![]()
შეკითხვა: შალომ ბინიამინ, მართალია, რომ სეფარადი ებრაელების ჩვეულება იყო როშ ჰაშანაზე ვაშლი შაქარში მოხარშული ჭამონ და არა თაფლში ამოვლებული?
![]()
პასუხი: ![]()
მართალია, როგორც თქვით. განსხვავებით ჩვენი აშქენაზი ძმების ჩვევისაგან, სეფარადული მინჰაგი იყო როშ ჰაშანას „სიმანიმის“ სედერში ვაშლის შაქარში მოხარშულად ჭამა და არა თაფლთან ერთად. ესეც არის სწორი „სოდ“-ის (კაბალისტური) გაგებით, რადგან თაფლი სიმკაცრის თვისებას (מידת הדין) აღნიშნავს, ხოლო როშ ჰაშანაზე ჩვენ გვჭირდება ზეციური წყალობა და არ გვსურს დინის გაღვიძება…
![]()
![]()
წერია თიკუნეი ჰაზოარში, „טעמו כצפיחית בדבש – מסטרא דשמאלא“ – ანუ, როგორც წერია, თაფლი არის სიმკაცრის მხარე. როშ ჰაშანაზე არ არის მისაღები სამართლის (დინის) გაღვიძება…
![]()
ბრძანებს წმინდანი კაბალისტი რაბი ხაიმ პალაჯი;
როშ ჰაშანაზე ვაშლი უნდა ამოვალოთ შაქარში, რომელიც არის თეთრი და აღნიშნავს ხესედს (მოწყალებას) და არა
თაფლში, რომელიც აღნიშნავს გვურა-ს სიმკაცრის თვისებას
![]()
როდესაც სეფარადი ებრაელები მოვიდნენ ერეც ისრაელში სახელმწიფოს დაარსების შემდეგ (და ასევე მანამდეც დასავლეთის ქვეყნებში — ხაბადის გზავნილების გავლენით), ბევრმა მათგანმა ისწავლა აშქენაზების ჩვევა — როშ ჰაშანაზე ვაშლის თაფლში ამოვლება და ამით თითქმის დაივიწყეს ძველი ჩვეულება, რომლის მიხედვითაც მკაცრად ერიდებოდნენ თაფლის გამოყენებას. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში ჩვეულება იყო სწორედ შაქარში მოხარშული ვაშლის ჭამა — და ეს არის უფრო სწორი…
![]()
და მაინც, თუ ვინმეს მოუწევს თაფლის გამოყენება — მაგალითად, როცა სტუმრადაა როშ ჰაშანაზე და მასპინძლები მაგიდაზე თაფლში ამოვლებულ ვაშლს მიართმევენ — არ შეშინდეს, რადგან აქვს ჰალახის მიხედვით დასაყრდნობი, მათ შორის კაბალისტთა წიგნების მიხედვითაც…
პატივისცემით ბინიამინი