რატომ უნდა ვილოცოთ? რაში გვჭირდება ლოცვა?

ამონარიდი რაბ ზამირ ქოენ (შალიტას) გაკვეთილიდან ლოცვის ძალის შესახებ.

            რაბ ზამირ ქოენი თავის გაკვეთილში ლოცვის ძალისა და მნიშვნელობის შესახებ განიხილავს ერთ გავრცელებულ და ღრმად მნიშვნელოვნურ საკითხს და სვამს შემდეგ კითხვას? რატომ უნდა ვილოცოთ? თუ ყოვლისშემძლე ღ’მერთმა ისედაც ზუსტად იცის, რა გვჭირდება? რატომ არ გვაძლევს ამას თავადვე? რატომ უნდა, რომ ჩვენ ვთხოვოთ?

ამ კითხვაზე პასუხი იმ დიდ ძალაშია, რაც ღ’მერთმა ადამიანს უბოძა – ეს არის სიტყვა, საუბრის უნარი. სიტყვის ძალა საოცარი სასწაულია: ადამიანი ჰაერს გამოუშვებს პირიდან, ამოძრავებს ტუჩებს, კბილებს, ენას — და წარმოქმნის სიტყვებს. ასე გადმოსცემს საკუთარ აზრებს, გრძნობებს, სურვილებს. ასე აცნობებს სხვებს, თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა სურს. როცა ადამიანს მეგობრისთვის სურს  ჩვენება იმისა, რომ უყვარს იგი, ხელს ართმევს ან ეხუტება. მაგრამ ღ’მერთთან ასეთი ფიზიკური კავშირი არ არსებობს, რადგან მას არც სხეული გააჩნია და არც რაიმე სახის სხეულებრივი გამოხატულება.

 როგორ უკავშირდება, როგორ უერთდება ადამიანი ღ’მერთს? – ლოცვით. როცა ადამიანი ლოცულობს, ესაუბრება ღმერთს, სთხოვს — სწორედ ამით იქმნება კავშირი მასსა და მის შემოქმედს შორის. აქ იმალება დიდი საიდუმლო: ხშირად, როცა ადამიანი განსაცდელში ვარდება, ის ცდილობს პრობლემის ბუნებრივი გზით გადაწყვეტას — ეკონომიკური სირთულის დროს ეძებს სამუშაოს, ჯანმრთელობის პრობლემისას მიმართავს ექიმს. ეს სწორი და აუცილებელი ნაბიჯებია, ეს ბუნებრივი ძალისხმევაა. მაგრამ ლოცვა — ეს ის საფუძველია, რაც არ უნდა დავივიწყოთ. ხანდახან სირთულეები სწორედ იმიტომ მოდის, რომ ადამიანი შორდება ღ’მერთს. აღარ ლოცულობს, აღარ ესაუბრება, აღარ ითხოვს მისგან. და მაშინ ღ’მერთი განსაცდელს უგზავნის, რათა ადამიანმა გაიღვიძოს, დაიმდაბლოს თავი, მიემართოს ზეცისკენ და დაიწყოს ლოცვა.

ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ისეთებიც კი, რომლებიც საკუთარ თავს “ღ’მერთისგან შორს” თვლიან, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩავარდნისას — მაგალითად, როცა ზღვის შუაგულში არიან და ჰგონიათ, რომ იხრჩობიან — თვალებს აღაპყრობენ ზეცისკენ და ღ’მერთს ევედრებიან, რომ გადარჩნენ. რატომ? რატომ მიმართავენ ღ’მერთს ისინი, მათსავე თქმით ხომ მათ არ სწამთ მისი არსებობის? – იმიტომ, რომ გულში, ღრმად შიგნით, მათ იციან, რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ ბოროტი საწყისი (ეცერ ჰარა) არწმუნებთ, რომ თუ ღმერთი არსებობს, მათ უნდა იცხოვრონ მისი წესების შესაბამისად, დაიცვან მცნებები — და სწორედ ამიტომ მათ ურჩევნიათ თქვან, რომ ღმერთი არ არსებობს. მაგრამ როცა ადამიანი იწყებს ლოცვას — ის უერთდება ღ’მერთს. და აქ არის კიდევ ერთი საიდუმლო: ზეცაში შეიძლება გამზადებული იყოს უდიდესი სიკეთე და სიუხვე, რომელიც ადამიანისკენაა მიმართული, მაგრამ ეს სიკეთე ჯერ ვერ  ჩადიოდეს საჭირო არხში, რომლის მეშვეობითაც ის ადამიანს მიწვდება. სწორედ ლოცვა ხსნის ამ არხს და ზეციური კურთხევები ჩამოაქვს ადამიანამდე.  როდესაც ადამიანი არ ლოცულობს — ის ვერ უკავშირდება ღ’მერთს. ღ’მერთი კი სწორედ ამ კავშირს ეძებს, რათა მისცეს ადამიანს თავისი კურთხევა და სიკეთე.

ივრითული მასალა აღებულია HIDABROOT საიტიდან – ქართულ ენაზე თარგმნილია MBKSTARS ორგანიზაციის მიერ

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑