რა არის ლაშონ არა და რატომ არის აკრძალული?

✡️🔥შეკითხვა: გამარჯობა ბინიამინ, ძალიან გთხოვთ გამაგებინოთ რა არის ლაშონ არა და რატომ არის აკრძალული – ახლობლები ხშირად მაწყვეტინებენ საუბარს მაგის გამო და რას ვაშავებ უბრალო საუბრით?

✡️🔥პასუხი: შალომ უბრახა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ და ბჰ მოდით განვიხილოთ;

🔥👉ლაშონ არა (לשון הרע) – ნიშნავს ცუდ, დამამცირებელ საუბარსა და სიტყვას სხვაზე, მიუხედავად იმისა, სიმართლეა თუ არა…🙀

📖🫵თორა პირდაპირ გვაფრთხილებს: „ნუ ივლი ჭორიკანად შენი ხალხის შორის“ (ვაიკრა 19:16).

👉რაში ჰაკადოშის განმარტებით, აქ იგულისხმება ადამიანი, რომელიც დაძრწის და ავრცელებს სიტყვებს სხვებზე, რაც იწვევს მტრობას და ზიანს.

❌🙅‍♂️რატომ არის აკრძალული?❎ანადგურებს სხვის პატივს – ებრაელს ევალება „შეიყვარე მოყვასი, როგორც საკუთარი თავი“ – ლაშონ არა ამას ანგრევს.

❎სიძულვილს იწვევს – ლაშონ არა, არის მტრობისა და განხეთქილების მთავარი წყარო.

❎ზიანს აყენებს სამივეს – ვინც ამბობს, ვინც ისმენს და ვისზეც ამბობენ…

❎სულიერი შედეგი – ზოჰარის მიხედვით, ასეთი სიტყვები ბინძურ ძალებს აძლევს ძალას და ადამიანს აკლებს კურთხევებს, წარმატებებს, ჯანმრთელობას… (ხას ვეშალომ)

📖🫵მაგალითად რა ითვლება ლაშონ არად;

❌სიმართლის თქმა, მაგრამ დამამცირებლად – თუ ვამბობთ: „ის კაცი ზარმაცი და სუსტია სწავლაში“, ეს უკვე ლაშონ არაა, თუნდაც სიმართლე იყოს.

❌ვიღაცის წარსული შეცდომების გახსენება – „როცა ახალგაზრდა იყო, ის ბევრ შეცდომას აკეთებდა…“ → აკრძალულია, რადგან ამცირებს მის ღირსებას.

❌ვაჭრობის ან პროფესიის დამცირება – „იმასთან არ იყიდო, ის ყოველთვის ზედმეტს ითხოვს ფასში“. (ამან შეიძლება სხვას ზიანი მოუტანოს ფინანსურად).

❌მინიშნებით საუბარი – თუ პირდაპირ არ ვამბობ ცუდს, მაგრამ ვანიშნებ: „უჰ, მის შესახებ ნუ მკითხავ…“ ესეც ლაშონ არაა…

❌ხუმრობით გაკრიტიკება – თუნდაც სიცილით: „ის ისეთი უგუნურია“, ესეც აკრძალულია.

📖🫵გემარა (ყარახინ 15ბ) ამბობს: ,,ლაშონ არა ითვლება ისეთივე მძიმე ცოდვად, როგორც კერპთაყვანისცემა, აკრძალული კავშირები(ყველანაირი სახის გარყვნილება) და მკვლელობა ერთად აღებული…״

👉ანუ გამჩენს ისე ეზიზღება ლაშონ არა (სხვების გაჭორვა, სხვების დაცინვა – ზურგს უკან საუბარი, სხვების ნაკლზე საუბარი და ა.შ), რომ უგზავნის ადამიანს სასჯელს, როგორც სამი უმძიმესი ცოდვის ჩადენისას…(ხას ვეშალომ)

👉ანუ როგორ უყვარს, გამჩენს ის ადამიანი ვინც არ საუბრობს და თავს არიდებს ლაშონ არას და რამდენ კაი სიკეთეს ეღირსება – ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, ფარნასა და ა.შ.❤️🍷

📖🫵წმინდანი ბაღდადელი კაბალისტი რაბი იოსეფ ხაიმი – ბენ იშ ხაი ბრძანებს: ,,ლაშონ არა ყველაზე მძიმეა, რადგან აზიანებს სამივეს – მთქმელს, მსმენელს და იმას, ვისზეც ამბობენ.“ ,,ვინც თავს იცავს ლაშონ არასგან, თავისუფლდება მკაცრი სასჯელებისაგან და მასზე მოედინება ღვთის წყალობა.״

📖🫵წმინდანი კაბალისტი რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი ბრძანებს: ,,როცა ადამიანი ლაშონ არას ამბობს მოყვასზე, ზეცაში მისივე სიტყვებით იხსნება მის წინააღმდეგ სასამართლო.“ 👉ანუ ვინც სხვაზე ცუდს საუბრობს, მოსაუბრეს წინააღმდეგ სასამართლო შედგება და განიხილავენ მის ნამოქმედარს, თუ რამე არასწორი აქვს, დასჯა მოდის მასზე! (ხას ვეშალომ)

👉ასევე ბაალ შემ ტოვი ამბობს, რომ ლაშონ არას მოსმენა ისევე მძიმეა, როგორც თქმა – რადგან თუ არ შევაჩერეთ ან არ გავეცალეთ, ჩვენ თვითონ ვეთანხმებით იმ ბოროტებას…

📖🫵წმინდანი ლუბავიჩელი ადმორი ბრძანებს: ,,ლაშონ არას მთავარი ცოდვა ის არის, რომ ადამიანი ეჩვევა სხვებში ნაკლოვანებების დანახვას და ამით თავის თავზეც იწვევს ბრალდებას.“

,,როგორც ენას შეუძლია დაანგრიოს სამყაროები, ასევე შეუძლია ააშენოს სამყაროები. ამიტომ ებრაელმა უნდა ივარჯიშოს, რომ მხოლოდ კარგი თქვას მოყვასზე.“

,,ლაშონ არას გამოსწორება არის ბევრად მეტი კარგის თქმა და დალოცვა მოყვასის. ამით ჩამოდის კურთხევა და სიკეთე მასზე და მთელ ისრაელზე.“

📖🫵წმინდანი კაბალისტი ჰარი ჰაკადოში ბრძანებს:

,,ლაშონ არა ერთ–ერთი ყველაზე მძიმე ცოდვაა, რადგან ის კეტავს კურთხევის არხებს და აძლიერებს ბნელ ძალებს”

📖🫵წმინდანი კაბალისტი რაბი ხაიმ ვიტალი ბრძანებს:

,,ყველაზე მძიმე ცოდვა, რაც არის ადამიანსა და ადამიანს შორის, არის ლაშონ არა, რადგან ის უფრო მეტად აზიანებს სულს, ვიდრე სხვა ცოდვები…

📖🫵წმინდანი ბრესლაველი რაბი ნახმანი ბრძანებს:

,,ლაშონ არას გამო ჩნდება განხეთქილება და უსაფუძვლო სიძულვილი და სწორედ ამის გამო დაინგრა ბეით ჰამიკდაში.“

,,ადამიანი უნდა შეეჩვიოს ყოველთვის კარგი სიტყვების თქმას, რადგან ამით მასზე მოედინება ზეციური წყალობა.“

📖🫵წმინდანი ხაბადის პირველი ადმორი – რაბი შნეურ ზალმანი ბრძანებს: ,,ვინც ლაშონ არას ამბობს მოყვასზე, ის ამტკიცებს, რომ არ უყვარს იგი, არამედ პირიქით – სძულს. და ეს ეწინააღმდეგება მთელ თორას.“

,,თუნდაც ის სრული ბოროტმოქმედი იყოს… თუ კეთილი კუთხით განსჯი, მისთვის ზეცაში წყალობას გამოიწვევ და მას შესწორების ძალა მიეცემა.“

✅🔥🫵ბრძანებს ყველა დროის უდიდესი წმინდანი კაბალისტი რაბი შიმყონ ბარ იოხაი წმინდა ზოჰარში: ,,ვინც თავის მოყვას კეთილი კუთხით განსჯის, თავად გამჩენი სიკეთით განსჯის მას და მასზე იქნება ზეციური წყალობა.“

👉ანუ თუ დავინახეთ ან მოვისმინეთ ებრაელი, რომ არ იქცევა/საუბრობს, როგორც წესია და ამ მომენტში ვთქვით – ცოდოა გამჩენო შეიბრალე არ დასაჯო, შეიძლება ცუდ ხასიათზე იყო, ან რაღაც შეემთხვა, ან გაღიზიანებულია – რაღაც ტკივა და მაგიტომ – თვითონ გამჩენი შენ ცოდო-ბრალზე კეთილი კუთხით განგსჯის და დაგაკურთხევს მრავალი კურთხევითა და შებრალებით, რომლებიც მაზალშიც არ გეწერა…👉ესეგი რამდენად მნიშვნელოვანია გავძლიერდეთ კეთილი კუთხით განსჯაში🙏🏻

პატივისცემით ბინიამინი

Powered by WordPress.com.

Up ↑

MBKSTARS

FREE
VIEW