გაკვეთილი რომელიც ყველა თაობაში გვასწავლის!

იაკობის გამგზავრება ხარანში – თავდაპირველადვე განზრახული გზა – და გაკვეთილი რომელიც ყველა თაობაში გვასწავლის!

როდესაც ღმერთი იაკობს ეუბნება: “אני איתך – მე შენთან ვარ”, ამით იაკობი არა მხოლოდ ნუგეშს ისმენს, რომ იგი მარტო არ არის, არამედ ხვდება, რომ ეს არ არის მხოლოდ ღვთიური დაცვა, არამედ ეს არის გზავნილი. ხვდება, რომ მისი წასვლა ხარანში არ არის იძულებით მიღებული გადაწყვეტილება და რომ ეს – თავდაპირველადვე განზრახული, მიზნობრივი ნაბიჯია.

იაკობი ხომ არ ტოვებს ქანაანს შემთხვევით – ის გარბის მტრულად განწყობილი ძმის – ესავის გამო. მაგრამ ჩნდება შემდეგი კითხვა? თუკი საქმე მხოლოდ თავის დაცვას ეხებოდა, განა არ შეეძლო გ’ამჩენს დაეცვა იგი იქვე, ქენაანში? რატომ სჭირდებოდა წასვლა?

მაგრამ როდესაც იაკობი ისმენს გ’ამჩენის დაპირებას, რომ იგი იქნება მის გვერდით, სწორედ ამით იგებს: ეს გზა სწორი და აუცილებელია. მას ევალება წავიდეს მამის სახლიდან, შევიდეს უცხო მიწაზე – იქ, სადაც უამრავი სირთულე და გამოცდა ელის – რათა ამ გზით ჩამოაყალიბოს, გააძლიეროს თავისი სულიერი ძალა, მოერიოს სირთულეებს და მოამზადოს მყარი საფუძველი ,,ისრელი ერის” ჩამოსაყალიბებლად, რადგან სწორედ იაკობისგან უნდა წარმოიშვას, ამ ამბებიდან მოგვიანებით ისრაელის 12 შტო.

აბრაჰამი გამოიცადა ათი ურთულესი გამოცდით, იცხაკმაც გადაიტანა არაერთი განსაცდელი – იაკობმაც სირთულეებისა და გამოცდების წინაშე – თავისი სიმტკიცის გამოვლენით, უნდა აღზარდოს საკუთარი პიროვნება.
התמודדות – წინააღმდეგობებთან გამკლავება – სწორედ ეს ქმნის დიდ ადამიანად.

ამბავი, რომელსაც ვკითხულობთ, მხოლოდ იაკობს არ ეხება. იგი თითოეულ ჩვენგანს გვასწავლის.
როდესაც ცხოვრებაში ადამიანი სირთულეს წააწყდება და იკითხავს: ,, – რატომ უნდა აღმოვჩენილიყავი ამ მდგომარეობაშიო?” – შეუძლია დარწმუნებით იცოდეს:
,,თუ ღ’მერთმა აქ დაგაყენა – ესე იგი, აქ არის შენი სამუშაო(თიკუნი).”

სიძნელეები არ ანადგურებს ადამიანს –პირიქით ისინი ქმნიან – ნამდვილ პიროვნებას.
ყოველი დაბრკოლება, ყოველი გამოცდა, შესაძლებლობაა, რომ გამოვავლინოთ ახალი ძალა, რომლის არსებობაც შეიძლება, ამ ყველაფრის გარეშე, არც გვცოდნოდა.

იაკობ ავინუმ ბნელი გზა გაიარა, იმისთვის, რომ ბოლოს სამყაროში უდიდესი სინათლე მოეტანა, ჩვენც მის მსგავსად არ უნდა შევშინდეთ სირთულეების წინაშე და ვიცოდეთ, რომ როგორც წესი, წყვდიადი სიბნელე – გათენების მომასწავლებელია.

MBKSTARS

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑