შეკითხვა: გამარჯობათ გამარჯობათ ბინიამინ, დიდი ხანია ვუყურებ თქვენს თორის გაკვეთილებს და ვკითხულობ თქვენს პოსტებს, თქვენ ხშირად იძახით ცედაკას გაცემის შესახებ და იქნებ ამიხსნათ რა ძალა აქვს ცედაკას?
![]()
პასუხი: შალომ უბრახა, მადლობა გამჩენს – მიხარია თვალს, რომ გვადევნებთ და ჩვენთან ერთად ძლიერდებით გამჩენის გზაზე სიარულში – გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ამენ!
ცედაკაზე ხშირად იმიტომ ვსაუბრობ, რომ გვასწავლის წმინდანი ლუბავიჩელი რებე: „ყოველი ებრაელი უნდა მიეჩვიოს ყოველდღე ცედაკის გაცემას, რადგან ამით მოაქვს დაცვა საკუთარ თავზე და თავის ოჯახზე…“
ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ, რაზეც წმინდა წიგნები და რაბინები ფართოდ საუბრობენ, ამიტომ ბჰ მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ;
![]()
თორაში (დვარიმ 15:8) ნათქვამია: –„გახსნილი გულით გაუხსენი ხელი შენს ღარიბ ძმას“.
აქედან ვსწავლობთ, რომ ებრაელი ვალდებულია დაეხმაროს გაჭირვებულს.
ასევე წერია: (დვარიმ 15:7) – „ნუ გაიმაგრებ გულს და ნუ შეკრავ ხელს შენი ღარიბი ძმის მიმართ“.
აქედან ჩანს, რომ ცედაკა არა მხოლოდ ქმედებაა, არამედ გულის განწყობაც საჭიროა – არ შეიძლება გულქვა და გულმკაცრი დამოკიდებულება გაჭირვებულის მიმართ…
![]()
გემარაში ბევრგან არის ცედაკის შესახებ საუბარი, მომხდარი სასწაულები, ამიტომ ეხლა მოვიყვან ერთ-ერთს (ბაბა ბათრა 9ა) წერია: „დიდია ცედაკა, რადგან ის აჩქარებს შველას (გეულას)“.
სულიერ თუ მატერიალურ ცხოვრებაში, ადამიანს ცედაკის წყალობით ეგზავნება შველა და დახმარება.
![]()
ბრძანებს მეფე შლომო (სოლომონ ბრძენი) (მიშლე10:2): „ცედაკა იხსნის სიკვდილისგან“.
ანუ ცედაკას მიცვას აქვს იმხელა ძალა, რომ ადამიანზე მისი ცოდო-ბრალის გამო თუ არის გამოტანილი სიკვდილის განაჩენი – ცედაკის მიცვას შეუძლია გააბათილოს და შეიბრალონ ზეციდან, მისცენ გამოსწორების შანსი…![]()
![]()
![]()
წმინდა ზოჰარში ბრძანებს ყველა დროის უდიდესი წმინდანი კაბალისტი რაბი შიმყონ ბარ იოხაი:
„თქვა რაბი შიმონმა: არ არსებობს სიტყვა (საქმე), რომელიც იდგეს გამჩენის წინაშე ისე, როგორც ცედაკა. რადგან ვინც ცედაკას აკეთებს – მას სიცოცხლე ექნება და ცედაკის წყალობით დგას სამყარო…”
(ზოჰარ, ვაიაკელ 204)
![]()
![]()
ასევე წერია ზოჰარში;
„ვინც ცედაკას აკეთებს – მას სიცოცხლე ეძლევა და აკურთხებს მას გამჩენი შვილებით და უმტკიცდება მისთვის სამყარო და იღებს სარჩოს თავისი დღისთვის. ცედაკა აძლიერებს მის სხეულს და იხსნის მას ყველა ბოროტებისგან.“
„ცედაკაზეა დამყარებული სამყარო და ცედაკაზე დგას ადამიანი; ვინც ცედაკას იძლევა – მას ექნება მდგრადობა ზემოთაც და ქვემოთაც.“
„ცედაკა მოახლოებს ზეციურ გულმოწყალებას მსოფლიოს მიმართ.“
,,არ ჩაიაროს დღემ ცედაკის გაცემის გარეშე, რადგან ცედაკით დიდი სულიერი გამოსწორება ხდება”
![]()
![]()
გვასწავლის წმინდანი კაბალისტი ჰარი ჰაკადოში:
„ცედაკა არის ძალზე დიდი მიცვა და მისი მნიშვნელობა უმაღლესია ყველა სხვა მიცვას შორის, რადგან მასზე დგას მთელი სამყარო. ცედაკა ასწორებს და განწმენდს სულს ყველა დანაშაულისგან და აუქმებს ყველა მძიმე განაჩენს ადამიანიდან.“
(შაარ ამიცვოთ, რეე)
„ცედაკის საშუალებით მოიზიდება სიუხვე და კურთხევა ადამიანისთვის, სრულდება მისი ყველა საჭიროება და ცედაკა იხსნის მას და მის ოჯახს ყოველგვარი ბოროტებისგან.“
(შაარ ჰაქავანოთ, ცედაკა)
„ყოველ დღე ადამიანს ზეცაში განსჯიან და ის ცედაკა, რასაც იგი გასცემს, აუქმებს იმ განაჩენებს და ასწორებს ყველა სამყაროს.“
(ფრი ეც ხაიმ, შაარ ცედაკა:1)
![]()
![]()
ბრძანებს წმინდანი რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი:
„ცედაკა არის ჭურჭელი, რომლის საშუალებითაც მიიღება ყველა კურთხევის ნაკადი, და რაც არ უნდა გასცეს ადამიანი – ის არ კარგავს, არამედ პირიქით, კუდშა ბრიხ ჰუ მას აძლევს მეტ სიუხვეს.“ (ქეთერ შემ ტოვ 248)
„როცა ადამიანი ქვემოთ ცედაკას აკეთებს, ზეცაში იღვიძებს დიდი ხესედი, და წყალობა მოედინება ყველა სამყაროზე.“ (თრუმა)
„ცედაკის საშუალებით ადამიანი იღებს დამატებით სულს და მისი ლოცვა მეტად მიიღება ზეცაში.“ (ცევეთ არიბაშ)
![]()
წმინდანი რაბი მოშე ბენ მაიმონი – რამბამი ბრძანებს:
,,ცედაკა ერთ-ერთი უმაღლესი მიცვაა. ის ადამიანის სულიერი სრულყოფის საფუძველია…”
რამბამი ასევე გვასწავლის, რომ ყველაზე კარგია ღარიბისთვის ისეთი დახმარება, რომ მან თავი არ იგრძნოს დამცირებულად – მაგალითად, სამუშაოს მიცემა.
![]()
![]()
ბრძანებს ბრესლაველი რაბი ნახმანი: „ადამიანის სიცოცხლის ძირითადი წყარო არის ცედაკა, რადგან ცედაკა არის თვითონ სიცოცხლე და ვინც მეტს იძლევა ცედაკას – მეტ სიცოცხლეს იმატებს.“
(ლიკუტეი მოარან, 2-:4)
![]()
![]()
ბრძანებს ბაღდადელი წმინდანი კაბალისტი რაბი იოსეფ ხაიმი – ბენ იშ ხაი:
„ცედაკის მიცვა ძალზე დიდი მიცვაა და მას აქვს ძალა, რომ გააუქმოს ადამიანიდან მრავალი ბოროტება, რადგან ცედაკა იხსნის სიკვდილისგან და ყველა სახის მძიმე განაჩენისგან.“
(შანა რიშონა, რეე 11)
„ცედაკა არის საოცარი სეგულა, რომ ადამიანი გადარჩეს ყველა სახის ტკივილისა და ავადმყოფობისგან და რომ გაეხსნას მისთვის წყალობის კარიბჭეები.“ (დრუშ ლეხანუქა)
![]()
გვასწავლის რაბი ოვადია იოსეფი: „ცედაკა იცავს ადამიანს განსაცდელებისგან და უმრავლებს მას კურთხევასა და წარმატებას ყველა მის საქმეში.“
(იაბია ომერ, 10:24)
„როცა ადამიანი ცედაკას იძლევა, თუნდაც ცოტას, ეს სეგულაა, რომ გაუქმდეს მასზე ცუდი განაჩენები. რადგან ეს არის წილი წილის წინააღმდეგ – როგორც ის ახორციელებს გულმოწყალებას ღარიბის მიმართ, ისე მასზე იქნება ზეციური გულმოწყალება.“
(იხავე დაათ 3:76)
„ვინც ცედაკის მიცვაში გამჭრიახია და სწრაფად ასრულებს მას – ის ღირსი იქნება შვილების, რომლებიც თალმიდ ხახამები იქნებიან და ცედაკით მიიღებს ხანგრძლივ სიცოცხლეს…“
„ცედაკის მიცვის არსი არის ის, რომ ადამიანი გასცემდეს კეთილი სახით და გულიანი სიტყვებით – რადგან ფულზე მეტად ღარიბს სჭირდება კარგი სიტყვა და გულშეწევნა.“
![]()
ბრძანებს წმინდანი ხაფეც ხაიმი: „ვინც ცედაკას გასცემს – ის იცავს საკუთარ თავსა და თავის ოჯახს და იხსნის მათ მრავალი განსაცდელისგან.“
(აჰავათ ხესედ, 2, 19)
„ვინც ბევრ ცედაკას გასცემს – გამჩენი მასზე ბევრ გულმოწყალებას გაიმეტებს და გაუგრძელებს სიცოცხლეს.“
(შმირათ ჰალაშონ 2,17)
![]()
ბრძანებს წმინდანი კაბაილსტი რაბი ხაიმ ბენ ატარი – ორ ჰახაიმ ჰაკადოში:
„ცედაკის მიცვა არის მიცვა, რომელიც მოიცავს მთელ თორას და მისით შორდება მკაცრი განაჩენები და მოიზიდება გულმოწყალება.“
„არ არსებობს მიცვა ისეთი დიდი, როგორც ღარიბის (ებრაელი) გაძლიერება, რადგან ამით შენ ემსგავსები შენს შემქმნელს, რომელიც ყველა არსებას ამაგრებს.“
![]()
ბრძანებს წმინდანი კაბალისტი რაბი ხიდა ჰაკადოში:
„არ არსებობს ისეთი რამ, რაც დაახლოებს გეულას (შველას) ისე, როგორც ცედაკა. ის იძლევა ნაყოფს დაუყოვნებლივ ამქვეყნად, ხოლო ძირი რჩება სამომავლო სამყაროში.“
„ცედაკა არის სეგულა ხანგრძლივი სიცოცხლისთვის და დიდი კურთხევისთვის ფარნასაში.“
![]()
ბრძანებს ხაბადის დამაარსებელი წმინდანი კაბალისტი ადმორი – ბაალ ჰათანია: „ცედაკა შეიცავს ყველა მიცვას და აღემატება ყველას, რადგან ცედაკა აცოცხლებს დამცირებულის სულს და აახლოვებს გამჩენთან.“
(თანია 3)
![]()
ბრძანებს წმინდანი მეშვიდე ლუბავიჩელი ადმორი: „ცედაკის მიცვა არის ყველაზე ძლიერი ჭურჭელი, რომლითაც მოედინება კურთხევა და სიუხვე ყველა საკითხში – როგორც მატერიალურში, ასევე სულიერში.“
(სიხოთ კოდეშ 21:345)
„ცედაკა მხოლოდ ღარიბისთვის ფულის მიცემა კი არაა, არამედ სიცოცხლის ახალი ძალის ჩაბერვაა – იგი აძლევს მას საშუალებას, გააგრძელოს გამჩენის სამსახური.“
![]()
დაე გამჩენი დაგვეხმაროს, რომ ყოველთვის გვქონდეს საშუალება ვაკეთოთ ბევრი სიკეთე ამენ![]()
![]()
პატივისცემით ბინიამინი