მადლიერების ლოცვა

თეჰილიმის მე-100 ფსალმუნი

1.მიზმორ ლეთოდა: ჰარიყუ ლადონაი, ქოლ ჰაარეც. 2. ყივდუ ეთ ადონაი ბესიმხა; ბოუ ლეფანავ, ბირნანა. 3. დეყუ ქი ადონაი, ჰუ ელოჰიმ: ჰუ ყასანუ, ველო ანახნუ ყამო, ვეცონ მარყითო. 4. ბოუ შეყარავ, ბეთოდა ხაცეროთავ ბითჰილა; ჰოდუ ლო, ბარეხუ შემო. 5. ქი ტოვ ადონაი, ლეყოლამ ხასდო; ვეყად დორ ვადორ, ემუნათო.

ქართული შინაარსი

ფსალმუნი სამადლობელი. შეჰღაღადეთ გ’ამჩენს, მთელო დედამიწავ! ემსახურეთ გ’ამჩენს, სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით. იცოდეთ, რამეთუ გ’ამჩენია  ღმერ-თი, მან შეგვქმნა და მისი ხალხი ვართ ჩვენ, მისი სამწყსო ცხვარი. შედით მის კარიბჭეებში სამადლობლით, მის ეზოებში – ქაბა-დიდებით. უმადლოდეთ მას, აკურთხეთ სახელი მისი, რამეთუ კეთილია გ’ამჩენი,  უკუნისამდეა წყალობა მისი და თაობიდან თაობამდე – ჭეშმარიტება მისი.

   დიდი მადლობა ჰაკადოშ ბარუხ ჰუ, გ’ამჩენო, ზეციურო მამავ, ჩემო განმსახვო და ჩემში სულის ჩამდგმელო, ყველაფრისთვის, რასაც ამ სამყაროში, ჩემი გაჩენის დღიდან დღემდე – მაძლევდი და მაძლევ. გმადლობ, იმისთვისაც, რასაც შენი დიდი გულისხმიერებით, გულმოწყალებითა და შებრალებით –  მომავალში მომცემ.

    სამყაროებისა და ყოველივე სულიერის განმგებო, ღ’მერთო, კურთხეულო და უზენაესო, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო, იმ სხეულისთვის, ჩემი სულის საბუდარად რომ მაჩუქე ამ სამყაროში. მადლობა თავისთვის, ტვინისთვის, წარბებისთვის, თვალებისთვის, წამწამებისთვის, ცხვირისთვის, ყურებისთვის, პირისთვის, ტუჩებისთვის, ენისთვის, კბილებისთვის, ნიკაპისთვის, კისრისთვის, ზურგისთვის, ხერხემლისთვის, მხრებისთვის,  მკლავებისთვის, იდაყვებისთვის, ხელებისთვის, თითებისთვის, ფრჩხილებისთვის, მკერდისთვის, ფილტვებისთვის, გულისთვის, მუცლისთვის, ჭიპისთვის, კუჭისთვის, თირკმელებისთვის, ღვიძლისთვის, პანკრეასისთვის, სასუნთქი მილისთვის, საყლაპავი მილისთვის, ხმის იოგებისთვის,  მსხვილი ნაწლავისთვის, წვრილი ნაწლავისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, განაყოფიერებისა და გამრავლების სისტემისთვის, მენჯებისთვის, ბარძაყებისთვის, მუხლებისათვის, წვივებისთვის, ფეხის თითებისთვის, ტერფებისთვის, ქუსლებისთვის, არტერიებისთვის, ვენებისთვის, ძვლებისთვის, კანისთვის, ხორცისთვის, თმისთვის, სისხლისთვის, კუნთოვანი სისტემისთვის, ნერვული სისტემისთვის, სასუნთქი სისტემისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, ჯირკვლის სისტემისთვის, სისხლძარღვთა სისტემისთვის, იმუნური სისტემისთვის, უჯრედებისთვის. რამდენად დიდია წყალობა შენი, მეფეთ მეფეო! მადლობას გწირავ ღ’მერთო, ჩემში არსებული 248 ( ქალის შემთხვევაში – 252 ) ორგანოსთვის და 365 მყესისთვის. მადლობელი ვარ, ყველაფერი იმისთვის, რაც ჩემი გონისთვის ხილულია და იმისთვისაც, რაც ჩემს ცნობიერებამდე ვერ აღწევს. იდიდოს შენმა სახელმა!

   უზენაესო, შენ შექმენი მთელი სამყაროები და ყველაფერი, რაც მათშია. ჰაკადოშ ბარუხ ჰუ, მადლობას გიხდი ამ სამყაროსთვის და ყოველივე არსებულისთვის:  მადლობა ლაჟვარდოვანი ცისთვის, კაშკაშა მზისთვის, მთვარისთვის და მოციმციმე ვარსკვლავებისთვის, ღრუბლებისთვის, წვიმისთვის, ნამისთვის, მიწისთვის და მასზე აღმოცენებული ნაირ-ნაირი ხეებისთვის, ფოთლებისთვის, ხის ნაყოფისთვის, მიწის ნაყოფებისთვის, ყოველნაირი საზრდოსთვის, ბალახისთვის, მშვენიერი მინდორ-ველებისთვის ყვავილებისთვის, ზღვებისთვის და ულამაზესი სანაპიროებისთვის, ცეცხლისთვის, ქარისთვის, წყლისთვის, ქვიშისთვის…

   კურთხეულო გ’ამჩენო, მადლობა ასეთი მრავალფეროვანი სამყაროსთვის: სხვადასხვა სახეობის ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ქაშერი ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, დიდი და პატარა თევზებისთვის, ყველაფერი იმისთვის რაც შექმენი ამ სამყაროში, როგორც ჩემი გონიერებისთვის ცნობილისა და ხილულისთვის, ჩემი ცნობიერებისთვის ფარულისთვის.

   მოწყალეო, ყოვლისშემძლეო და უზენაესო მამავ! რამდენად დიდია სიკეთე, რომელსაც ყოველ წამსა და წუთს იქმნ ყოველი გაჩენილისთვის! ჰაკადოშ ბარუხ ჰუ, დიდი მადლობა სურს ჩემს სულსა და სხეულს, მთელს ჩემს შინაგან სამყაროს, გადაგიხადოს, რომ არ ვარ უსახლკარო და მაქვს თბილი კერა. კურთხეულო გ’ამჩენო, დიდი მადლობა ოჯახისთვის, მშობლებისთვის, და-ძმისთვის, ბებია-ბაბუისთვის, ქმრისთვის/ცოლისთვის, შვილებისთვის, დედამთილისთვის/სიდედრისთვის, მამამთილისთვის/სიმამარისთვის, სიძისთვის, რძლისთვის, შვილიშვილებისთვის, ბიძებისთვის, დეიდა-მამიდებისთვის, ბიძაშვილ-მამიდაშვილებისთვის, ძმისშვილ-დისშვილებისთვის, მეგობრებისთვის, კეთილისმსურველებისთვის, კარგი მეზობლებისთვის, მთელი ისრაელის შვილისთვის და იმისთვის, რომ მეც მხვდა წილად ვიყო მათი ნაწილი.        ყოველივეს მამა-ბატონო, მადლიერი ვარ, სამსახურისთვის, შემოსავლისთვის (ფარნასისთვის), გათენებისთვის და დაღამებისთვის… რომ ყოველ დილით, დიდი რწმენითა და სიყვარულით, ისევ და ისევ – ხელახლა აბრუნებ ჩემში სულს და მაძლევ სიცოცხლის კიდევ ერთ დღეს. მადლობა ადგომისათვის, მოძრაობისათვის, სიარულისათვის, გულწრფელი ღიმილისთვის, სიყვარულისთვის, ბედნიერი დღეებისთვის, ჯანმრთელობისთვის,  კარგი ფიქრებისათვის, კარგი მხედველობისათვის. გმადლობ მოწყალეო, რომ მომეცი შეგრძნების უნარი: მადლობა სასიამოვნო სურნელის, გემოს შეგრძნებისათვის. მადლობა, ლამაზი ხმისთვის, სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოწვევებისა და გამოცდებისთვის, ცხოვრებისეული ამოცანებისთვის, წარმატებისათვის და სასიხარულო ამბებისათვის. ყველა იმ სიკეთისთვის, რაც ჩემი თვალისთვის ხილულია და იმისთვისაც რაც დაფარულია ჩემი თვალთახედვის არეალიდან – მადლობას გწირავ!

   დიდი მადლობა ჰაკადოშ ბარუხ, რომ წილმხვდა ამ სამყაროს მოვვლენილიყავი ებრაელად. ჩვენი დიდი მამებისა და დედების, ღ’მერთო,  მადლობა, რომ  ისრაელის შვილებს გვიბოძე თორა- როგორც ხილული, ისე ფარული სიბრძნით,  მადლობა შესასრულებელი და აკრძალვითი მიცვებისთვის, წმინდა შაბათის ბოძებისთვის. მადლობას გიხდი მამაზეციერო,  სიწმინდისთვის, შენდამი კრძალვისთვის, მოწყალებისთვის, ცედაკის გაცემისთვის, ლოცვისთვის, კეთილგანწყობისთვის, შებრალებისთვის, წმინდანებისთვის (ცადიკების და ცადკანითებისთვის), წმინდა რაბებისა და რაბანითებისთვის, თორის სწავლისთვის, თორის გაკვეთილებისთვის, მადლობა რომ ებრაელი ვარ და მქვია ისრაელის შვილი, მადლობა იმ სასწაულებისთვის, რომელებიც მოუხდინე ჩვენს მამებს და იმ სასწაულებისთვისაც, რომლებსაც ასე უშურველად გვიხდენ ჩვენც, თაობიდან თაოებებში. მადლობა იმ წმინდა ანგელოზებისთვის, რომლებიც სიწმინდეში ასრულებენ შენს სურვილს და გემსახურებიან ერთგულად.

   რიბონო შელ ყოლამ, ჰაკადოშ ბარუხ ჰუ, მადლობა ყველა ისრაელის შვილისთვის. მადლობა ისრაელის მიწისთვის, ისრაელის სახელმწიფოსთვის, წმინდა იერუშალაიმისთვის, ყველა ისრაელის ქალაქისთვის და სოფლისთვის, ყველა იმ ისრაელის შვილისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ისრაელის მიწაზე და ასევე  ყველა იმ ისრაელის შვილისთვისაც. რომლებიც ისრაელის საზღვრებს გარეთ არიან. მადლობა გზებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის, ჯარისკაცებისთვის, სამაშველო ძალებისთვის, მაღაზიებისთვის, ნივთებისთვის, ქარხნებისთვის, საავადმყოფოებისთვის, ექიმებისთვის, წამლებისთვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისთვის, დიდი მადლობა ჰაკადოშ ბარუხ ჰუ, ადამიანებისთვის, რომლებიც ემსახურებიან ერთგულებითა და სიყვარულით ისრაელის ერსა და სახელმწიფოს.

   დიდი მადლობა გ’ამჩენო იმ წყალობისთვის, რასაც ყოველ წამს და წუთს იქმ. მადლობა წმინდა სულისთვის, მადლობა რომ ღვთიური სულის ნაწილი ჩემშიც ჩანერგე, მადლობა ჯანმრთელობისთვის, სიყვარულისთვის, სიმხიარულისთვის, სიბრძნისთვის, გონიერებისთვის, შემეცნებისთვის, ნიჭიერებისთვის, სიმამაცისთვის, სისხარტისთვის, განსახვისთვის, სილამაზისთვის, ხელგაშლილობისთვის, კურთხევისთვის, სიკეთისთვის, სიწმინდისთვის, თანაგრძნობისთვის, მოშიშეობისთვის, შეწავლისთვის, სიტკბოებისთვის, ერთგულებისთვის. მადლობა ბორე ყოლამ, როგორც ამ მიწიერი ცხოვრებისთვის, ისე იმქვეყნიური ცხოვრებისთვისაც.

   ყოვლისშემძლე გ’ამჩენო, მადლობელი ვარ ყველა იმ წყალობისთვისაც, რაც ახლა ვერ ვთქვი, ვერ აღვნიშნე, ვერ გავიხსენე. ყველა იმ სიკეთისთვის, რომელსაც ცხადად, თუ ფარულად მიკეთებ. უღრმესი მადლობა ბორე ყოლამ ყველაფერი იმისთვის, რაც მომეცი, რასაც მაძლევ და იმისთვისაც რასაც შენი დიდი გულმოწყალებით მომავალში მომცემ. რადგან შენ ხარ შემბრალე, ლმობიერი და ყოვლისშემძლე მამა.

   გევედრები, მეფეთ მეფეო, ჰაკადოშ ბარუხ ჰუ, განდევნე ჩემგან სიამაყე, სიბრაზე, დარდი, შუღლი, შური, სიძუნწე, ავი თვალი, ავსიტყვაობა, ვიწრო თვალი, სიძულვილი, სიმკაცრე, შიში, გულმავიწყობა, ყველანაირი სენი და ავადმყოფობა, ყურადღების გაფანტვა, ტანჯვა, მოწყენილობა, კონფლიქტურობა, სიმხდალე, მცდარი წარმოსახვები, ეჭვები, სისასტიკე, იმპულსურობა, დაღლილობა, სიზარმაცე, ცუდი აზრები…

   გევედრები, მეფეთ მეფეო, ჰაკადოშ ბარუხ ჰუ, დამაკურთხე ჭეშმარიტ გ’ამჩენის მოშიშეობაზე. დამამადლიანე, რომ ყოველთვის რწფელი გულითა და უდიდესი სიყვარულით ვიყო შენზე მოკრული და მუდამ შენი სიახლოვისკენ ვისწრაფოდე. დამაკურთხე – მიყვარდეს ჩემი თავი, რათა შევძლო, ჭეშმარიტად შესრულება მიცვისა: ,,გიყვარდეს მოყვასი (მოძმე ებრაელი) შენი, ვითარცა თავი შენი.“ შენი დიდი მოწყალებით, გვედრებ, დამაკურთხო სრულყოფილ, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ  ჯანმრთელობაზე, რათა შევძლო და სიმხიარულეში შევასრულო, შენს მიერ დავალებული მიცვები. დამლოცო, ქაშერ, კარგ ფარნასაზე, ოჯახურ კეთილდღეობასა და მშვიდობაზე      ( თუ ოჯახი არ ჰყავს – ჩემთვის შესაფერის, მეორე ნახევრის პოვნაზე), დღეგრძელ და წმინდა შვილმამავალზე, რომ ჩემგან გამოვიდეს წმინდა თაობა, გ’ამჩენის მოშიში და მოყვარული. დამამადლიანე, ისრაელის შვილის, უანგარო, უმიზეზო სიყვარულზე, შენი გაჩენილების სიყვარულზე. ამაყოლე კეთილგანწყობა გარშემომყოფების თვალში, რათა სასურველი ვიყო შენს წინაშე.

    შენი უდიდესი წყალობით, გთხოვ, მიბოძე, გონიერება, თავმდაბლობა, მიმღებლობა, თავაზიანობა,  სიმშივიდე, მშვიდობა, სიჩქარე შენი მიცვების შესრულებაში, შენზე მონდობა, გულუხვობა, მოთმინება, ზომიერება.

   დამეხმარე, რომ ვიყო მიმტევებელი, ადვილად ვპატიობდე ადამიანებს. ჰაკადოშ ბარუხ ჰუ, გთხოვ მომეცი  კარგი, კეთილი გული, კარგი აზრები, კარგი თვალი, კარგი ენა, ხანგრძლივი სიცოცხლე, სინათლე, სიმხიარულე, წარმატება, სიმშვიდე, წმინდა ფიქრები და აზრები, მშვიდი და სასიამოვნო საუბარი, შენი მოსაწონი საქმეები.

   ბორე ყოლამ, გვერდრებ, მიწილადე წმინდა ოცნებები, ზრახვები და სურვილები. ყოვლისშემძლე გ’ამჩენო, შენი მოწყალებით, მომეცი ძალა, სურვილი და შესაძლებლობა, რომ შევძლო და გემსახურო სრული, ჭეშმარიტი სიყვარულით. მუდამ სიმხიარულეში ვასრულებდე ყოველ მიცვას და მაბედნიერებდეს ჩემი წილი ამ სამყაროში. ჩემო შემბრალე და კურთხეულო მამავ, გთხოვ, დამაკურთხე კარგ ბედზე, ბედნიერ, ხანგრძლივ, წმინდა და გახარებულ ცხოვრებაზე, ჩემი მისიის შესრულებაზე და ასოცი წლის მერე ისევ სპეტაკად სულის ჩაბარებაზე – ამენ!

თარგმანი ეკუთვნის MBKSTARS

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑