საჭიროა იცოდე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რომ ამ ქვეყანაზე ადვილად შეიძლება ბევრი მეგობრისა და ამხანაგის შეძენა, თუ მიეჩვევი ადამიანთა ალერსიანად მიღებას, ვინაიდან ადამიანების ბუნებაა მიდრეკილება სიმწრისაკენ, ნერვიულობისა და სიზარმაცისაკენ, რაც გამოწვეულია იმ მეტისმეტი გაჭირვებითა და ტანჯვით, რაც აზრებს უწეწავს მას ყოველდღე. თითოეულს მისი საქმისა და მოქმედების შესაბამისად; არ არსებობს ადამიანი, რომ არ გადაეყაროს რაიმე გაჭირვებას, დავიდარაბას, ან გონების არევ-დარევას, რაც ამსხვრევს მას. ხოლო, როდესაც მოდის ადამიანი და ეგებება მას სალმით და ალერსიანად, ელაპარაკება ლამაზად – მაშინ ის იპყრობს მის გულს, ხდება მისი საყვარელი და კარგი მეგობარი. ამიტომ არ თქვა, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რომ არ გყავს მეგობრები, ამხანაგები და ა.შ. ან შენთან დაკავშირება და ა.შ. არ თქვა ეს იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული; თუ შენ მიაგებებ სალამს ყოველ ადამიანს, დაანახებ მათ მხიარულ სახეს და ეცდები დაეხმარო გარეშე პიროვნებას – მაშინ დაინახავ, როგორ შემობრუნდებიან ყველანი შენსკენ: ხოლო თუ დაელოდები სიკეთის გარეშე პიროვნებისგან ან მოინდომებ მის გამოყენებას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ შენს ატანას; ამიტომ ეცადე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ძმაო, იყო ჭკვიანი, ყური დაუგდო ჩემს ნათქვამს და დღეიდან შეეცადე მიაჩვიო საკუთარი თავი სიკეთის კეთებას გარეშე პიროვნების მიმართ. მიიღო ყოველი ადამიანი გულღიად; და მაშინ შესძენ შენს თავს ბევრ მოყვარესა და ამხანაგს; და ყველანი შეგიყვარებენ შენ.