ელულის თვე – 27-ე მიზმორი და თეშუბის ძალა

თეჰილიმის 27-ე ფსალმუნი

ქართულად

 

   ელულის თვეში მიღებულია, რომ ყოველდილით, შახრითის ლოცვის(დილის ლოცვის) შემდეგ, ითქვას 27-ე თეჰილიმის ფსალმუნი. ბრძანა რაბი იაკობ როკახმა თავის წიგნში ,,ლოცვის ჭიშკრები“(შაყარეი თფილოთ): რომ, ყველა ვინც ამბობს ,,მიზმორ ლედავიდ ორი ვეიშყი“ -ს (27-ე თეჰილიმის ფსალმუნი) როშ-ხოდეშ ელულიდან – სიმხათ თორამდე, მასზე ზემოთ სამყაროებში ცუდი განაჩენიც რომ იყოს გამოწერილი – უქმდება. განდევნიან მისგან ყველანაირ მაბეზღარა ანგელოზებს და ყველა ცუდ და მძიმე განაჩენს აარიდებენ. სასამართლოდან გამოვა სუფთა. და ეღირსება  ბედნიერ და კარგ წლებს… თუმცა ვინც არ ცდილობს თავისი ცუდი საქციელების გამოსწორებას და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფსალმუნის წაკითხვით ელოდება, რომ შეუსრულდება ეს ყველაფერი – ჰგავს იმ ავადმყოფს, რომელმაც იცის, რომ აქვს ძლიერი ანთება და ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს ანტიბიოტიკები, იღებს ვიტამინებს.

27-ე თეჰილიმის ფსალმუნი

1. ლედავიდ: ადო-ნაი, ორი ვეიშყი მიმი ირა; ადო-ნაი მაყოზ ხაიაი, მიმი ეფხად.  2. ბიკროვ ყალაი, მერეყიმ ლეეხოლ ეთ ბესარი: ცარაი ვეოიევაი ლი; ჰემა ხაშელუ ვენაფალუ. 3. იმ თახანე ყალაი, მახანე ლო ირა ლიბი: იმ თაკუმ ყალაი, მილხამა ბეზოთ, ანი ბოტეახ. 4. ახათ, შაალთი მეეთ ადო-ნაი ოთაჰ ავაკეშ: შივთი ბევეთ        ადო-ნაი, ქოლ იემე ხაიაი: ლახაზოთ ბენოყამ ადო-ნაი, ულვაკერ ბეჰეხალო. 5. ქი იცფენენი, ბესუქო ბეიომ რაყა: იასთირენი, ბესეთერ აჰოლო; ბეცურ, იერომემენი.           6. ვეყათა იარუმ როში, ყალ ოიევაი სევივოთაი, ვეეზბეხა ვეაჰოლო, ზივხე თერუყა; აშირა ვააზამერა, ლადო-ნაი. 7. შემაყ ადო-ნაი კოლი ეკრა; ვეხონენი ვაყანენი.                  8. ლეხა, ამარ ლიბი, ბაკეშუ ფანაი; ეთ ფანეხა  ადო-ნაი ავაკეშ. 9. ალ თასთერ ფანეხა, მიმენი ალ თატ ბეაფ, ყავდეხა: ყეზრათი ჰაითა; ალ თიტეშენი ვეალ თაყაზვენი, ელოჰე იშყი. 10. ქი ავი ვეიმი ყაზავუნი: ვადო-ნაი იაასფენი. 11. ჰორენი ადო-ნაი, დარქეხა: უნხენი, ბეორახ მიშორ ლემაყან, შორერაი. 12. ალ თითენენი, ბენეფეშ ცარაი: ქი კამუ ვი ყედე შეკერ, ვიფეახ ხამას. 13. ლულე ჰეემანთი, ლიროთ ბეტუვ ადო-ნაი: ბეერეც ხაიმ. 14.  კავე, ელ ადო-ნაი: ხაზაკ, ვეიაამეც ლიბეხა; ვეკავე, ელ ადო-ნაი.

ქართული თარგმანი

 1. საგალობელი დავიდისა. უფა-ლი ჩემი შუქია და ხსნაა ჩემი, ვის შევუშინდე? უფა-ლი ბურჯია ჩემი სიცოცხლის, ვინ შემაძრწუნებს? 2. როს უკეთურნი მომეახლნენ შთანსათქმელად ჩემი ხორცისა, ჩემი მტრები და მჩაგვრელნი ჩემი – წაბორძიკდნენ და თვითვე დაეცნენ. 3. ბანაკადაც რომ გარს შემომერტყან, გული ჩემი არ შეშინდება, საომრადაც რომ აღიძრან ჩემზე, მას მივენდობი. 4. ერთს შევთხოვ უფა-ლს, ერთს ვეაჯები: უფ-ლის სახლში რომ დავივანო მთელი სიცოცხლე, ვუმზერდე უფ-ლის მშვენიერებას და ტაძარსა მისას მოვიხილავდა.         5. რამეთუ იგი გაჭირვების ჟამს თავის სუქაში შემიფარებს, დამმალავს თავისი კარვის საფარველქვეშ და კლდედ ამამაღლეს. 6. და ჩემს მტრებზე, გარს რომ მერტყმიან, აწ ამაღლდება თავი ჩემი და მის ტაძარში სიხარულის მსვერპლებს შევწირავ, ვუმღერებ და ვუგალობებ უფა-ლსა ჩემსას. 7. ისმინე უფა-ლო, ხმა ჩემი ხმობის, შემიწყალე და პასუხი გამეც. 8. შენგნით მაუწყა გულმა ჩემმა: ,,მოიძიეთო სახება ჩემი“; და აი, ვეძებ სახებას შენსას, უფა-ლო ჩემო. 9. ნუ დამიმალავ სახეს შენსას, ნუ უკუაგდებ მრისხანებით მონასა შენსას. შენ ჩემი შემწე იყავი უწინ – ნუ მიმატოვებ, ნუ განმიდგები, ჩემი ხსნის ღმერ-თო. 10. თუმც მიმატოვეს დედამ და მამამ, შემივრდომა უფალ-მა ჩემმა. 11. მიჩვენო უფა-ლო, გზა შენი და დამაყენე პირდაპირ გზაზე – მტერთა ჩემთა გამოისობით. 12. ნუ გადამცემ მაშუღართ ჩემთა მათი ჟინის აღსასრულებლად, რამეთუ აღსდგნენ ცრუ მოწმენი ჩემს წინააღმდეგ, ძალადობის სულისკვეთებით. 13. აღვიგვებოდი გარეშე რწმენის, რომ ვიხილავდი უფ-ლის სიკეთეს ამ ქვეყანაზე. 14. მიენდე უფა-ლს, გამხნევდი და გაიმაგრე გული შენი და სასოებდე უფ-ლის მიმართ.

 (თარგმანის ავტორი: ეთერ თოფჩიაშვილი)

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑