როშ-ჰაშანის სუფრაზე წარმოსათქმელი კურთხევები

ვინაიდან როშ-ჰაშანის დღეს, არ შეიძლება ტელეფონების გამოყენება, თხოვნაა წინ და წინ ამობეჭდოთ, რათა არ მოგიხდეთ შემდგომ საიტიდან წაკითხვა

ხილის კურთხევა როშ-ჰაშანაში

კიდუშის და ამოცის კურთხევების შემდეგ, სეფარადული ტრადიციით უმჯობესია ,,აყეცი“ – ხის ნაყოფი ვაკურთხოთ.

ხის ნაყოფი – ,,აყეცი“

          ავიღოთ ფინიკი და ამ ფინიკის კურთხევისას დავაფიქროთ, რომ გამოგვყავს სხვა სახეობის ხის ნაყოფებიც, რათა ყველა სახეობაზე ცალ-ცალკე არ მოგვიხდეს კურთხევა – ერთი კურთხევა აყეცის საკმარისია – სხვა ხის ნაყოფების გამოსაყვანადაც! მაშ, ასე, როგორც უკვე ვთქვით, ავიღოთ ფინიკი და ვთქვათ:

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, ბორე ფერი აყეც.

იეჰი რაცონ მილეფანეხა ადო-ნაი ელო-ჰენუ   ველო-ჰე ავოთენუ, შეითამუ ოიევენუ ვესონეენუ, ვეხოლ მევაკშე რაყათენუ.

და იყოს ნება შენს წინაშე ღ’მერთო უ’ფალო და უ’ფალო ჩვენი მამებისაო, რომ აღარ იყვნენ ჩვენი შემჭირვებლები და მტრები, ყველა ცუდის მსურველები.

  • ამის შემდეგ მივირთმევთ თაფლში ამოწობით (და ასე ვიქცევით შემდეგი კურთხევების დროსაც)

მიწის ნაყოფი – ,,ადამა”

ადამას კურთხევას წარმოვთქვამთ ლობიოზე და ასევე ამ კურთხევაში ვაფიქრებთ ყველა იმ ხილსა და ბოსტნეულს, რომელზეც იკურთხება ,,ადამა” (დანართი: მიუხედავად იმისა რომ ბანანი ხეზე მოდის, მაინც ადამა იკურთხება)

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, ბორე ფერი ადამა

იეჰი რაცონ მილეფანეხა ადო-ნაი ელო-ჰენუ ველო-ჰე ავოთენუ, შეირბუ ზახიოთენუ უთლაბევენუ.

და იყოს ნება შენს წინაშე ღ’მერთო უ’ფალო და უ’ფალო ჩვენი მამებისაო, რომ გამრავლდეს ჩვენი დამსახურება და ვიყოთ გულისხმიერები.

შემდეგ ავიღებთ პრასას და ვიტყვით:

იეჰი რაცონ მილეფანეხა ადო-ნაი ელო-ჰენუ ველო-ჰე ავოთენუ, შეიკარეთენუ ოივენუ ვესონეენუ, ვეხოლ მევაკშე რაყათენუ.

და იყოს ნება შენს წინაშე ღ’მერთო უ’ფალო და უ’ფალო ჩვენი მამებისაო, რომ აღიკვეთნონ ჩვენი შემჭირვებლები და მტრები, ყველა ცუდის მსურველები.

შემდეგ ავიღებთ ჭარხალს და ვიტყვით:

იეჰი რაცონ მილეფანეხა ადო-ნაი ელო-ჰენუ ველო-ჰე ავოთენუ, შეისთალეკუ ოივენუ ვესონეენუ, ვეხოლ მევაკშე რაყათენუ.

და იყოს ნება შენს წინაშე ღ’მერთო უ’ფალო და უ’ფალო ჩვენი მამებისაო, რომ მოგვშორდნენ ჩვენი შემჭირვებლები და მტრები, ყველა ცუდის მსურველები.

შემდეგ ავიღებთ გოგრას და ვიტყვით:

იეჰი რაცონ მილეფანეხა ადო-ნაი ელო-ჰენუ ველო-ჰე ავოთენუ, შეთიკრა როაყ გეზარ დინენუ, ვეიკარეუ ლეფანეხა ზახიიოთენუ.

და იყოს ნება შენს წინაშე ღ’მერთო უ’ფალო და უ’ფალო ჩვენი მამებისაო, რომ განადგურდეს მკაცრი განაჩენი და წარსდგეს შენს წინაშე ჩვენი დამსახურება.

შემდეგ ავიღებთ ტკბილ ბროწეულს და ვიტყვით:

იეჰი რაცონ მილეფანეხა ადო-ნაი ელო-ჰენუ ველო-ჰე ავოთენუ, შენიჰიე მელეიმ მიცვოთ ქარიმონ.

და იყოს ნება შენს წინაშე ღ’მერთო უ’ფალო და უ’ფალო ჩვენი მამებისაო, რომ გამრავლდეს ჩვენი მიცვოთები, როგორც ბროწეულის მარცვალი.

შემდეგ ავიღებთ ვაშლს (უმჯობესია იყოს შაქარში შემწვარი) და ვიტყვით:

იეჰი რაცონ მილეფანეხა ადო-ნაი ელო-ჰენუ ველო-ჰე ავოთენუ,შეთითხადეშ ყალენუ შანა ტოვა უმეტუკა.

და იყოს ნება შენს წინაშე ღ’მერთო უ’ფალო და უ’ფალო ჩვენი მამებისაო, რომ განახლდეს ჩვენთვის კარგი და ტკბილი წელიწადი.

შემდეგ ავიღებთ თევზს და ვიტყვით:

იეჰი რაცონ მილეფანეხა ადო-ნაი ელო-ჰენუ ველო-ჰე ავოთენუ, შენიფრე ვენირბე აედაგიმ.

და იყოს ნება შენს წინაშე ღ’მერთო უ’ფალო და უ’ფალო ჩვენი მამებისაო, რომ გავმრავლდეთ, როგორც თევზები.

შემდეგ ავიღებთ თევზის ან ცხვრის თავს და ვიტყვით:

იეჰი რაცონ მილეფანეხა ადო-ნაი ელო-ჰენუ ველო-ჰე ავოთენუ, შენიჰიე ლეროშ ველო ლეზანავ.

და იყოს ნება შენს წინაშე ღ’მერთო უ’ფალო და უ’ფალო ჩვენი მამებისაო, რომ ვიყოთ თავში და არა ბოლოში.

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑