
რწმენის ცამეტი დოგმატი
რაბი მოშენ ბენ მაიმონი
- მე მწამს სრული რწმენით, რომ გამჩენი – კურთხეულია სახელი მისი! -თვით ქმნის და მართავს მთელ ქმნილებებს და ის, მხოლოდ ის ქმნიდა, ქმნის და შექმნის მთელ ყოფიერებას.
- მე მწამს სრული რწმენით, რომ გამჩენი – კურთხეულია სახელი მისი! – ერთიანია და რომ არ არსებობს მისი მსგავსი ერთიანობა არავითარ შეფარდებაში. და ის, მხოლოდ ის იყო, არის და იქნება ღმერთი ჩვენი.
- მე მწამს სრული რწმენით, რომ გამჩენი – კურთხეულია სახელი მისი! – არ არს სხეულებრივი და ვერ განსაზღვრავს მას ნივთიერების თვისება და მას სრულად არ გააჩნია არავითარი მსგავსება.
- მე მსწამს სრული რწმენით, რომ გამჩენი, კურთხეულია სახელი მისი! არს პირველი და უკანასკნელი.
- მე მწამს სრული რწმენით, რომ გამჩენისადმი- კურთხეულია სახელი მისი!-მხოლოდ მისადმი უნდა ვლოცულობდეთ, და მის გარდა არავისადმი ვილოცებთ.
- მე მწამს სრული რწმენით, რომ წინასწარმეტყველთა ყოველი სიტყვა ჭეშმარიტია.
- მე მწამს სრული რწმენით, რომ წინასწარმეტყველება მოშე მასწავლებლისა – მშვიდობამ დაივანოს მასზე! – არს ჭეშმარიტი და ის იყო მის წინამორბედ და მომდევნო წინასწარმეტყველთა მამამთავარი.
- მე მწამს სრული რწმენით, რომ მთელი თორა, რომელიც აწ ჩვენს ხელთაა, ის გადაეცა მოშეს, ჩვენს მასწავლებელს- მშვიდობამ დაივანოს მასზე!
- მე მწამს სრული რწმენით, რომ ეს თორა არ იქნება შეცვლილი და სხვა თორა არ მოვლინდება გამჩენისაგან-კურთხეულია სახელი მისი!
- მე მწამს სრული რწმენით, რომ გამჩენმა – კურთხეულია სახელი მისი უწყის ყოველი ნამოქმედარი ადამის ძეთა და მათი ფიქრნი, როგორც ნათქვამია: ,,განსახავს ერთად მათ გულს, უკვირდება მთელ მათ საქმეებს.“
- მე მწამს სრული რწმენით, რომ გამჩენი – კურთხეულია სახელი მისი! -მიაგებს კეთილს მისი მცნებების დამცველთ და სჯის მისი მცნებების დამრღვევთ.
- მაშიახის მოსვლა მე მწამს სრული რწმენით და თუმცა აყოვნებს, ყოველდღე მაინც ველი, რომ მოვა.
- მე მწამს სრული რწმენით, რომ მოხდება მკვდრეთით აღდგენა იმ დროს, როცა გამოწიაღდება ნება ღმერთისა-კურთხეულია სახელი მისი! – და მისი სახსენებელი ამაღლდება უკუნისამდე, მარადისობიდან, მარადისობამდე!
დატოვე კომენტარი