ორშაბათი დღის წასაკითხი

,,ადამიანის სული ჩამოდის ამქვეყნად და ცხოვრობს სამოცდაათი, ოთხმოცი წელიწადი, რათა ებრაელს ფიზიკურად და განსაკუთრებით სულიერად გაუკეთოს სიკეთე.“

(რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი)


დიახ, გამოდის რომ ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი სხვა ებრაელის დახმარებაა. თუ ასეა, მოდით გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა სხვების დასახმარებლად!

,,თუ გჯერა, რომ შესაძლებელია გაფუჭება, გჯეროდეს, რომ შესაძლებელია – გამოსწორებაც.“

(ბრესლეველი რაბი ნახმანი)


თუკი გჯერა, რომ შეგიძლია შეცდე, გააფუჭო ყველაფერი, გჯეროდეს, რომ მონანიებისა და სურვილის შემთხვევაში, ასევე შეგიძლია გამოასწორო ყველაფერი. ადამიანების მიდრეკილება, მეტწილად არის ის, რომ დაინახონ ცხოვრებაში მეტი ნეგატივი და ნაკლები პოზიტივი, – რაბი ნახმანი გვასწავლის, რომ ყურადღება გავამახვილოთ პოზიტივზე, ამით ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და დავიწყებთ საკუთარი თავისა და სხვების გამხნევებას… შეხედულების შეცვლით, შევძლებთ ნეგატიური ენერგიიდან გამოვიდეთ, პოზიტიურად დავიმუხტოთ, დიდი სიხარული მოვიპოვოთ – და ჩვენს ირგვლივ საყვარელი ხალხიც პოზიტივით ავავსო.

Powered by WordPress.com.

Up ↑

MBKSTARS

FREE
VIEW