
შემაყ ისრაელ ადო-ნაი ელო-ჰენუ ადო-ნაი ეხად:
ისმინე ისრაელო! უფა-ლი, ჩვენი ღ’მერთი, არს უფალი ერთიანი.
(წარმოითქმის მდუმარედ) კურთხეულია მისი მეუფების დიადი სახელი სამარადისოდ.
გიყვარდეს უფა-ლი, შენი ღ’მერთი, მთელი შენი გულით და მთელი სულით, მთელი შენი შეძლებით. და ეს სიტყვები, რომლებსაც დღეს გამცნობ, გულში გქონდეს, შთააგონებდე შენს ძეებს და საუბრობდე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და შენი სვლის ჟამს გზაზე. ოდეს შენ წვები და ოდეს შენ დგები. მიიბნიე ნიშნად ხელზე და სამკაულად შენს თვალთა შორის. წააწერე ისინი შენი სახლის ამყოლებსა და კარებს.
და თუ შეგონებით შეიგონებთ ჩემს მცნებებს, რომლებსაც დღეს გამცნობთ თქვენ, რათა გიყვარდეთ უფა-ლი, თქვენი ღ’მერთი და მსახურებდეთ მას მთელი თქვენი გულით და სულით, დროულად მივცემ თქვენს ქვეყანას წვიმას, ადრეულსა და გვიანს, მოიწევ პურეულს, მაჭარს და ზეთს. მივცემ ბალახს შენს ყანას პირუტყვისათვის. ჭამე და გაძეხი. გაფრთხილდით თქვენ, არ შეცდეს თქვენი გული, არ განშორდეთ (სწორ გზას), არ მსახურებდეთ უცხო ღ’მერთებს და არ სცეთ თაყვანი მათ, თორემ უ’ფლის რისხვა აღიგზნება თქვენში, დახშავს ზეცას და აღარ იქნება წვიმა, მიწა თვის მოსავალს არ მოგცემთ და უმალ წარიხოცებით ამ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ თქვენ უ’ფალი. თქვენს გულსა და სულში აღიბეჭდეთ ეს ჩემი სიტყვები, ხელზე მიიბნიეთ ისინი ნიშნად და სამკაულად თქვენს თვალთა შორის, ასწავლეთ თქვენს ძეებს, ელაპარაკეთ მის შესახებ შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას. წააწერე შენი სახლის ამყოლებსა და შენს კარიბჭეებს, რათა იმრავლონ თქვენმა დღეებმა და თქვენს ძეთა დღეებმა ამ მიწაზე, რომელიც ფიცით აღუთქვა უ’ფალმა თქვენს მამებს, მათთვის მისაცემად, ვით დღენი ცისანი დედამიწაზე.
ამ თქმით უთხრა უ’ფალმა მოშეს: ელაპარაკე ისრაელის ძეებს, უთხარი მათ: გაიკეთონ თავიანთთვის ფოჩები სამოსლის კიდეებზე თაობიდან თაობაში. ცისფერი ძაფი ჩაატანონ კიდურა ფოჩს, და გქონდეთ ფოჩად, და როს იხილავთ მას, გაიხსენეთ უ’ფლის ყველა მცნება, აღასრულეთ და არ აჰყვეთ თქვენს გულისთქმას და თვალთა (მზერას), რამეთუ თქვენ მრუშობთ მათ კვალდაკვალ, რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ მთელს ჩემს მცნებებს, რომ წმინდანნი იყოთ თქვენი ღ’მერთისთვის. მე ვარ უ’ფალი, თქვენი ღ’მერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღ’მერთი ვიყო. მე ვარ უ’ფალი, თქვენი ღ’მერთი.
ხაზანი იმეორებს: უ’ფალი თქვენი ღ’მერთი ჭეშმარიტია.
ტექსტის თარგმანი ეკუთვნის: შალომ დავიდს (სიდურიდან ,,იმანუელ”)
დატოვე კომენტარი