თავი მეხუთე

  1. ათი ბრძანების დაარსდა ქვეყნიერება. და რას ამბობს თალმუდი? ნუთუ შეუძლებელი იყო ერთი ბრძანებით გაჩენილიყო ქვეყნიერება? მხოლოდ იმის გამო, რომ გამოესყიდა ბოროტთაგან, რომელნიც ღუპავენ ათი ბრძანებით შექმნილ ქვეყნიერებას, და ჯილდო მიეცა წმინდანებისათვის, რომელნიც ხელს უწყობენ ათი ბრძანებით შექმნილი ქვეყნიერების არსებობას.

2. ათი თაობა იყო ადამიდან ნოახამდე – იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად დიდი იყო მისი მოთმინება, რამეთუ ყოველი თაობა აბრაზებდა მას განუწყვეტლივ, ვიდრე წარღვნა არ მოიყვანა მათ მიმართ. ათი თაობა იყო ნოახიდან ავრაჰამამდე – იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად დიდი იყო მისი მოთმინება, რამეთუ ყოველი თაობა აბრაზებდა მას განუწყვეტლივ, ვიდრე მოვიდოდა ავრაჰამი და ყველას საზღაურს მიიღებდა.

3.ათი გამოცდა გაიარა მამა ავრაჰამმა, მშვიდობა სულსა მისსას – და ყველას გაუძლო – იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად დიდი იყო მამა ავრაჰამის სიყვარული უფლის მიმართ.

4. ათი სასწაული მოუხდათ ჩვენს მამა-პაპებს ეგვიპტებში და ათი – ზღვაზე.ათი ცემა მიაყენა უწმინდესმა, კურთხეულ არს იგი,   ეგვიპტელებს ეგვიპტეში და ათი – ზღვაზე.ათჯერ გამოსცადეს  უდაბნოში ჩვენმა მამებმა უწმინდესი, კურთხეულ არს იგი, როგორც ნათქვამია: ,,და უკვე ათგზის გამომცადეს მე და არ ისმინეს ჩემი ხმა.“

5. ათი სასწაული მოუხდათ ჩვენს მამებს ბეთ – ჰამიკდაშში: შეწირული ხორცის სუნიდან არც ერთ ქალს არ მოსწყვეტია მოცელი; არ გაფუჭებულა შეწირული ხორცი არასდროს; სამზარეულოში არ უნახავთ ბუზი; არასოდეს არ შემთხვევია ქოჰენ გადოლს ჰოლუცია ქიფურის დღეს; წვიმას არასოდეს არ ჩაუქრია სამსხვერპლოზე დანთებული კოცონი; სამსხვერპლოს კვამლის სვეტი არავითარ  ქარზე არ შერყეულა; არასოდეს არ გაფუჭებულა ძნა და ორი პური, და პური წინადაგებისა; იდგნენ მჭიდროდ და თაყვანისცემის დროს ადგილი ფართოვდებოდა; არასოდეს არავინ არ დაუზიანებია გველს ან მორიელს იერუშალაიმში; არასოდეს არავის არ უთქვამს: იერუშალაიმში სივიწროს განვიცდი.

6. ათი საგანი გაჩნდა პარასკევ საღამოს: მიწის პირი (იგულისხმება, კორახი, რომ ჩაყლაპა) , ჭის პირი, სახედრის პირი, ცისარტყელა, მანა, კვერთხი, შამირი (რომლითაც თლიდნენ ქვებს ბეთ – ჰამიკდაშის აგების დროს) ნაწერი, წარწერა (აღთქმის დაფაზე), აღთქმის დაფები.

ზოგნი ამბობენ: კიდევ ავი სულები, მოშეს საფლავი და მამა ავრაჰამის კრავი. და ზოგნი ამბობენ: აგრეთვე მარწუხი – მარწუხით ნაკეთები.

7. შვიდი თვისება აქვს ყეყეჩს და შვიდი – ბრძენს. ბრძენი არ დაილაპარაკებს სიბრძნით ან ასაკით უფროსზე წინ და არ იჭრება მეგობრის ლაპარაკში, არ ჩქარობს პასუხის გაცემას; შეკითხვას იძლევა საქმიანად და უპასუხებს წესიერად; და ამბობს პირველზე: პირველია, ხოლო უკანასკნელზე: უკანასკნელია; რაც არ გაუგონია, ამბობს: არ გამიგონია. სიმართლეს კვერს უკრავს: ყეყეჩში კი ყველაფერი შებრუნებით არის.

8. შვიდი სახის უბედურება მოდის ქვეყნად ცოდო – ბრალის გამო.

თუ ზოგი გამოყოფს მეათედს და ზოგი არა – მოსავალი არ მოდის და შიმშილი მეფდება ქვეყნად გვალვისაგან. ზოგი მშიერია და ზოგი მაძღარი.

თუ არავის გამოუყია მეათედი – შიმშილი გამეფდება ომისა და გვალვისაგან.

ხალა თუ არ გამოუყიათ – გამანადგურებელი შიმშილი მოდის დედამიწაზე. შავი ჭირი მოდის ქვეყნად თორის მიხედვით სიკვდილით დასასჯელთა სასამართლოში გადაუცემლობისა და მეშვიდე წლის ნაყოფის გამოყენებისათვის.

მახვილი მოდის ქვეყნად სასამართლოზე ძალმომრეობისა და სამართლის გამრუდების გამო, აგრეთვე თორის არაწესიერად სწავლების გამო.

9. მტაცებელი ცხოველების თავდასხმა ქვეყანაზე ხდება ცრუ ფიცისა და უფლის სახელის შებღალვის გამო.

განდევნილობა მოდის ქვეყნად კერპთაყვანისმცემლობის, გარყვნილებისა და სისხლისღვრის, აგრეთვე მიწის მიტოვების გამო.

ოთხ პერიოდში მძლავრობს შავი ჭირი: მეოთხე წელიწადს, მეშვიდე წელიწადს, მეშვიდე წლის ბოლოს და ყოველ წელიწადს კაი დღის ბოლოს. მეოთხე წელიწადს რატომ? –  ღარიბს, რომ არ მიეცა მესამე წლის მეათედი. მეშვიდე წელიწადს რატომ? – მეექვსე წლის მეათედი, რომ არ მიეცა ღარიბებს. მეშვიდე წლის ბოლოს რატომ? – რომ არ დატოვეს მოსული ნაყოფი ღარიბებისათვის. კაი დღის ბოლოს რატომ? – ღარიბების საჩუქრების მითვისების გამო.

 10. ოთხნაირი ხასიათია ადამიანში. თუ ამბობს: ჩემი ჩემია და შენი შენია,  ეს საშუალო ადამიანის ხასიათია. ზოგნი ამბობენ, რომ ეს სედომელთა თვისებაა. თუ ამბობს: ჩემი შენია, შენი ჩემია – უბირი კაცია. თუ ამბობს:  ჩემი შენია და შენი შენია – წმინდანია. თუ ამბობს: ჩემი ჩემია და შენიც ჩემია – ბოროტია.

 11. ოთხნაირი ზნე აქვთ ადამიანებს. ვინც მალე ბრაზდება და მალევე მშვიდდება – მის ნაკლს ღირსება ფარავს.

ვინც ძნელად ბრაზდება და ძნელად მშვიდდება – მის ნაკლს ღირსება ფარავს.

ვინც ძნელად ბრაზდება და მალევე მშვიდდება – წმინდანია.

ვინც სწრაფად ბრაზდება და ძნელად მშვიდდება – ბოროტია.

12. ოთხი თვისება აქვთ მოსწავლეებს. ვინც სწრაფად ითვისებს და სწრაფად ივიწყებს – მის ღირსებას ნაკლი ფარავს.

ვინც ძნელად ითვისებს და ძნელად ივიწყებს – მის ნაკლს ღირსება ფარავს.

ვინც სწრაფად ითვისებს და ძნელად ივიწყებს – ბრძენია.

ვინც ძნელად ითვისებს და სწრაფად ივიწყებს – ეს ცუდი წილია.

13. მოწყალების გამცემთა ოთხი ტიპია. ვისაც სურს თვითონ გასცეს და სხვებმა არა – შურიანია.

თუ სურს სხვებმა გასცენ და თვითონ არა – ძუნწია.

ვინც არ გასცემს და სხვებსაც არ გააცემინებს – ბოროტმოქმედია.

14. სასწავლებელში მოსიარულეთა ოთხი ტიპი არსებობს. ვინც დადის და არ სწავლობს – ნაბიჯების ქირას ღებულობს.

ვინც სწავლობს და არ დადის – ქირა აქვს გაკეთებულისთვის.

ვინც დადის და სწავლობს – წმინდანია.

ვინც არ დადის და არც სწავლობს – უწმინდურია.

 15. ოთხი ტიპის მოსწავლეები სხედან ბრძენთა წინაშე: ,,ღრუბელი“ , ,,ძაბრი“, ,,საწრეტი“ და ,,საცერი“. ღრუბელი – რომელიც ყოველთვის კარგს იწოვს; ძაბრი, რომელიც ერთი მხრიდან იწოვს, მეორედან უშვებს; საწრეტი, რომელიც ღვინოს გამოუშვებს და ნალექს ტოვებს; საცერი, რომელიც ფქვილს უშვებს და სოლეთს (საუკეთესო ხარისხის ფქვილი) ისრუტავს.

 16. ყოველი სიყვარული, რომელიც რამეზეა დამოკიდებული, მიზეზის გაქრობისთანავე ქრება. ხოლო თუ არაფერზეა დამოკიდებული, არასოდეს გაქრება. რანაირი სიყვარულია დამიკიდებული გარემოებებზე? – ამნონისა და თამარის სიყვარული. და რომელი არ არის დამოკიდებული გარემოებებზე? – დავიდისა და იონათანის სიყვარული.

17.  ყოველი კამათი, თუ ღმერთის სახელზეა – ცხოველუნარიანია. ხოლო თუ ღმერთის სახელზე არ არის, უნაყოფო იქნება. რომელი კამათია ღმერთის სახელზე? – ჰილელისა და შამაის კამათი. რომელი არ არის ღმერთის სახელზე? – ეს გახლავთ კორახისა და მის დამქაშთა კამათი.

18. ვინც მრავალს უბიძგებს მადლის გასაკეთებლად, მას ცოდვა არ გაეკარება. ხოლო ვინც მრავალს ჩაადენინებს ცოდვას, მას არ მიეცემა მონანიების შესაძლებლობა. მოშე დამადლიანდა თვითონ და დაამადლიანა მრავალი. მრავალთა დამსახურებაც მას ეკუთვნის. როგორც ნათქვამია: ,, აღასრულა სიმართლე უფლისა და მისი სამართალი ისრაელთან.“ იეროვამმა შესცოდა და ცოდვა ჩაადენინა მრავალს. ამიტომ მრავალთა ცოდვა დაეკისრა მას. როგორც ნათქვამია: ,, იეროვამის ცოდვების გამო, თვით რომ შესცოდა და შეაცოდა ისრაელი.“

 19. ამ სამი ღირსების მფლობელი მამა ავრაჰამის მოსწავლედ ითვლება. ხოლო სამი სხვა თვისების მქონდე – ბოროტმოქმედ ბილამის მოსწავლეა. კეთილი თვალი, თავმდაბლობა, მოკრძალებულობა – მამა ავრაჰამის მოსწავლეთა თვისებებია. ავი თვალი, დიდგულობა და სიხარბე – ბოროტმოქმედ ბილამის მოსწავლეთა თვისებებია.

რა განსხვავებაა მამა ავრაჰამისა და ბოროტმოქმედ ბილამის მოსწავლეებს შორის? მამა ავრაჰამის მოსწავლეები კარგ საქმეებს აკეთებენ ამქვეყნად და იმკვიდრებენ მომავლის სამყაროს. როგორც ნათქვამია: ,,დავუმკვიდრებ ჩემს მოყვარულებს (რაც სიკეთე მაქვს) და მათ საჭურჭლეებს ავავსებ“. ბოროტმოქმედ ბილამის მოსწავლეები კი იმკვიდრებენ ჯოჯოხეთს და ცვივიან უფსკრულში. როგორც ნათქვამია: ,,და შენ, ღმერთო, ჩაიყვანე ისინი ჯოჯოხეთში; სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ვერ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენით ვიმედოვნებ.“

20. იეჰუდა ბენ – თემა ამბობს: უშიშარი იყავი ვეფხვივით და მსუბუქი არწივივით, სწრაფმსრბოლი ირემივით და მძლავრი ლომივით, რათა შეასრულო ზეციერი მამის სურვილი.

ის აგრეთვე ამბობდა: ,,თავხედი – ჯოჯოხეთში, ხოლო თავმდაბალი – სამოთხეში.

დაე, იყოს შენი სურვილი, უფალო, ღმერთო ჩვენო და ღმერთო ჩვენი მამებისა, რომ ააშენო შენი ქალაქი სასწრაფოდ, ჩვენს სიცოცხლეში და მოგვეცი ჩვენი წილი შენს თორაში.

21. ის ამბობდა: ხუთი წლისას – თანახი, ათი წლისას – მიშნა, ცამეტი წლისას – მცნებანი, თხუტმეტი წლისას – თალმუდი, თვრამეტი წლისას – ხუფა (ქორწინება) ოცი წლისას – ძიება, ოცდაათი წლისას – ღონე, ორმოცი წლისას – გონიერება, ორმოცდაათი წლისას – დამრიგებლობა, სამოცი წლისას – სიბერესთან მიახლოვება, სამოცდაათი წლისას – გაჭაღარავება, ოთხმოცი წლისას – ღრმა მოხუცებულობა, ოთხმოცდაათი წლისას – წელში მოხრილობა, ასი წლისას – თითქოს მოკვდა და წავიდა ამ ქვეყნიდან.

22. ბენ – ბაგ – ბაგი ამბობს: გადაფურცლე იგი (თორა) , რამეთუ მასშია ყველაფერი; იცქირე მასში, მოხუცდი და გაჭაღარავდი მასთან (კავშირში)  და მას არ მოსცილდე, ვინაიდან მასზე კარგი არაფერი არ გაგაჩნია.

23. ბენ – ჰე – ჰე ამბობს: წვალებისა და ჯაფის მიხედვით არის საზღაური.

Powered by WordPress.com.

Up ↑

MBKSTARS

FREE
VIEW