საჭიროა იცოდე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რომ როდესაც მიაჩვევ შენს თავს სიკეთის საზომს, მაშინ ყველა ქმნილება შეგიყვარებს, ვინაიდან ადამიანების გზაა უყვარდეთ კეთილი ადამიანი; და დაუყოვნებლივ, იმავე წუთს, როდესაც ადამიანი შეაჩვევს თავის თავს იყოს კეთილი კაცი და სიკეთეს გაუწევს გარეშე პიროვნებას, ყველას შეუყვარდება იგი.
ხოლო ვინც ცუდი კაცია, არამზადაა და აწუხებს ადამიანებს, ყველას სძულს ის და სავსებით არ შეუძლიათ მისი ატანა. ამიტომ განჭვრიტე, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რა გელის შენ; თუ გსურს შესძინო საკუთარ თავს მოკეთეები, ეცადე გახდე კეთილი კაცი, მიეჩვიო წყალობისა და სიკეთის ქმნას ადამიანების მიმართ. მაშინ შესძენ შენს თავს ძალიან ბევრ მეგობარს, ამხანაგსა და მოყვარულს.
გახსოვდეს ეს მთელი შენი სიცოცხლის განმავლობაში, ვინაიდან დაგჭირდება ეს მომავალ დღეებში… იმიტომ, რომ არ შეიძლება ისე განვლო ეს ქვეყანა, რომ არ მიაჩვიო შენი თავი სიკეთის საზომს. რამეთუ ამქვეყნად თითოეული ადამიანის თავზე გადაივლის თავისებური სიმწარე და ტანჯვა, გაჭირვება, უბედურება და უსიამოვნებანი. ყველას თავისი გაჭირვება და დაბნეულობა აწუხებს და არა აქვს მოთმინება გარეშე პიროვნების მიმართ: ამიტომ, თუ იქნები ბოროტი კაცი, ის არა მარტო ვერ აგიტანს შენ, არამედ თავიდანაც მოგიშორებს ლანძღვა – გინებითა და შეურაცხყოფით, ვინაიდან საკუთარი გაჭირვებაც საკმარისად ექნება. ხოლო თუ ყოველ ადამიანს მიიღებ და ეცდები სიკეთის ქმნას სხვა ადამიანების მიმართ, მაშინ ყველაზე მკაცრი ადამიანიც კი შემობრუნდება შენსკენ, რადგან ყველას სურს კეთილი სიტყვის მოსმენა, სურს დაინახოს ღიმილი. ეს ადამიანი რომ უღიმის მას და აგებებს სალამს, რითაც მასში შთაბერავს ახალ სიცოცხლეს და კეთილ სულისკვეთებას.
ბედნიერია ის, ვინც ამ სიტყვებს გულთან მიიტანს.