შეკითხვა: გამარჯობათ, მაინტერესებს როშ ჰაშანამდე ნედერების მოხსნა აუცილებელია?
![]()
პასუხი: შალომ უბრახა, ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ და ბჰ მოდით განვიხილოთ;
![]()
ნედერი (נדר) ნიშნავს პირობას ან აღთქმას, რომელსაც ადამიანი საკუთარი სიტყვით იღებს თავის თავზე.
თორაში (ბამიდბარ 3:30) წერია: “כְּכָל־הַיֹּצֵא מִפִּיו יַעֲשֶׂה” – „რაც კი მისი პირიდან გამოვა, ის უნდა შეასრულოს“.
ანუ თუ ებრაელმა თავის სიტყვით აიღო რაღაც ვალდებულება (მაგ.: „აღარ შევჭამ ხორცს“ ან „ყოველ დღე წავიკითხავ თეილიმს“), ეს ხდება ქაშერი ვალდებულება, როგორც თორას მიცვა…
![]()
რა განასხვავებს ნედერს სხვა დაპირებებისგან?
თუ უბრალოდ თქვა: „ხვალ ვჭამ ხილს“, ეს ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ თუ თქვა „მე ნედერად ვიღებ, რომ ხვალ ვჭამ ხილს“ – ეს უკვე ხდება ნედერი, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს!!!
ასევე, როცა ადამიანი ამბობს „אני מקבל על עצמי“ (მე ვიღებ ჩემს თავზე) – ხშირად ითვლება ნედერად…
სჯობს ადამიანმა საერთოდ არ დადოს ნედერი; და თუ მაინც უნდა თქვას რაიმე, ყოველთვის თქვას „ბლი ნედერ“ („ნედერის გარეშე“).
ანუ როცა ვაპირებთ რაიმე დაპირებას, ვამატებთ სიტყვებს „ბლი ნედერ“, რომ არ გადაიქცეს მსგავსად თორის ვალდებულებისა…
![]()
რატომ არის საშიში ნედერი?
რადგან თორა ძალიან მკაცრია მის დაცვაში: თუ ვერ შეასრულა, ეს ითვლება ცოდვად და დასჯა მოდის ადამიანზე (ხას ვეშალომ)
ამიტომ გვასწავლიან ჩვენი ბრძენები გემარაში (ხაგიგა 10) : ,,სჯობს ნედერი არ დადო, ვიდრე დადო და არ შეასრულო”.
![]()
გამოსავალი;
რადგან ხშირად ადამიანი თავის სიტყვით ან ჩვევით (მაგ. „ყოველ კვირას ცედაკას მივცემ“) უნებლიეთ აკეთებს ნედერს ~ ამიტომ როშ ჰაშანამდე ხდება ,,ათარათ ნედარიმ” – „ნედერების მოხსნა“, რომ არ დარჩეს ასეთი სიმძიმე ადამიანის თავზე…
![]()
შულხან არუხში წერია, რომ როშ ჰაშანამდე კეთდება „ათარათ ნედარიმ“ — ნედერების მოხსნა, რათა ადამიანი სუფთა შევიდეს განსჯის დღეს…
რადგან როშ ჰაშანაზე ადამიანს ასამართლებენ, სჯობს არ ჰქონდეს თავის თავზე ნედერების (ზოგჯერ გაუცნობიერებელი) სიმძიმე.
ამიტომ მიღებულია როშ ჰაშანამდე (დღესასწაულის შემოსვლამდე დილით სალოცავში ან წინა ღამეს) აკეთებენ ამ პროცედურას…
ანუ, რომ არ დარჩეს მოუხსნელი ნედერი, თუნდაც სიტყვებით ნათქვამი დაპირება – რომ განაჩენის დღეს, ადამიანს ჰქონდეს „სუფთა მდგომარეობა“, სადაც წარსული შეცდომები ან ვალდებულებები აღარ ექნება…
ქმარს შეუძლია ცოლის გზავნილი იყოს ნედერების მოსახსნელად – უნდა უთხრას ,,ბეით დინს”, რომ მეუღლეც გამოყავს…
![]()
ასე რომ, დიახ აუცილებელია როშ ჰაშანამდე ნედერების მოხსნა…
ეს არის ჩვენი ბრძენების მიერ ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილი მინჰაგი…
პატივისცემით ბინიამინი