პარასკევი დღის წასაკითხი

119 (ყაინ)

121. ყასითი, მიშფატ ვაცედეკ; ბალ თანიხენი, ლეყოშეკაი. 122. ყაროვ ყავდეხა ლეტოვ; ალ იაყაშკუნი ზედიმ.    123. ყენაი, ქალუ ლიშუყათეხა; ულიმრათ ციდკეხა. 124. ყასე ყიმ ყავდეხა ხეხასდეხა; ვეხუკეხა ლამედენი. 125. ყავდეხა ანი ჰავინენი; ვეედეყა, ყედოთეხა. 126. ყეთ, ლაყასოთ ლადონაი ჰეფერუ, თორათეხა. 127. ყალ ქენ, აჰავთი მიცვოთეხა მიზაჰავ უმიფაზ. 128. ყალ ქენ, ქოლ ფიკუდე ხოლ იშართი; ქოლ ორახ შეკერ სანეთი. 

  ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

121. ვქმენ სამართალი და მართლმსაჯულება – მჩაგვრელთა ჩემთა ხელთ ნუ ჩამაგდებ. 122. დამიდექ თავდებად სასიკეთოდ მონასა შენსა, რომ არ დამჩაგრონ ბოროტეულთა. 123. დაიშრიტა თვალები ჩემი მოლოდინში შენი შველისა და შენი სიტყვის აღსრულებისა. 124. მოეპყარ შენს ყმას შენეული გულმოწყალებით და შემასწავლე წესები შენი. 125. მონა ვარ შენი, გონიერ-მჰყავ, რომ შევიმეცნო მცნებანი შენი. 126. დამდგარა ჟამი უფლისათვის მოქმედებისა – უკუაგდეს და დაივიწყეს მათ თორა შენი! 127. მე კი მცნებანი შენი შევიყვარე უფრორე მეტად ოქროისა და ბაჯაღლოისა. 128. ამად მივიჩნევ შენს მცნებებს სწორად, ყოველი გზა სიცრუისა კი შემძულა ფრიად.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

119 (ფეი) 

129. ფელაოთ ყედევოთეხა: ყალ ქენ, ნეცარათამ ნაფში.130. ფეთახ დევარეხა იაირ; მევინ ფეთაიმ. 131. ფი ფაყართი, ვაეშაფა: ქი ლემიცვოთეხა იაავთი. 132. ფენე ელაი ვეხონენი ქემიშფატ, ლეოჰავე შემეხა. 133. ფეყამაი, ჰახენ ბეიმრათეხა; ვეალ თაშლეტ ბი ხოლ ავენ. 134. ფედენი, მეყოშეკ ადამ; ვეეშმერა, ფიკუდეხა. 135. ფანეხა, ჰაერ ბეყავდეხა; ველამედენი, ეთ ხუკეხა. 136. ფალგე მაიმ, იარედუ ყენაი ყალ, ლო შამერუ თორათეხა.   

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

129. საოცარია მცნებანი შენი, ამად ინახავს მათ ჩემი სული. 130. და ამოხსნა სიტყვათა შენთა ასხივოსნებს და აგონიერებს გულუბრყვილოებს. 131. გავხსენ პირი და დავეწაფე მოძღვრებას შენსას, რადგან მწყურია მცნებანი შენი. 132. მოიქეც ჩემსკენ და შემიბრალე – შესაფერისად მოყვარულთათვის შენი სახელის. 133. წარმართე შენი სიტყვისამებრ ტერფები ჩემი და, ნუ იგანმგებლებს ჩემსა ზედა ძალა ბოროტი.  134. დამიხსენ ჩაგვრისაგან ადამიანთა და შევინახავ ბრძანებებს შენსას. 135. გაასხივოსნე მონა შენი ბრწყინვალებით შენი სახისა და შემასწავლე წესები შენი. 136. ცრემლების ღვარი მოედინება ჩემთა თვალთაგან, რადგან შენს თორას არ ინახავდნენ.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

119 (ცადი) 

137. ცადიკ ათა ადონაი; ვეიაშარ მიშფატეხა. 138. ცივითა, ცედეკ ყედოთეხა; ვეემუნა მეოდ. 139. ციმეთათნი კინათი: ქი შახეხუ დევარეხა ცარაი. 140. ცერუფა იმრათეხა მეოდ; ვეყავდეხა აჰევაჰ. 141. ცაყირ ანოხი ვენივზე; ფიკუდეხა, ლო შახახთი. 142. ციდკათეხა ცედეკ ლეყოლამ; ვეთორათეხა ემეთ. 143. ცარ უმაცოკ მეცაუნი: მიცვოთეხა, შაყაშუყაი. 144. ცედეკ ყედევოთეხა ლეყოლამ; ჰავინენი ვეეხიე.  

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

137. მართალი ხარ, უფალო, შენ და სწორია შენი მართლმსაჯულება. 138. მცნებანი, შენგან ნაბრძანები, ჭეშმარიტია, და ფრიად სარწმუნო – და რწმენა ჩემი მტკიცეა ფრიად. 139. დამაუძლურა ეჭვიანობამ, რამეთუ მტრებმა ჩემმა დაივიწყეს სიტყვანი შენი. 140. ხალასია სიტყვანი შენი, და მონასა შენსა უყვარს ისინი. 141. პატარა ვარ და დამცირებული, თუმც არ ვივიწყებ მცნებათა შენთა.                    142. სიმართლე შენი – სიმართლეა უკუნისამდე, და თორა შენი – ჭეშმარიტება. 143. გაჭირვება და განსაცდელი წამომეწია – მცნებანი შენი მანუგეშებენ. 144. ჭეშმარიტია მცნებანი შენი სამარადჟამოდ. გონიერ-მჰყავ და – გამოვცოცხლდები.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

131 -ე

1. შირ ჰამაყალოთ ლედავიდ ადონაი ლო გავა ლიბი ველო რამუ ყენაი ველო ჰილახთი ბიგდოლოთ უვნიფლაოთ მიმენი 2. იმ ლო შივითი ვედომამთი ნაფში ქეგამულ ყალე იმო ქაგამულ ყალაი ნაფში 3. იახელ ისრაელ ელ ადონაი მეყათა ვეყად ყოლამ.   

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

1. სიმღერა აღმასვლათა, დავიდისა. უფალო ჩემო, გულს სიამაყე არ მქონია და თვალნი მაღლა მედიდურად არ აღმიპყრია, არც განდიდებას მივესწრაფოდი – ეს აოცებდათ  2. არამედ სული ჩემი დავამსგავსე სულსა ბალღისას, მონანავეს დედის ხელებზე – სული ჩემი, ვითარმედ ბალღი ძუძუთა. 3. ესავდე ისრაელო, უფალს – ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

132 -ე

1. შირ, ჰამაყალოთ: ზეხორ ადონაი ლედავიდ ეთ, ქოლ ყუნოთო. 2. აშერ ნიშბაყ, ლადონაი; ნადარ ლაავირ იაყაკოვ. 3. იმ იავო, ბეოჰელ ბეთი; იმ ეყელე, ყალ ყერეს იეცუყაი.  4. იმ ეთენ შენათ ლეყენაი; ლეყაფყაფაი თენუმა. 5. ყად ემცა მაკომ, ლადონაი: მიშქანოთ, ლაავირ იაყაკოვ. 6. ჰინე შემაყანუჰა ვეეფრათა; მეცანუჰა, ბისდე იაყარ. 7. ნავოა ლემიშქენოთავ; ნიშთახავე, ლაჰადომ რაგლავ. 8. კუმა ადონაი, ლიმნუხათეხა: ათა ვაარონ ყუზეხა. 9. ქოჰანეხა ილბეშუ ცედეკ: ვახასიდეხა იერანენუ. 10. ბაყავურ, დავიდ ყავდეხა ალ თაშევ, ფენე მეშიხეხა. 11. ნიშბაყ ადონაი, ლედავიდ ემეთ ლო იაშუვ მიმენა: მიფერი ვიტნეხა აშით, ლეხისე ლახ. 12. იმ იშმერუ ვანეხა, ბერითი ვეყოდოთი ზო, ალამედემ: გამ ბენეჰემ ყადე ყად იეშევუ, ლეხისე ლახ.  13. ქი ვახარ ადონაი ბეციიონ; ივაჰ ლემოშავ ლო. 14. ზოთ მენუხათი ყადე ყად: ფო ეშევ, ქი ივითიჰა. 15. ცედაჰ, ბარეხ ავარეხ; ევიონეჰა, ასბიაყ ლახემ. 16. ვეხოჰანეჰა, ალბიშ იეშაყ; ვახასიდეხა, რანენ იერანენუ. 17. შამ აცმიახ კერენ ლედავიდ. ყარახთი ნერ ლიმშიხი. 18. ოიევავ, ალბიშ ბოშეთ; ვეყალავ იაციც ნიზრო. 

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

1. სიმღერა აღმასვლათა. გაუხსენე, უფალო, დავიდს, ყველა მისი ტანჯვა და ურვა. 2. ოდეს შეჰფიცა უფალს, იაყაკოვის ყოვლადძლიერ ღმერთს აღთქმა დაუდო. 3. ,, არ შევალ ჭერქვეშ სახლისა ჩემის, არ ავმაღლდები ჩემს სარეცელზე, 4. ძილს არ მივაგებ თვალებსა ჩემსას და არ მივლულავ არც ქუთუთოებს. 5. ვიდრე არ ვპოვებ ადგილს უფლისას, იაყაკოვის ყოვლად ძლიერი ღმერთის სავანეს.“ 6. აი, მასზე ეფრათში გვესმა – ტყიან ველებზე ვიპოვეთ იგი. 7. შევალთ სავანეს მისსას, მის ფეხთ საყრდენთან მუხლებს მოვიყრით.  8. აღვედ უფალო, შენს პალატებში, დაავანე შენი სუფევა და კიდობანი შენი ძალისა.  9. მოძღვარნი შენი შეიმოსნონ სიმართლითა და წმინდანთა შენთა იმხიარულონ. 10. მონისა შენის, დავიდის გამო, ნუ უკუაგდებ ცხებულსა შენსას. 11. ფიცი უფლისა დავიდისადმი ჭეშმარიტია, არ გადაუხვევს: ,, მუცლისა შენის ნაყოფისაგან დავსვამ შენს ტახტზე. 12. თუ ძენი შენი დაიცავენ აღთქმას ჩემსას და მცნებებს ჩემსას, მათ რომ ვასწავლი, მათი შვილებიც უკუნისამდე ისხდებიან ტახტზედა შენსა.“ 13. რადგან ციონი აირჩია უფალმა ჩვენმა, დაადგინა თავის სავანედ. 14. ,, ეს არის ჩემი საუკუნო სასუფეველი, აქ დავმკვიდრდები, რადგან იგი ამოვარჩიე. 15. კურთხევით ვაკურთხებ საზრდოსა მისას და მის ღარიბებს გავაძღობ პურით. 16. შევმოსავ შველით მისთა მოძღვართა და მოსავნი მისნი სიხარულით გაიხარებენ. 17. იქ აღვამაღლებ რქას დავიდისას – ცხებულსა ჩემსას განვუმზადე სინათლის სხივი. 18. შევმოსავ მტრებსა მისას სირცხვილით, ხოლო მასზედ გვირგინი მისი აელვარდება.“

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

Powered by WordPress.com.

Up ↑

✕
MBKSTARS

FREE
VIEW