რებე და დასახიჩრებული ჯარისკაცი

ეს არის ამონარიდი ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი სიტყვიდან, რომელიც რებემ წარმოთქვა დასახიჩრებული ისრაელი ჯარისკაცების წინაშე:

,,თითოეულ ადამიანს ნაბოძები აქვს ყველაფერი ის, რაც ესაჭიროება საკუთარი მისიის შესასრულებლად ამ სამყაროში. ამასთანავე, თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა მისიით ვართ მოვლენილი და შესაბამისად განსხვავებული ძალები და რესურსები გვესაჭიროება მათ შესასრულებლად. თუმცა არავინ იფიქროს, რომ ვინმეს უფრო იოლად მისდის საქმე, ვიდრე სხვას. და თუ ხედავთ ადამიანს, რომელიც თითქოსდა არასრულყოფილი ან ,,დასახიჩრებულია“, იცოდეთ, რომ სინამდვილეში ის ფლობს კომპენსატორულ ძალებს, რომლებიც სხვებს არ გააჩნიათ. არ უწოდოთ მას დასახიჩრებული – იგი განსაკუთრებულია.“

ისრაელ ჯარისკაცთან, რომელმაც ჯიპის ქვეშ სირიელთა აფეთქების შედეგად, ორივე ფეხი დაკარგა, მოვიდნენ მშობლები… დედა ტიროდა, მამა კი მდუმარედ იჯდა…

მოდიოდნენ გენერლები და თვალსაჩინო სახელმწიფო მოხელეები. წარმოთქვამდნენ მაღალფარდოვან სიტყვებს…უწოდებდნენ მას ყველასთვის საამაყო გმირს… ნუგეში კი არ ჩანდა – ქუჩაში, მაინც ყველა გვერდს უვლიდა.

რებემ ჯარისკაცს ხელი ჩამოართვა, ჩახედა თვალებში და ასე მიმართა : ,,გმადლობთ“.

ამ მადლობას დღემდე მოჰყავს ეს ჯარისკაცი…

კურთხეულია წმინდანის ხსოვნა აწ და მარადის.

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑