რაბი მოშე ბენ მაიმონის ,,რწმენის ცამეტი დოგმატი”

რწმენის ცამეტი დოგმატი რაბი მოშენ ბენ მაიმონი მე მწამს სრული რწმენით, რომ გამჩენი - კურთხეულია სახელი მისი! -თვით ქმნის და მართავს მთელ ქმნილებებს და ის, მხოლოდ ის ქმნიდა, ქმნის და შექმნის მთელ ყოფიერებას.  მე მწამს სრული რწმენით, რომ გამჩენი - კურთხეულია სახელი მისი! - ერთიანია და რომ არ არსებობს მისი მსგავსი ერთიანობა არავითარ შეფარდებაში. და... Continue Reading →

ლოცვა ისრაელის ჯარისკაცებზე(ქართული შინაარსით)

ლოცვა ისრაელის ჯარისკაცებზე (ქართული შინაარსით) ვინც აკურთხა ჩვენი მამები, აბრაჰამ, იცხაკი და იააკობი, ის აკურთხებს ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცებს, რომელნიც დგანან ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ღ'მერთის ქალაქების სადარაჯოზე, ლიბანის საზღვრიდან ეგვიპტის უდაბნომდე, ხმელთაშუა ზღვიდან არავას მისასვლელამდე. ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში. დაე ჩვენდამი ამხედრებული ჩვენი მტრები უფა-ლმა შემუსროს მათ წინაშე. უწმინდესმა (კურთხეულია იგი), დაიცვას და გადაარჩინოს... Continue Reading →

სიმღერა ,,შალომ ალეხემ”-ის ქართული შინაარსი

სიმღერა ,,შალომ ალეხემ" ქართული შინაარსი ყოველ შაბათ ღამეს, სანამ ვაკურთხებთ კიდუშს და მივუსხდებით საშაბათოდ გაწყობილ სუფრას, ვმღერით სიმღერას ,,შალომ ალეხემ". ცნობილია, რომ როდესაც მამაკაცი ლოცვიდან შინ ბრუნდება, მას თან ორი ანგელოზი მოყვება, ერთი კეთილი და ერთიც ავსული. თუკი ოჯახი საშაბათოდ მომზადებულია (სახლი დალაგებულია, კერძები მომზადებული, ლამაზი სუფრა გაშლილი, სანთლები დანთეული და ა.შ.) - მაშინ კეთილი... Continue Reading →

წლების შემდეგ ნაპოვნი სიყვარული

ეს საოცარი ამბავი დაახლოებით 40 წლის წინ მოხდა…         იეშივის მოსწავლე ფინხასს, ოცი წელი რომ შეუსრულდა, გადაწყვიტა დაოჯახებულიყო. როგორც ყველასათვის ცნობილია, რელიგიურ წრეებში გარიგებით ქორწინება მიღებულია, სწორედ ამიტომ ფინხასიც განთქმულ მაჭანკალთან მივიდა. ახალგაზრდას, მან მალევე მოუძებნა ერთი მორწმუნე ებრაელი გოგონა და მასთან შეხვედრა შესთავაზა. ბიჭიც დასთანმდა.           ისინი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს. გაისეირნეს, ისაუბრეს, ერთმანეთს სამომავლო გეგმები... Continue Reading →

ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი

            რაბი შიმყონ ბენ გამლიელი, იყო ერთ-ერთი უდიდესი თანა მთელს თანაიმებს შორის, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ისრაელი ერის სულიერ განვითარებაში.           რაბი შიმყონს ჰყავდა ერთი დამხმარე, სახელად ტავი, რომელიც პატიოსნად ემსახურებოდა თავის ბატონს. ერთხელ რაბმა თხოვნით მიმართა: - ,,ძვირფასო ტავი, გთხოვ წადი ბაზარში და მომიტანე ყველაზე ძვირფასი და გემრიელი საჭმელი.“      ტავი ბაზარში წავიდა. ხორცის პავილიონში... Continue Reading →

აბრაჰამ – იცხაკ – იაყაკოვ

ეს ამბავი საკმაოდ გახმაურებულია. მასზე ბევრი საუბრობს და ბევრ ადამიანსაც იმედის ნაპერწკალს უღვივებს გულში. ერთ დღეს რაბი ოვადია იოსეფთან, კურთხეულია წმინდანის ხსოვნა, ებრაელი წყვილი მივიდა, რომლთაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე შვილი არ უჩნდებოდათ. უამრავი გამოკვლევისა და მკურნალობის შემდეგ, ექიმებმა საბოლოოდ უშვილობის განაჩენი გამოუტანეს და ისიც დასძინეს, რომ მკურნალობის გაგრძელება, დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვა იქნებოდა.... Continue Reading →

როგორ მოევლინა სამყაროს, რაბი შიმყონ ბარ იოხაი

ცრემლებით ლოცვის ძალა           წლების წინ ძალიან წმინდა, ხალხში კარგი სახელის მქონდე და ამავდროულად შეძლებული კაცი, სახელად - იოხაი ცხოვრობდა. იგი იეჰუდას შტოს შთამომავალი იყო. მისი მეუღლე სარა კი უდიდესი თანაიმების, კერძოდ კი, ჰილელ ჰაზაკენის შთამომავალი გახლდათ.             მიუხედავად ყველა იმ სიკეთისა, რაც გამჩენს მათთვის ებოძა, წყვილს მაინც ჰქონდა გულში დარდი. წლები გადიოდა, მათ კი... Continue Reading →

უფალი არასოდეს გტოვებს

ხანდახან როცა ძალიან გჯერა რომ აი საცაა და ყველაფერი კარგი მოვა… როცა ძალიან ბედნიერი ხარ და ცხოვრება გიხარია - ხშირად სწორედ მაშინ გიწყობს ცხოვრება გამოცდებს. სწორედ ამ დროს გიწევს ჩააბარო უფლის წინაშე საბედისწერო გამოცდა… დანებდები, ხელს ჩაიქნევ და იწუწუნებ, თუ ცუდზეც იგივე მადლობას მოუხდი გან-ს, როგორსაც კარგი ამბების დროს უხდი… სწორედ ამ დროს არის საჭირო... Continue Reading →

როგორ მოევლინა სამყაროს – რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი

მინდა გაგიზიაროთ, ამბავი, თუ როგორ მოევლინა სამყაროს, ყველასათვის საყვარელი, უწმინდესი და უნეტარესი ცადიკი-რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი. კურთხეულია წმინდანის ხსოვნა. დაე მისი მადლით ყველა ისრაელის შვილს ჰქონოდეს, მშვიდობა, ჯანმრთელობა, გახარება, გამრავლება და ყველა სიკეთე.რაბი ელაზარი ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა. იგი განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობის სიყვარულით გამოირჩეოდა. ეს სიყვარული იმდენად ღრმა და დიდი იყო, რომ თავისი სოფლის ერთი... Continue Reading →

შაბათ ღამის კიდუში (ქართული შინაარსით)

            იომ ჰაშიში. ვაიხულუ ჰაშამაიმ ვეჰაარეც, ვეხოლ ცევაამ. ვაიხალ ელო-ჰიმ ბაიომ ჰაშევიყი მელახთო აშერ ყასა. ვაიშბოთ ბაიომ ჰაშევიყი მიქოლ მელახთო აშერ ყასა. ვაივარეხ ელო-ჰიმ ეთ იომ ჰაშევიყი ვაიკადეშ ოთო, ქი ბო შაბათ მიქოლ მელახთო, აშერ ბარა ელო-ჰიმ ლაყასოთ: სავრი მარანან. (პასუხობენ-ლეხაიმ!) ბარუხ ათა, ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ,  ბორე ფერი ჰაგეფენ: ბარუხ ათა, ადო-ნაი ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ,... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

ზედა ↑