შეკითხვა: შალომ ბინიამინ, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ კარგი წელი ქონდეს და დაიწეროს მრავალ სიკეთეზე?
![]()
პასუხი: შალომ უბრახა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა როშ ჰაშანას წინ, რადგან სწორედ ამ დღეებში „დაწერა და დაბეჭდვა“ ხდება ზეცაში. წმინდა წიგნებში ბევრი გზა და სწავლებაა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ებრაელი, რომ ჰქონდეს კარგი წელი და დაიწეროს სიცოცხლეზე, სიხარულზე, სიკეთეებზე… ბჰ მოდით განვიხილოთ;
![]()
გემარაში (როშ ჰაშანა 16:) წერია, რომ როშ ჰაშანაში იწყება „დაწერა“ და ქიფურში ხდება „დაბეჭდვა“.
ანუ გამჩენმა მოგვცა ელულის თვიდან ქიფურის ჩათვლით 40 წმინდა დღე, რათა გამოვსწორდეთ და ცუდი განაჩენი კარგით შევცვალოთ…
![]()
რაბი ოვადია იოსეფი ბრძანებს: „საუკეთესო გზა, რომ დაიწეროს ადამიანი კარგ წელზე – არის თეშუბა (ცოდო-ბრალის მონანიება და პირადი გამოსწორება), ლოცვა (განსაკუთრებით მინიანში) და ცედაკა (ქველმოქმედება).“
ეს სამი ქმედება ერთად (თეშუბა, ლოცვა, ცედაკა) ცუდ განაჩენს ცვლიან…”
ანუ თუ ადამიანის მთელი წლის ნამოქმედარიდან გამომდინარე ეკუთვნის დასჯა და ცუდი წელი, ელულის თვიდან ქიფურის ჩათვლით თუ ამ სამ ქმედებებს ყოველდღიურად მოიმოქმედებს – გაუბათილდება ცუდი განაჩენი და დაიბეჭდება ბედნიერ წელიწადზე…
![]()
![]()
წმინდანი კაბალისტი ჰარიზალი ბრძანებს: „როშ ჰაშანას დღეებში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე – არ იკამათო, არ ილაპარაკო ლაშონ არა და მოექცე ყველა ებრაელს სიხარულით. ეს იწვევს, რომ ზეცაში დაწერონ ადამიანი კარგ წელზე.“
![]()
![]()
წმინდანი რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი ბრძანებს: „როშ ჰაშანაზე მთავარი საქმეა – გაახარო სხვა ებრაელი, გააკეთო სიკეთე და გქონდეს რწმენა, რომ გამჩენი შეგიწყალებს, რადგან სიხარული და კეთილი გულისწადილი ზეცაში დიდი სიდიადით ადის.“
![]()
![]()
წმინდანი ბრესლეველი რაბი ნახმანი ბრძანებს: „ყველაზე დიდი გამოსწორება როშ ჰაშანაზეა – იყო მეფესთან (გამჩენთან) სიმარტივით და სიმართლით. არ ინაღვლო წარსულზე, არამედ თქვა: ‘ახლა დავიწყებ თავიდან’. ეს წყვეტს განაჩენს და წერს ადამიანს კარგ წიგნში.“
![]()
![]()
წმინდანი კაბალისტი რაბი – ბენ იშ ხაი ბრძანებს: „როშ ჰაშანას დროს მთავარია გავუფრთხილდეთ ენას – არ ვისაუბროთ ლაშონ არა, არ ვიკამათოთ და არ ვთქვათ ცუდი სიტყვები. რადგან ეს დღეები არიან ‘სამართლის დღენი’ და სიტყვა – ქმნის ზეცაში დიდ გავლენას. ამიტომ ვინც ინარჩუნებს ენას, ის იწერება სიცოცხლეზე.“
ასევე ამბობს, რომ როშ ჰაშანამდე უნდა გავცეთ ცედაკა, რადგან „ცედაკა იხსნის სიკვდილისაგან“.
![]()
![]()
ბრძანებს წმინდანი კაბალისტი რაბი ხიდა: ,,ვისაც სურს სიცოცხლე და სიკეთე, უნდა დაიცვას ენა”.
რაბი ხიდა ხაზს უსვამს, რომ ლაშონ არასგან დაცვა და მშვიდობის დამყარება არის ძირითადი გზა, რომ ადამიანი დაიწეროს კარგ წიგნში.
ასევე წერს: „როშ ჰაშანაში განსაკუთრებით უნდა მოერიდოს ადამიანი სიბრაზეს და კამათს, რადგან ეს იწვევს ცუდ განაჩენს.“
![]()
![]()
წმინდანი კაბალისტი რაბი მოშე ხაიმ ლუცატო (რამხალი) ბრძანებს: „და როშ ჰაშანას მთავარი აზრი არის – რომ ადამიანმა საკუთარ თავზე სიმართლით და გულწრფელად აიღოს ზეციური მეფობის უღელი (აღიაროს, რომ გამჩენი არის მეფე). რომ იგი, არის ერთადერთი მეფე და მის გარეშე სხვა მეფე არ არსებობს. და როდესაც ადამიანი მთლიანი გულით იღებს მასზე გამჩენის მეფობას – სწორედ მაშინ იწერება და იბეჭდება იგი კარგ და სიცოცხლით სავსე წელზე.“
ანუ რამხალი გვასწავლის, რომ როშ ჰაშანას არსი მხოლოდ ლოცვები და სუფრა კი არაა, არამედ – როცა ებრაელი გულით ამბობს: „გამჩენი ჩემი მეფეა, მე ვემორჩილები მხოლოდ მას“, მაშინ ზეცაში ადამიანი იწერება სიცოცხლისა და სიკეთის წიგნში…
![]()
![]()
გვასწავლის ყველა დროის უდიდესი წმინდანი კაბალისტი რაბი შიმყონ ბარ იოხაი წმინდა ზოჰარის წიგნში:
„როშ ჰაშანას დღეს ზეციური ძალები იღვიძებენ სამართლისთვის, როგორც წერია: ვინ იცოცხლებს და ვინ მოკვდება. მაშინ ისმის შოფარის ხმა და მთელი სამყარო იღვიძებს წყალობისთვის. ამიტომ ადამიანს მართებს, რომ გაიღვიძოს თეშუბაში, შეუერთდეს სიწმინდეში წმინდა საზოგადოებასთან ერთად, რათა დაიწეროს სიცოცხლის წიგნში.“
აქედან ვხედავთ:
შოფარის ხმა არის ზეცაში წყალობის გაღვიძების საშუალება.
საზოგადოებასთან (მინიანთან) ერთად ლოცვა აუცილებელია, რომ დაიწეროს სიცოცხლეზე.
თეშუბა, სიწმინდე და შოფარის მოსმენა – ეს არის მთავარი გასაღები.
![]()
დასკვნა
თუ ადამიანს უნდა, რომ დაიწეროს მრავალ სიკეთეზე და ჰქონდეს კარგი წელი, უნდა იზრუნოს შემდეგზე:
თეშუბა – პირადი გამოსწორება, ცოდვების მონანიება და გადაწყვეტილება გამოსწორებისკენ.
ლოცვა ელულის თვეში მინიანში – განსაკუთრებით როშ ჰაშანაში და ქიფურში.
ცედაკა და ქველმოქმედება – შეძლებისდაგვარად ელულის თვეში ქიფურის ჩათვლით ფულის გაღება ღარიბებისთვის და თორის მხარდასაჭერად.
შოფარის მოსმენა – ეს არის მთავარი მიცვა, რომელიც ხსნის ზეციურ კარიბჭეებს.
ლაშონ არასგან თავის დაღწევა და მშვიდობის შენარჩუნება.
სიხარული და სიკეთე სხვებისადმი – რაც ბაალ შემ ტოვმა და რაბი ნახმანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს…
პატივისცემით ბინიამინი