
რა წერია ქეთუბაში?
ამა და ამ კვირის დღეს და თვის ამა და ამ რიცხვში, ამ წელს სამყაროს შექმნიდან, ამა და ამ ქალაქში.
ვადასტურებთ, სასიძომ (სახელი და მამის სახელი), უთხრა ქალიშვილს (სახელი და მამის სახელი):
,, გახდი ჩემი მეუღლე მოშესა და ისრაელის კანონით. მე ვიმუშავებ (რათა გამოვიმუშაო ოჯახის საჭიროებისთვის), პატივი გცე შენ, უზრუნველგყო სარჩოთი და გამოვიჩინო ყველანაირი მხარდაჭერა ისრაელის მეუღლეთა წესით: მშრომელნი, გამრჯელნი და პატივისმცემელნი თავიანთი მეუღლეებისა, მარჩენალნი საზრდოთი, ყოველივე აუცილებელით და ყველაფერში მხარდამჭერნი სიმართლით.
და მე გაძლევ შენ საჩუქრად – ორას ვერცხლის მონეტას, როგორც ეკუთვნით ქალიშვილებს თორის თანახმად, სარჩო, ტანსაცმლით და ყოველივეთი, რაც აუცილებელია შენთვის და შევუღლდებით, როგორც მიღებულია.”
და ეს ქალიშვილი დაეთანხმა გახდეს მისი მეუღლე. აი, ის მზითვები, რომელიც მოიტანა საპატარძლომ თავისი მამის სახლიდან: ოქრო, ვერცხლი, სამკაულები, ტანსაცმელი, თეთრეული – ყოველივე ამდენი და ამდენი (რაოდენობა და ღირებულება)
და ინება საქმრომ (სახელი) დაუმატოს საპატარძლოს (სახელი) ამისათვის (ჩამონათვალი საჩუქრების) მესამედი, სულ ამდენი და ამდენი.
და თქვა სასიძომ: ,,პასუხისმგებლობას ამ ქეთუბაზე და დამატებას ამ ქეთუბისას, მზითვებზე და მზითვების დამატებაზე – მე ვიღებ საკუთარ თავზე და ჩემს მემკვიდრეებზე ჩემს შემდეგ: გადავიხადო ყველა საუკეთესოსაგან და მშვენიერისაგან, რაც მაქვს ჩემს ქონებაში, ასევე ყოველივესაგან, რაც შევიძინე ცის ქვეშ, და იმისაგანაც, რასაც შევიძენ მომავალში, როგორც უძრავ, ასევე მოძრავი ქონებიდან. ყოველივე ეს იქნება საწინდარი და თავდები გადახდის ამ ქეთუბის და დამატებისა ამ ქეთუბაზე. თვით ეს მოსასხამიც ჩემს მხრებზე – საწინდარია გადასახადისა, როგორც ჩემს სიცოცხლეში, ასევე ჩემი სიკვდილის შემდეგ, დღეიდან და სამუდამოდ.”
პასუხისმგებლობა ამ ქეთუბაზე და ქეთუბის დამატებაზე მიიღო თავის თავზე რაბმა (სახელი), სასიძომ მთელი თავისი სიმკაცრით, როგორც წესია ამ სახის დოკუმენტებისთვის, (ქეთუბა და ქეთუბის დამატება), როგორც დაწესებულია ისრაელის ქალიშვილების მიმართ და შესრულებულია ჩვენი ბრძენების დადგენილების თანახმად, კურთხეულია მათუ სახელი: არა, როგორც ასმახტა (განმარტება: ასხმატა – არა ბოლომდე ჭეშმარიტი ვალდებულება, მიცემული კეთილგანწყობილი ზრახვით, რომელიც სინამდვილეში სხვაგვარად გამოიხატება), და როგორ ბლანკი დოკუმენტის.
ჩვენ მივიღეთ კანიანი(პროცედურა, რომელიც თორის კანონით, დადებულ კავშირს, აძლევს იურიდიულ ძალას), ამ სასიძოსაგან, ქალიშვილისთვის (სახელი) საპატარძლოსათვის, თანახმად რაც დაწერილია და ჩამონათვალია ზემოთ, საოჯახო ნივთები, გამოსადეგი, რომ შედგეს კინიანი;
ეს ყოველივე არის მტკიცე და შეურყეველი – ხელმოწერა ორი მოწმის.
მოგვაწოდა: რაბანით ჟუჟუნა-სიმხა გაზნელმა
დატოვე კომენტარი