ამ სამყაროში ყველასგან და ყველაფრისგან შეიძლება ისწავლო…

            ერთხელ ერთმა ბრძენმა თქვა: ,,ამ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფრისგან შეგვიძლია რაღაცის სწავლა, მათ შორის უარყოფითი რაღაცეებისგანაც კი.“

            მასწავლების ამგვარმა სიტყვებმა, მოსწავლეებში გაკვირვება გამოიწვია და ჰკითხეს: ,,თქვენ ამბობთ, რომ ყველასგან და ყველაფრისგან შეიძლება რაიმე ისწავლოს ადამინმა, მაშინ გვითხარით, რაბი, რისი სწავლა შეიძლება ქურდისგან?

  • ქურდისაგან, რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი რამის სწავლაა შესაძლებელი. პირველ რიგში, ქურდი თავისი საქმის შესასრულებლად, ძირითადად ღამე მიდის ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ღამით თითქმის ყველას სძინავს და ხელსაც არავინ შეუშლის – ადამიანი, რომელსაც თორის სწავლა და გაგებას სურს, იცოდეს, რომ ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო – ღამეა. შუაღამეს ხომ თითქმის ყველას სძინავს და სიწყნარეში არავინ შეუშლის ხელს თორის ჭირნახულობაში. მეორე მნიშნველოვანი რამ რისი სწავლაც ქურდისგანაა შესაძლებელი არის – თავგანწირვა. ის ფაქტობრივად, თავგანწირვაზე მიდის – ოღონდაც შეასრულოს თავისი საქმე. იცის რომ რისკავს, იცის რომ შესაძლოა დაიჭირონ და ცუდი დღეც აწიონ, მაგრამ მისი სურვილი იქურდოს, იმდენად ძლიერია, რომ არ უშინდება ამ ყველაფერს. ადამიანს, რომელსაც გ’ამჩენის გზაზე სიარული სურს, შეუძლია ეს თვისება გამოიყენოს და ,,მესირუთ ნეფეშით“ – მთელი სულით და შემართებით, ყველაფრის ფასად ისწავლოს თორა და არ გადაუხვიოს მის გზას. და მესამე: თუკი ქურდი დაინახავს, რომ გასაქურდ ობიექტს ვინმე იცავს, იგი ,,მცველის“ გამო უკან არ იხევს, დაბრკოლება მისთვის სულაც არ წარმოადგენს იმის საბაბს, რომ მიატოვოს საქმე… პირიქით, მთელს ძალებს იკრებს და მთელი შესაძლებლობით ცდილობს, საქმის ბოლომდე მიყვანას. ასე უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც გ’ამჩენის გზაზე სიარულში, რაღაც სირთულე შეხვდება, მოუხედავად დავარდნისა, სიძნელეებისა, არ უნდა დანებდეს და ბოლომდე, მთელი შემართებით გააგრძელოს წინსვლა…

            მოსწავლეები რაბის პასუხსმა აღაფრთოვანა და ახლა შემდეგი კითხვა დაუსვეს: ,, და რაბი, რა შეგვიძლია ვისწავლოთ ველოსიპედისგან?“

  • ახლავე გეტყვით (მიუგო მასწავლებელმა), თუ ველოსიპედის პედალს არ მივაწვებით, იგი ვერ დაიძვრება. ასეა ადამიანიც, თუკი თავის თავზე არ იმუშავებს, თუკი არ მიაწვება ,,პედალს“ რომელიც წინ წაიყვანს – ვერ მოახერხებს განვითარებას. მეორე, თუ ველოსიპედი ჩერდება – ვარდება! ასეა ადამიანიც, თუ არ მიდის წინ და არ ვითარდება, მაშინ ვარდება! და მესამე, როდესაც ველოსიპედის მართვა ადვილი ხდება და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ეს ნიშანი იმის რომ ქვემოთ, დაღმართზე ჩადის. ასეა ადამიანიც, თუკი სიმარტივეს განიცდის, ეს ნიშანია იმისა, რომ ქვემოთ ჩადის. ასეა ცხოვრებაში, თუ ყველაფერი მარტივადაა – ესეგი ქვემოთკენ მიდიხარ…

            ახლაც კმაყოფილებამ მოიცვა მოსწავლეების სახე, თუმცა კიდევ ერთი შეკითხვა დასვეს: ,,რაბი რა შეიძლება ვისწავლოთ ბავშვისგან?“

  • ბავშვისგან სამი მნიშვნელოვანი რამის სწავლაა შესაძლებელი. პირველი, ის, რომ პატარა ბავშვი, ყოველთვის მხიარულია – საჭიროა ადამიანიც მუდამ სიმხიარულეში იყოს. მეორე – როდესაც ბავშვი ვინმესთან იჩხუბებს, ის მალევე ურიგდება მას და ისევ ისე აგრძელებს მეგობრობას, როგორც ჩხუბამდე – ასე უნდა იყოს ზრდასრული ადამიანიც, წყენას ადვილად ივიწყებდეს და ისევ შეეძლოს მეგობრობის გაგრძელება.. და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი: როდესაც ბავშვს რაღაც სურს, ის ხმამაღლა იწყებს ყვირილს: ,,მამააა, მომეცი…“ – ასე უნდა ვიყოთ ჩვენც, როდესაც რაღაც გვინდა, თვალები ზეცისკენ უნდა აღვაპყროთ და შევყვიროთ: ,,მამააა, მომეცი! მამააა, დამეხმარე…“

            http://www.mbkstars.com

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑