თავი მეექვსე

საჭიროა იცოდე, ჩემო ძვირფასო, საყვარელო შვილო, რომ არ არსებობს იმაზე მეტი მშვენება ცხოვრებაში, ვიდრე სიკეთის მშვენებაა. და ვინც თავის თავს აჩვევს კეთილი გზებით სიარულს, მაშინვე იმარჯვებს ცხოვრებაში. ყველას უყვარს ის და ხდება მარჯვე ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებს. ხოლო, ვინც ცუდი კაცი და არამზადა, ყოველთვის ბრაზობს, მკაცრი და მომთხოვნია, რითაც ამჟღავნებს თავისი გულის სიავეს, ყველანი გაურბიან მას და არ შეუძლიათ მისი ატანა. ასე იწყება ყოველი მისი მარცხი; და ხედავენ შეგრძნებით: როდესაც, რომელიმე ავადმყოფი, ღმერთმა დაიფაროს, შედის ექიმთან, ან სავადმყოფოში, თუ მას ალერსიანად ღებულობენ, უღიმიან, აძლიერებენ და ამაგრებენ: ,, არ შეგეშინდეს და არ შეძრწუნდე, ცოტა ხანში განიკურნები, გამოჯანმრთელდები და იქნები, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.“, მაშინ ამ სიტყვებს შეაქვს ძლიერი იმედი ავადმყოფში და ხელს უწყობს მის გამოჯანმრთელებას. ხოლო თუ მას ღებულობენ გულისწყრომითა და ყვირილით, ელაპარაკებიან მოუთმენლად და მითუმეტეს უიმედობაში აგდებენ – მაშინ ის საბოლოოდ იმსხვრევა. ვინაიდან ავადმყოფი, ისედაც ძალიან გულგატეხილია, რადგან ისეთ მდგომარეობამდე მისული, რომ გაჩენილების დახმარება და ადამიანების ზრუნვა სჭირდება; ხოლო, თუ კიდევ უფრო და უფრო ამხსვრევენ მას, მაშინ ის იმსხვრევა საბოლოოდ და ვარდება უიმედობაში.

ამიტომ შეგეკითხები შენ, ჩემო საყვარელო შვილო, თუ საავადმყოფოში მუშაობ, ან თუ ექიმი ხარ – რატომ არ მიაჩვევ შენს თავს თავაზიანობას, წყალობისა და სიკეთის საზომს, ავადმყოფთან ლამაზად ლაპარაკს და მის ალერსიანად მიღებას? რამეთუ რას წააგებ ამით? შენ ხომ მხოლოდ გადაარჩენ ისრაელის სულს; ხოლო მაარსებელი ერთი ისრაელის სულისა თითქოს მთელს ქვეყანას აარსებებდეს. და ხედავენ შეგრძნებით: როგორც საავადმყოფოში არიან ბოროტი ადამიანები, ნამდვილი მკვლელები, რომელთაც ნაგვის შემგროვებლებად მუშაობა უფრო შეჰფერით, ვიდრე საავადმყოფოში, თავიანთი ყოფაქცევის შესაბამისად. როგორც ისინი ექცევიან ავადმყოფებს – ქედმაღლურად და ელაპარაკებიან მათ ულამაზო ფორმით – ვაი მათ და ვაი მათ სულს, რამეთუ უეჭველად მიიღებენ სასჯელს ამქვეყნად და მითუმეტეს, რაც მოელით მათ უზენაეს ქვეყანაში; რადგან არ არსებობს კიდევ სხვა ადგილი, სადაც ადამიანს ევალება გამოავლინოს, მშვენება სიკეთისა, ვიდრე საავადმყოფოა, სადაც წევნან დასნეულებული ადამიანები, გატეხილები და დაბეჩავებულები – და დიდი მადლია მათთან გულითადი ლაპარაკი, მათი გაძლიერება და გამაგრება, მათი წახალისება და დახმარება; და ეს სამადლო საქმე ყველა მადლზე მაღლა დგას, რადგან ისრაელის შვილს, რომ ეხმარებიან, ამით ხელს უწყობენ უფლის წმიდა სულის სიძლიერეს, ვინაიდან ყოველი ისრაელის შვილი ნამდვილად ზეციური, ღვთიური ნაწილია.

ამიტომ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, თუ შენ მუშაობ ისეთ ადგილზე, სადაც სნეული და გულგატეხილი ადამიანები შენს ხელქვეით არიან, ეცადე იყო კეთილი კაცი, ყოველთვის ელაპარაკო მათ გულითადად, კეთილი და მანუგეშებელი სიტყვებით, გააძლიერო, გაამაგრო და გაამხიარულო ისინი; და მაშინ ამქვეყანაზევე მიიღებ გასამრჯელოს და მით უმეტეს, მომავლის სამყაროში.

Powered by WordPress.com.

Up ↑

✕
MBKSTARS

FREE
VIEW