რა ახარებს გამჩენს ან რითი შემიძლია გავახარო გამჩენი?

🔥შეკითხვა: გამარჯობათ ბინიამინ, მოვისმინე თქვენი შიურ თორა, რომელშიც თქვით, რომ მოდით გავახაროთ გამჩენიო და რა ახარებს გამჩენს ან რითი შემიძლია გავახარო გამჩენი?

✡️🔥პასუხი: შალომ უბრახა, მიხარია ჩემთან ერთად თუ ძლიერდებით გამჩენის სამსახურში – დაგლოცოთ და დაგეხმაროთ გამჩენი სულიერებასა და მატერიალურობაში ამენ❤️🙏🏻

🫵👉საინტერესო თემას შეეხეთ, წმინდა წიგნებიდან ვსწავლობთ, რომ გულით და სიმხიარულეში შესრულებული თორის მცნებების საზღაური ძალიან დიდია და განსაკუთრებული, როგორც ამ სამყაროში ასევე მომავალ სამყაროში (ძირითადი მადლები საფასური იქ ენახება ადამიანს)

🫵👉ბჰ მოდით თქვენი შეკითხვა განვიხილოთ;

📖🫵თორა (დვარიმ 28:47):

„რადგან არ ემსახურე გამჩენს სიხარულითა და გულმხიარულებით“ – აქედან ჩანს, რომ მთავარი სამსახური არის სიხარულით…

📖🫵ზოჰარი:

✅„როცა ადამიანი მიცვას სიხარულით აკეთებს, ეს პირდაპირ ადის გამჩენის წინაშე და მას ნუგეშს ანიჭებს.“

👉ამის გამო მოდის ადამიანს განსაკუთრებული კურთხევები…

✅„ყველა ზეციური და მიწიერი საქმე დამოკიდებულია სიხარულზე.“ 👉 გამჩენს ახარებს არა მხოლოდ თვითონ მოქმედება, არამედ ის, რომ ეს კეთდება სიყვარულით და ბედნიერებით.

📖🔥ჰარი ჰაკადოში (ჰარიზალი):„მიცვა სიხარულის გარეშე ფრთებს ვერ იკრავს ზეცაში ასასვლელად.“ 👉 ანუ ჩვენი მიცვა რეალურად ძალას იძენს მხოლოდ მაშინ, როცა სიხარულით ვაკეთებთ.

📖🔥🫵ბაალ შემ ტოვი:

✅„სიხარული ხსნის ყველა კარს ზეცაში, ხოლო სევდა კეტავს.

✅„სიხარულით გაკეთებული მსახურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი სხვა საქმე.“👉 გამჩენს უდიდესი სიხარული აქვს, როცა ხედავს, რომ მისი შვილები მსახურებას (თორის მცნებების შესრულებას) სიყვარულით აკეთებენ და არა როგორც დაკისრებულ ,,მძიმე სამუშაოდ”…

📖🫵ბრესლეველი რაბი ნახმანი:

✅„უდიდესი მიცვაა, რომ მუდამ სიხარულში იყო.“

✅„სიხარული ამაღლებს ყველა მსახურებას.“

✅„თუ არ გაქვს სიხარული, მაინც უნდა მოიქცე ისე, თითქოს ხარ – და ესეც სიხარულს აჩენს ზეცაში.“ 👉 გამჩენს ყველაზე მეტად უხარია, როცა მისი შვილები ცდილობენ იყვნენ ბედნიერები და მას ემსახურებიან სიხარულით.

✅👉ბრესლეველი რაბი ნახმანი ამბობს, რომ მაშინაც კი, როცა ადამიანს უჭირს, უნდა ეძებოს პატარა რამ, რაც ახარებს.

👉 მაგალითად: „მართალია ახლა მიჭირს, მაგრამ მადლობა გამჩენო, რომ ფეხით შემიძლია სიარული.“ 👉მადლიერება და თუნდაც ეს „პატარა სიხარული“ დიდი კურთხევის მომტანია…

✅,,თუნდაც ეხლა არ გიხარია (გაქვს სერიოზული პრობლემები) ადექი და იმღერე, იმოძრავე, გაიღიმე. გარეგანი მოქმედება შიგნით ნამდვილ სიხარულს აღვიძებს.”

✅„ადამიანმა უნდა მოძებნოს თავის თავში ცოტაოდენი სიკეთე. და თუნდაც მას ჰგონია, რომ მასში არაფერია კარგი, მაინც უნდა ეძებოს და იპოვოს რაღაც მცირედი სიკეთე – და სწორედ იმ მცირედში უნდა გაიხაროს.“

✅„როცა ადამიანს საერთოდ არ აქვს სიხარული, მაინც მოაჩვენოს თავის თავს, რომ თითქოს სიხარულშია. და ამ „ფარულ“ სიხარულიდან მოვა ნამდვილი სიხარული.“

👉 ეს ნიშნავს, რომ სიხარულის წყარო ყოველთვის შეიძლება ვიპოვოთ ჩვენს თავში – თუნდაც ერთ პატარა ქმედებაში: კეთილი სიტყვა, მცირე დახმარება, თუნდაც ერთი კურთხევის თქმა.

✅„ტაშის დაკვრითა და ცეკვით იტკბობა ზეციური სიმკაცრე.“

👉 ამიტომ ბრესლეველები ხშირად მღერიან და ცეკვავენ, თუნდაც მარტო. მცირე სიმღერასაც კი ადამიანი სიხარულში შეჰყავს და ზეცაშიც უდიდეს სიხარულს ქმნის.

✅„გამოყავი დრო და ელაპარაკე გამჩენს შენი ენით, როგორც მეგობარს.“👉 ხასიდები საათობით დადიან ველზე ან ტყეში, ლაპარაკობენ, ტირიან, იცინიან – ეს უშუალო კავშირი გამჩენთან უდიდეს სიხარულს ანიჭებს და ჩვენც შეგვიძლია ვესაუბროთ გამჩენს სახლში, აივანზე > სადაც მოგვიხერხდება… (🙅‍♂️არ შეიძლება ტუალეტში, აბაზანაში ან სანაგვესთან ახლოს😇)

✅„მადლობა გამჩენს, ყველაფერზე – იყავი როგორც ბავშვი“ – მცირე რამით გაიხარე.

👉 მაგალითად, მარტივი საჭმელი, კარგი ამინდი, ჩიტის ხმა – ეს ყველაფერი შეიძლება სიხარულად იქცეს, თუ ადამიანი მას მადლიერებით იღებს.

👉 მადლიერება გულს გახსნის და ავტომატურად სიხარულს აღვიძებს…

✅გაჭირვების დროსაც სიხარული > რაბი ნახმანი ხშირად ამბობდა, რომ ცოტა სიხარული – თუნდაც პატარა სიმღერა ან ღიმილი – „ამაღლებს მთელ სამყაროს“.

👉 ეს არის პრაქტიკული სწავლება: მნიშვნელობა არა აქვს გარშემო გარემოებას, მთავარია შინაგანი განწყობა და მცდელობა სიხარულისთვის.

ანუ სიხარული მიღწევადია, თუ აქტიურად ეძებ. სინამდვილეში, ეს ხსნის „სულის კარს“ გამჩენთან და ქმნის ზეცაში ნუგეშის უზარმაზარ ნაკადს…

🫵👉ერთხელ რაბი ნათანი (მთავარი მოსწავლე რაბი ნახმანის) იყო დიდ სიღარიბეში – არ ჰქონდა საკვები ოჯახისთვის. იმ დღეს სწორედ „სიმხათ თორაზე“-ზე უნდა ეცეკვათ.

👉 იგი მაინც გამოვიდა სინაგოგაში, დაიწყო ცეკვა და სიხარულით ტაშის დაკვრა.

ხალხმა ჰკითხა: „როგორ შეგიძლია ასეთ დღეში სიხარულით ცეკვა?“

მან უპასუხა: „სწორედ ახლა, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე როცა სევდა მინდა, სიხარულში ყოფნა ყველაზე დიდი მსახურებაა გამჩენისათვის…“ 👉 მისი სწავლების მიხედვით, პირადი ლოცვა სიხარულით – მაშინაც კი, როცა გარშემო სევდაა – უდიდესი სიხარულია გამჩენისთვის.

👉ანუ სიხარული არის იარაღი, რომ გადავიტანოთ ყველაფერი და გამჩენს სიხარული მივანიჭოთ… (სათქმელად ადვილია, შესასრულებლად ამას მუშაობა შჭირდება😇)

🫵👉რაბი ლეიბლ ერლიხერი (ბრესლაველი ხასიდი) > მას ჰქონდა მძიმე დაავადება და მუდმივი ტკივილები. ერთხელ მასთან მივიდნენ და ნახეს, რომ საწოლში ტაშს უკრავდა და ღიღინებდა. ჰკითხეს: „როგორ შეგიძლია ტკივილში სიმღერა?“

👉 მან უპასუხა: „თუ ახლა გავჩუმდები, მხოლოდ ტკივილი დარჩება. თუ სიმღერას დავიწყებ – გამჩენიც გაიხარებს ჩემთან ერთად.“

🫵👉რაბი ავრაჰამ ხაზანი ყოველთვის ამბობდა:

„სიხარული არის რკინის კედლების გამტეხი. ის, რაც ტირილით ვერ გაიხსნება, გაიხსნება სიმღერითა და სიხარულით.“ 👉 ამიტომ მისთვის ჩვეულება იყო – როცა ხედავდა, რომ ხასიდები სევდაში იყვნენ, უცებ იწყებდა სიმღერას და ცეკვას, რათა ყველა სიხარულში შეეყვანა.

✡️🫵ბჰ ახლა მოვიყვანოთ პირობითი მაგალითები, როგორ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარულით მსახურება – რომ ეს არა მხოლოდ სიტყვად დარჩეს, არამედ პრაქტიკაშიც გამოვიყენოთ;

✡️👉დილა > მოდა ანი > როდესაც გაიღვიძებ და იტყვი “ მოდე ანი ლეფანეხა” – მადლობა შენ წინაშე, არ თქვა უბრალოდ ჩვეულებრივ.

👉 უთხარი გულიდან: „გამჩენო მადლობა, რომ კიდევ ერთი დღე მაჩუქე.“ 👉ეს უბრალო მადლიერება უკვე უდიდეს სიხარულს ანიჭებს გამჩენს…

✡️👉ჭამა და კურთხევა > როცა კურთხევას ამბობ ჭამამდე, ნუ იფიქრებ „ეს მოვალეობაა“.

👉 თქვი სიხარულით: „მადლობა გამჩენს – მიხარია, რომ უფლება მაქვს გავიხარო ამ ქაშერი საკვებით, რომელიც თავად გამჩენმა მომცა.“

✡️👉ცედაკა > როცა აგროვებ ფულს ან თვითონ აძლევ, ნუ განიცდი დანაკარგად.

🫵თქვი: „მადლობა, რომ მე ვარ ის, ვისაც შეუძლია სხვას დაეხმაროს.“ 👉ეს აზრი სიხარულს მოიტანს შენშიც და ზეცაშიც…

✡️👉შაბათი > შაბათის სანთლების ანთებისას ან კიდუშის თქმისას, თუ იფიქრებ: „ახლა შემიძლია მშვიდად, სიხარულით დავჯდე გამჩენის სუფრასთან“ – ეს ქმნის განსაკუთრებულ ბედნიერებას ზეცაში.

✡️👉მიცვების შესრულება სიხარულით;

🙋‍♀️თუ თეფშის რეცხვა გიწევს, იფიქრე: „ამით ვემსახურები გამჩენს და ვზრუნავ ოჯახზე.“

🙋‍♂️🙋‍♀️თუ ლოცვას კითხულობ, ნუ იჩქარებ, არამედ გაიხარე, რომ გაქვს საშუალება პირდაპირ ღმერთს ელაპარაკო.

🫵🌟👉დასკვნა:

ბრესლაველი რაბები გვასწავლიან, რომ სწორედ მაშინ, როცა არის სევდა და ტკივილი, სიხარულში შესვლა ყველაზე დიდი საჩუქარია გამჩენისთვის… ასევე ყველა პატარა მოქმედება შეიძლება გადაიქცეს გამჩენის უდიდეს სიხარულად, თუ ის კეთდება გულით, მადლიერებით და სიხარულით, რაც ადამიანს მოუტანს განსაკუთრებულ კურთხევებს სულიერებასა და მატერიალურ ცხოვრებაში…

პატივისცემით ბინიამინი

Powered by WordPress.com.

Up ↑

MBKSTARS

FREE
VIEW