შეკითხვა: ძალიან მაინტერესებს მეზუზაზე ხელის დადება ან კოცნა შესვლისას ან გასვლისას აუცილებელია და რა დატვირთვა აქვს?
![]()
პასუხი: შალომ უბრახა, კარგი შეკითხვაა და ბჰ მოდით განვიხილოთ;
ჰალახაში პირდაპირი ვალდებულება არაა, რომ სახლიდან გასვლისას ან დაბრუნებისას ხელის დადება მეზუზაზე აუცილებელია, მაგრამ ძველი წყაროებიდან და განსაკუთრებით კაბალისტური წიგნებიდან ჩანს, რომ ეს არის კარგი და წმინდა მინჰაგი (ჩვევა).
![]()
თორაში (დვარიმ 6:9) წერია: „და დაწერ მათ (თორის სიტყვებს) შენი სახლის მეზუზებზე და შენს კარიბჭეებზე.“
ეს არის დავალება და დიდი მიცვა, რომ ისრაელის სახლში, ყოველი კარზე (სახლის შესასვლელი, ოთახები, საკუთარი ეზოს შესასვლელი) უნდა დამაგრდეს ქაშერი მეზუზა…
![]()
![]()
ყველა დროის უდიდესი წმინდანი კაბალისტი რაბი შიმყონ ბარ იოხაი ბრძანებს:
![]()
„‘შენი სახლის მეზუზებზე და შენს კარიბჭეებზე’ – ეს არის (გამჩენის ერთ-ერთი წმინდა სახელი) ,,შა’დაი”, რომელიც გარედან იწერება მეზუზაზე და რომელიც გამოდის მეზუზიდან, რათა დაიცვას ისრაელი როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.“
![]()
„სახლი იკურთხება მეზუზით და იმ სახლის მცხოვრებლები დაცულნი არიან ‘შადაი’-ს სახელით, რომელიც მასზე წერია.“
,,შად’აი” არის ‘ისრაელის კარების მცველი’. ამიტომაა დაწერილი: ‘დაწერ მათ შენი სახლის მეზუზებზე და შენს კარიბჭეებზე’.“
![]()
,,(ქაშერი) მეზუზა არის მთელი სახლის დაცვა და მისგან გამოდის წყალობა და კურთხევა ყველა სახლის მკვიდრზე.“
![]()
„ვისაც კარებზე მეზუზა არა აქვს – მასზე ეკვრიან დამაზიანებლები (მაზიკიმ), რადგან არ ჰყავს მცველი.“
![]()
„მეზუზაში არის წმინდა სახელი, და როცა ადამიანი კოცნის მას – ის უკავშირდება და ეკვრობა გამჩენს და მასზე ჩამოდის დაცვა ზემოდან და ქვემოდან.“
ანუ მეზუზას პატივისცემით მოპყრობა – კოცნა ან რწმენით შეხება აკავშირებს ადამიანს თვითონ გამჩენთან და მოდის მასზე დაცვა და კურთხევა.
![]()
წმინდანი რაბი მოშე ბენ მაიმონი – რამბამი (ალახოთ მეზუზა 6:13) წერს: ჩვეულებაა, რომ ხელს ადებენ მეზუზას და კოცნიან შესვლისას და გამოსვლისას, რათა ადამიანმა გაიხსენოს გამჩენის სიყვარული, მისი თორა…
ანუ მეზუზა ახსენებს ადამიანს, რომ გამჩენის დახმარება და დაცვა გვჭირდება – ამ საქციელით და გულით მინდობით ჰქონდეს იმედი, რომ გამჩენი მას დაიცავს და მშვიდობიანად დააბრუნებს…
![]()
რაბი ხაიმ ვიტალი ჰარი ჰაკადოშის სახელით ამბობს, რომ კარგი სეგულაა მეზუზას შეხება, როცა შედიხარ ან გადიხარ სახლიდან:
„საჭიროა, რომ ადამიანმა დაადოს ხელი მეზუზაზე ყოველ შესვლასა და გამოსვლაზე და თქვას: ,,გამჩენი დაიცავს ჩემს გამოსვლასა და შემოსვლას, ამიერიდან და სამარადისოდ’.“
![]()
წმინდანი კაბალისტი რაბი ხიდა ჰაკადოში ბრძანებს: „მეზუზაში არის დიდი საიდუმლო, რომ დაიცვას როგორც გარედან, ისე შიგნიდან, როგორც ეს განმარტებულია ზოჰარსა და ,,თიკუნებში”. ამიტომ საჭიროა მისი კოცნა შესვლისა და გამოსვლისას.“
![]()
წმინდანი ბაღდადელი კაბალისტი რაბი იოსეფ ხაიმი – ბენ იშ ხაის სწავლებით, მეზუზასთან შეხება და მისი კოცნა წარმოადგენს ღვთის მცნებებისადმი პატივისცემასა და სიყვარულს. ეს მოქმედება აძლიერებს სულიერ კავშირს და ახსენებს ადამიანს ღვთის არსებობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
![]()
,,როცა გადის თავისი სახლის ზღურბლიდან, დაადოს ხელი მეზუზაზე და თქვას: ,,ადო’ნაი იშმორ ცეთი უბოი ლეხაიმ ულეშალომ მეყათა ვეყად ყოლამ; ელ შადაი იევარეხ ოთი ვეითენ ლი რახამიმ”.
(ღმე’რთი დაიცავს ჩემს გამოსვლასა და შემოსვლას, სიცოცხლითა და მშვიდობით ამიერიდან და სამარადისოდ.
ელ შა’დაი, დამლოცავს და გამომიგზავნის შებრალებას)
პატივისცემით ბინიამინი