ორშაბათი დღის  წასაკითხი

119 (დალეთ)

25. დავეკა ლეყაფარ ნაფში: ხაიენი, ქიდვარეხა. 26. დერახაი სიფართი, ვათაყანენი: ლამედენი ხუკეხა. 27. დერეხ ფიკუდეხა ჰავინენი; ვეასიხა, ბენიფლეოთეხა. 28. დალეფა ნაფში, მითუგა; კაიემენი, ქიდვარეხა. 29. დერეხ შეკერ, ჰასერ მიმენი; ვეთორათეხა ხონენი. 30. დერეხ ემუნა ვახართი: მიშფატეხა შივითი. 31. დავაკთი ვეყედევოთეხა: ადონაი, ალ თევიშენი. 32. დერეხ მიცვოთეხა არუც: ქი თარხივ ლიბი.

 ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

25. ჩემი სული მიწას მიეკრა, გამომაცოცხლე შენი სიტყვებით. 26. გზანი ჩემნი განგიცხადე და შენც მიპასუხე – შემასწავლე წესები შენი.       27. მცნებათა შენთა გზანი მიჩვენე და საოცრებებზე შენეულზე ვილაპარაკებ.   28. სული ჩემი სევდამ დაადნო, გამამხნევე შენმიერი სიტყვიერებით. 29. განმარიდე გზას სიცრუისას და მომეც ნება, შენს თორას ჩავწვდე. 30. ჭეშმარიტების გზა ავირჩიე, შენეული მართლმსაჯულება წინ დავაყენე.     31. მტკიცედ მივეკარ შენეულ მცნებათ, ნუ გამაწბილებ, უფალო ჩემო.   32. მცნებათა შენთა გზებით ვისწრაფვი, რამეთუ გული ჩემი განავრცე.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

119 (ჰეი)

33. ჰორენი ადონაი, დერეხ ხუკეხა; ვეეცერენა ყეკევ.    34. ჰავინენი, ვეეცერა თორათეხა; ვეეშმერენა ვეხოლ ლევ. 35. ჰადრიხენი, ბინთივ მიცვოთეხა; ქი ვო ხაფაცთი. 36. ჰატ ლიბი, ელ ყედევოთეხა; ვეალ ელ ბაცაყ. 37. ჰაყავერ ყენაი, მერეოთ შავ; ბიდრახეხა ხაიენი. 38. ჰაკემ ლეყავდეხა, იმრათეხა აშერ, ლეირათეხა. 39. ჰაყავერ ხერფათი, აშერ იაგორთი: ქი მიშფატეხა ტოვიმ. 40. ჰინე, თაავთი ლეფიკუდეხა; ბეციდკათეხა ხაიენი.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

33. მიჩვენე უფალო სავალი გზა შენს წესდებათა და განუხრელად დავიცავ მე მათ. 34. დამარიგე, და შევინახავ შენეულ თორას, მთელი გულით დავიცავ. 35. წარმიძეხ შენთა მცნებათა გზაზე, რამეთუ სასურველნი არიან ჩემთვის. 36. მიაპყარ ჩემი გული მცნებათა შენთა, და განმარიდე ანგარებისგან, 37. ააცილე თვალნი ჩემნი ამაობის ცქერასა და შენეული გზებით მაცოცხლე.                   38. შეუსრულე მონასა შენსას აღთქმანი შენი, მიცემული წინაშე მოშიშთა შენთა. 39. განმარიდე სირცხვილს, გულს მეტის მეტად რომ მიმძიმებს, – შენი სამართალი ხომ კეთილია. 40. აჰა, შენი მცნებანი ფრიად ვისურვე. მაცოცხლე შენეული მართლმსაჯულებით.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

119 (ვავ)

41. ვივოუნი ხასადეხა ადონაი; თეშუყათეხა, ქეიმრათეხა. 42. ვეეყენე ხორეფი დავარ: ქი ვატახთი, ბიდვარეხა.  43. ვეალ თაცელ მიფი დევარ ემეთ ყად მეოდ: ქი ლემიშფატეხა, იხალთი. 44. ვეეშმერა თორათეხა თამიდ ლეოლამ ვაყედ 45. ვეეთჰალეხა ვარეხავა. ქი ფიკუდეხა დარაშთი. 46. ვაადაბერა ვეყედოთეხა, ნეგედ მელახიმ; ველო ევოშ. 47. ვეეშთაყაშაყ ბემიცვოთეხა, აშერ აჰავთი.     48. ვეესა ხაფაი ელ მიცვოთეხა, აშერ აჰავთი; ვეასიხა ვეხუკეხა. 

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

41. დე, უფალო, მოაღწიოს ჩემთან წყალობამ შენმა, შველამ შენმა შენეული სიტყვების კვალად. 42. და პასუხს გავცემ მაწყევართ ჩემთა, იმედნეული შენი სიტყვების. 43. და არ წარხოცო ჩემთა ბაგეთგან ჭეშმარიტების სიტყვა სრულიად, რადგან მართსაჯულებით შენით ვსასოებ. 44. და შენს თორას მარად დავიცავ, შევინახავ უკუნითი უკუნისამდე.     45. და ლაღად ვივლი გაშლილ სივრცეში, რადგან მუდამდღე შენთა მცნებათკენ მივისწრაფვოდი. 46. ვამცნობ მეფეებს მცნებებს შენსას და არ შემრცხვება. 47. და მანუგეშებს მცნებანი შენი, რადგანაც ფრიად მიყვარს ისინი. 48. და ხელთ აღვაპყრობ შენს მცნებათაკენ, რომლებიც მიყვარს და შევისწავლი წესდებას შენსას.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

122-ე

1. შირ ჰამაყალოთ ლედავიდ. სამახთი ბეომერიმ ლი: ბეთ ადონაი ნელეხ. 2. ყომედოთ ჰაიუ რაგლენუ ბიშყარაიხ, იერუშალაიმ. 3. იერუშალაიმ ჰაბენუია ქეყირ, შეხუბერა ლაჰ იახდავ. 4. შეშამ ყალუ შევატიმ- შივტე იაჰ, ყედუთ ლეისრაელ, ლეჰოდოთ ლეშემ ადონაი. 5. ქი შამა იაშევუ ხისოთ ლემიშფატ, ქისოთ ლევეთ დავიდ. 6. შაალუ შელომ იერუშალაიმ, იშლაიუ ოჰავაიხ. 7. იეჰი შალომ ბეხელეხ, შალვა ბეარმენოთაიხ. 8. ლემაყან ახაი ვერეყაი ადაბერა ნა შალომ ბახ. 9. ლემაყან ბეთ ადონაი ელოჰენუ ავაკშა ტოვ ლახ.   

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

1.სიმღერა აღმასვლათა, დავიდისთვის. მიხაროდა, ოდეს მეტყოდნენ: ,,უფლის სახლში წავიდეთ.“ 2. ფეხნი ჩვენნი შენს ჭიშკრებში იდგნენ, იერუშალაიმ. 3. იერუშალაიმი ნაგებია, ვითარც ქალაქი, ერთიანი და შერწყმული ერთად, 4. სადაც ადიან შტონი უფლისანი, უფლის ხალხისანი – მოწმობად ისრაელისა – უფლის სახელის განსადიდებლად. 5. რამეთუ იქ ტახტი სუფევს მართლმსაჯულების, ტახტი დავიდის სახლეულისა. 6. ითხოვეთ მშვიდობა იერუშალაიმისთვის, სიმშვიდე მისთა მოყვარულთათვის. 7. დაე სუფევდეს მშვიდობა შენთა ზღუდეთა შინა, სიმშვიდე – შენთა სასახლეებში. 8. ჩემთა ძმათა და მოყვასთა გამო ვამბობ: ,,მშვიდობა შენდა!“ 9. და უფლის, ჩვენი ღმერთის სახლის გულისთვის გამოვითხოვ წყალობას შენთვის.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

123-ე

1. შირ ჰამაყალოთ. ელეხა ნასათი ეთ ყენაი, ჰაიოშევი ბაშამაიმ. 2. ჰინე ხეყენე ყავადიმ ელ იად ადონეჰემ, ქეყენე შიფხა ელ იად გევირთა, ქენ ყენენუ ელ ადონაი ელოჰენუ, ყად შეიეხონენუ. 3. ხონენუ ადონაი, ხონენუ, ქი რავ სავაყნუ ვუზ. 4. რაბათ სავეყა ლაჰ ნაფშენუ ჰალაყაგ ჰაშაანანიმ, ჰაბუზ ლიგე იონიმ.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

1. სიმღერა აღმასვლათა. შენსკენ აღვაპყრობ თვალებსა ჩემსას, ზეცათა შინა დამკვიდრებულო. 2. აი, ვითარცა მზერა მონათა – მიმართული ბატონთ ხელთაკენ, ვით მზერა მხევლის – მიმართული ქალბატონის ხელებისაკენ, ასე რიგად არს მიმართული თვალნიცა ჩვენი უფლისაკენ, ჩვენი ღმერთისაკენ, შეგვიწყალებდეს ვიდრე წყალობით.    3. ო, შეგვიწყალე, შეგვიწყალე, უფალო ჩვენო, სიძულვილით აღვივსეთ რადგან. 4. ფრიად აღივსო სული ჩვენი თვითკმაყოფილთა დაცინვით და სიძულვილით ამპარტავანთა.

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

124-ე

1. შირ ჰამაყალოთ ლედავიდ. ლულე ადონაი შეჰაია ლანუ, იომარ ნა ისრაელ. 2. ლულე ადონაი შეჰაია ლანუ ბეკუმ ყალენუ ადამ. 3. აზაი ხაიმ ბელაყუნუ ბახაროთ აფამ ბანუ. 4. აზაი ჰამაიმ შეტაფუნუ, ნახლა ყავარ ყალ ნაფშენუ 5. აზაი ყავარ ყალ ნაფშენუ ჰამაიმ ჰაზედონიმ. 6. ბარუხ ადონაი, შელო ნეთანანუ ტერეფ ლეშინეჰემ. 7. ნაფშენუ ქეციფორ ნიმლეტა მიფახ იოკეშიმ. ჰაფახ ნიშბარ ვაანახნუ ნიმლატნუ. 8. ყეზრენუ ბეშემ ადონაი, ყოსე შამაიმ ვაარეც.   

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

1. სიმღერა აღმასვლათა, დავიდისა. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, – დე ილაპარაკოს ისრაელმა ამის შესახებ! 2. უფალი რომ არ მდგარიყო ჩვენთან, როს აღსდგა ჩვენზე მოდგმა ადამის, 3. და რაჟამს ჩვენს მიმართ აღინთნენ რისხვით, ცოცხლად გვშთანთქავდნენ.   4. წაგვლეკავდნენ მაშინ ჩვენ წყლები, გადაუვლიდა ნიაღვარი სულებსა ჩვენსას. 5. და წარხოცავდნენ მაშინ სულებსა ჩვენსას ბოროტების ნაკადულები.  6. კურთხეულია უფალი ჩვენი, რომ არ შთაგვაგდო დასაფლეთად მათ კბილთა შორის. 7. და სული ჩვენი მსგავსია ჩიტის, თავს რომ დააღწევს მონადირის დაგებულ ბადეს, – კაკანათი დამსხვრეულია, ჩვენ კი გადავრჩით. 8. შეწევნა ჩვენი სახელისგან უფლისა არის – ცისა და ქვეყნის შემოქმედისგან!

✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦ ✦

Powered by WordPress.com.

Up ↑

✕
MBKSTARS

FREE
VIEW