
მოდი მეტრფევ ჩემო, შევეგებოთ სასძლოს, შაბათი მივიღოთ.
,,დაიცავი და გახსოვდეს“ – ერთ სიტყვად გვასმინა (ეს მცნება) ერთიანმა ღმერთმა. უფალი ერთიანია, მისი სახელიც ერთიანია. მოსილჰყო სახელოვნებამ, დიდმშვენიერებამ და ქება-დიდებამ.
წამოდით, შაბათის შესაგეგბებლად! და ჩვენც წამოვალთმ რამეთუ ის არს წყარო კურთხევის. ოდითგან, ძველთაგან ის ცხებულია (დღეთა დედოფლად). ქმნადობის დასასრულია და განაზრახით – მისი საწყისი.
მეფის ტაძარო, სატახტო ქალაქო, აღსდექ, გამოდი ამ დარბევიდან, მწუხრის ველზე ჯდომა გეყოფა! ის შეგივრდომებს და გარდმოგივლენს შენ შებრალებას.
განიყარე მტვერი (ფერხთაგან შენთა), აღსდექ, გმოსავდეს სამოსელი მშვენებისა, ხალხო ჩემო. ბეთ-ლეხემელი იშაის ძის – (დავიდის მიერ), მოეახლე ჩემს სულს, იხსენი იგი.
გაიღვიძე, გაიღვიძე, რამეთუ შენი ნათელი ამობრწყინდა. ნათელო ჩემო, აღსდექ! აძგერდი (გულო) აძგერდი, იგალობე სიმღერა – შენ გეცხადება უფლის დიდება!
ნუ შეგრცხვება და ნუმც გაწბილდები. რად მჭმუნვარებ და რატომ კვნესი? შენ, (ღმერთო), გეხიზნებიან ჩემი ხალხის ღარიბ-ღატაკნი, დაე, მათ ნანგრევებზე აღიმართოს დედაქალაქი!
შენი მძარცველნი შენს ნადავლად გარდიქცევიან, ხოლო შენი დამაქცევარნი მთლად გარდიხვეწებიან. გაიხარებს შენს მიერ შენი ღმერთი, ვით გაიხაროს საქმრომ თავის სასძლოთი.
განივრცობი მარჯვნივ, მარცხნივ, უფლის კრძალვით აღივსები – გიწინამძღვრებს ფერეცის მოდგმის კაცი. გავიხარებთ და მოვილხენთ.
მოდი, მშვიდობით, (შაბათო), შენი მეუღლის, (ღმერთის) გვირგვინო. (მოდი), სიხარულით, ლხენით და აღმაფრენით ღირსქმნილი ხალხის აღზრდილთა შორის. მოდი, სასძლო, მოდი, სასძლო, შაბათ დედოფალო.
თარგმანი ეკუთვნის შალომ დავიდს (აღებულია სიდურიდან ,,იმანუელ”)
დატოვე კომენტარი