֵּר עֲלֵיכֶם לְטַהֵר אֶתְכֶם מִכֹּל חַטֹּאתֵיכֶם לִפְנֵי ה׳ תִּטְהָרוּ (ვაიკრა 16:30)
„რადგან ამ დღეს მოხდება თქვენთვის გამოსყიდვა, რათა განიწმინდოთ; ყველა თქვენი ცოდვისაგან უფლის წინაშე განიწმინდებით.“
იომ ქიფურის მთავარი აღწერა მოცემულია ვაიკრას 16-ე თავში. ამ თავში გადმოცემულია:
- ქოჰენ გადოლის მსახურება. მხოლოდ ამ დღეს შედიოდა ქოჰენ გადოლი წმიდათა წმიდაში (קודש הקודשים).
- ორი თხის რიტუალიერთი ღმერთისთვის მსხვერპლად, მეორე — „აზაზელისათვის“ უდაბნოში გაგზავნილი ცოდვების სიმბოლოდ.
- საყოველთაო განწმენდა. ქიფურის დღე ეხება მთელ ისრაელს — ქოჰენებს, ისრალებს და მთლიან ერს.
თორა ასევე ბრძანებს:
וְעִנִּיתֶם אֶת־נַפְשֹׁתֵיכֶם … שַׁבַּת שַׁבָּתוֹן הוּא לָכֶם(ვაიკრა 23:27–32)
„და დაიმდაბლებთ თქვენს სულებს … შაბათთა შაბათია თქვენთვის.“
დამატებითი ახსნა:
მიშნასა და თალმუდში (מסכת יומא) იომ ქიფური განიხილება როგორც დღე, რომელსაც განსაკუთრებული ძალა აქვს ცოდვების გამოსასყიდად, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი თეშუბას აკეთებს.
მიშნა იომა 8:9
עבירות שבין אדם למקום — יום הכיפורים מכפר; שבין אדם לחבירו — אין יום הכיפורים מכפר עד שירצה את חבירו
„ადამიანსა და ღმერთს შორის ჩადენილ ცოდვებს იომ ქიფური გამოისყიდის; ადამიანსა და მის მოყვასს შორის ჩადენილ ცოდვებს კი არ გამოისყიდის, სანამ ადამიანი არ შეირიგებს თავის მოყვასს.“
ამიტომ იომ ქიფურამდე ებრაელები ცდილობენ პატიების თხოვნას, ურთიერთობების მოგვარებასა და დაზიანებული ურთიერთობების აღდგენას.
ხუთი აკრძალვა (חמישה עינויים)
თალმუდის მიხედვით „სულის დამდაბლება“ გამოიხატება ხუთი თავშეკავებით:
| აკრძალვა | |
|---|---|
| ჭამა და სმა | |
| დაბანა/ბანაობა სიამოვნებისთვის | |
| ზეთით ან სურნელოვანი ნივთიერებებით სხეულის ცხება | |
| ტყავის ფეხსაცმლის ტარება | |
| ცოლ-ქმრული ურთიერთობა |
მარხვა იწყება დღესასწაულის წინა საღამოს და მთავრდება მეორე დღის საღამოს, დაახლოებით 25 საათის შემდეგ.
ლოცვები და მსახურება
იომ ქიფურის დღეს, სინაგოგაში მსახურება განსაკუთრებულად ხანგრძლივია და მოიცავს:
- ქოლ ნიდრე (כל נדרי)დღესასწაულის დასაწყისში ითქმება ცნობილი ტექსტი, რომელიც ეხება აღთქმებსა და პირობას.
- ვიდუი (וידוי) — აღსარება „אשמנו, בגדנו…“ — ცოდვების ჩამონათვალი, რომელსაც საზოგადოება ერთობლივად წარმოთქვამს.
- ავოდა (עבודה)ლოცვებში იხსენებენ ქოჰენ გადოლის მსახურებას ბეით-ჰამიკდაშში.
- ნეილა (נעילה)დასკვნითი ლოცვა, როდესაც „კარიბჭეები იკეტება“ და ადამიანი ბოლო ძალით მიმართავს ღმერთს.
თეშუბა
რამბამი ბრძანებს, რომ იომ ქიფური არის თეშუბის უმაღლესი დრო. ნამდვილი სინანული მოიცავს:
- ცოდვის გაცნობიერებას
- მის აღიარებას
- მის მიტოვებას
- გადაწყვეტილებას, რომ აღარასოდეს გაიომეორებს მას
შოფარის ხმა
ნეილას ბოლოს ბევრ თემში ერთჯერადად უკრავენ შოფარს. ეს სიმბოლოა იმისა, რომ წმინდა დღე დასრულდა და ადამიანი იმედით შედის ახალ წელში.
რატომ არის იომ ქიფური ასეთი მნიშვნელოვანი
ებრაული ტრადიციის მიხედვით, ეს არის დღე, როდესაც ადამიანი არ მხოლოდ მარხულობს, არამედ საკუთარ ცხოვრებას აფასებს: ურთიერთობას ღმერთთან, ოჯახთან, მეგობრებთან და საზოგადოებასთან. იომ ქიფური გვახსენებს, რომ შეცდომა საბოლოო სიტყვა არ არის — თეშუვა, ლოცვა და კეთილი საქმეები ადამიანს ცვლილებისა და განახლების გზას უხსნის.
მონანიების ათი დღის მანძილზე და ქიფურში ისრაელის შვილები ერთმანეთს ეუბნებიან ,,გმარ ხათიმა ტოვა”
„იყოს შენი განაჩენი სიკეთისთვის დამტკიცებული.“