
სიმღერა ,,შალომ ალეხემ”
ქართული შინაარსი
ყოველ შაბათ ღამეს, სანამ ვაკურთხებთ კიდუშს და მივუსხდებით საშაბათოდ გაწყობილ სუფრას, ვმღერით სიმღერას ,,შალომ ალეხემ”. ცნობილია, რომ როდესაც მამაკაცი ლოცვიდან შინ ბრუნდება, მას თან ორი ანგელოზი მოყვება, ერთი კეთილი და ერთიც ავსული. თუკი ოჯახი საშაბათოდ მომზადებულია (სახლი დალაგებულია, კერძები მომზადებული, ლამაზი სუფრა გაშლილი, სანთლები დანთეული და ა.შ.) – მაშინ კეთილი ანგელოზი ლოცავს ამ ოჯახს და ამბობს: შემდეგ შაბათსაც ასე შეხვედრილიყავითო და ავსულ ანგელოზს სხვა გზა არ აქვს, უნდა თქვას: ამენ – ი. მაგრამ თუ ღ’მერთმა ნუ ქნას, პირიქით არის და ოჯახი არ არის საშაბათოდ მომზადებული, მაშინ ავსული ანგელოზი ამბობს, მომავალი შაბათებიც ასეთი გქონოდეთო და კეთილი ანგელოზიც იძულებული ხდება, თქვას ,,ამენ”-ი. ამიტომ შინ დაბრუნებული მამაკაცი, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, უმღერის ანგელოზებს.
თარგმანი (წყარო: შალომ დავიდი ,,იმანუელ”)
შალომ ყალეხემ, მალახე ჰაშარეთ, მალახე ყელიონ, მიმელეხ მალხე ჰამელახიმ ჰაკადოშ ბარუხ ჰუ.
მშვიდობა თქვენდა, მშვიდობის ანგელოსებო, ზენაარის ანგელოსებო (წარმოგზავნილნო) მეფისაგან, უწმინდესი, კურთხეული მეფეთა მეფისაგან.
ბოახემ ლეშალომ, მალახე ჰაშალომ, მალახე ყელიონ, მიმელეხ მალხე ჰამელახიმ ჰაკადოშ ბარუხ ჰუ.
მშვიდობით მობრძანდებით, მშვიდობის ანგელოსებო, ზენაარის ანგელოსებო (წარმოგზავნილნო) მეფისაგან უწმინდესი, კურთხეული მეფეთა მეფისაგან.
ბარეხუნი ლეშალომ, მალახე ჰაშალომ, მალახე ყელიონ, მიმელეხ მალხე ჰამელახიმ ჰაკადოშ ბარუხ ჰუ.
მშვიდობით მაკურთხეთ, მშვიდობის ანგელოსებო, ზენაარის ანგელოსებო (წარმოგზავნილნო) მეფისაგან უწმინდესი, კურთხეული მეფეთა მეფისაგან.
ბეშივთეხემ ლეშალომ, მალახე ჰაშალომ, მალახე ყელიონ, მიმელეხ მალხე ჰამელახიმ ჰაკადოშ ბარუხ ჰუ.
,,მშვიდობით დაბრძანდით, მშვიდობის ანგელოსებო, ზენაარის ანგელოსებო (წარმოგზავნილნო) მეფისაგან უწმინდესი, კურთხეული მეფეთა მეფისაგან.”
ბეცეთხემლე ლეშალომ, მალახე ჰაშალომ, მალახე ყელიონ, მიმელეხ მალხე ჰამელახიმ ჰაკადოშ ბარუხ ჰუ.
მშვიდობით წაბრძანდით, მშვიდობის ანგელოსებო, ზენაარის ანგელოსებო (წარმოგზავნილნო) მეფისაგან უწმინდესი, კურთხეული მეფეთა მეფისაგან.
ქი მალახავ იეცავე-ლახ, ლიშმორხა ბეხოლ-დერახეხა: ადო-ნაი იშმორ-ცეთეხა უვოეხა, მეყათა ვეყად-ყოლამ.,
რამეთუ ამცნობს თავის ანგელოსთ, რომ შენ დაგიცვან შენს (სავალ) გზებზე. უფა-ლი დაიცავს შენს გასვლას და მოსვლას, ამიერიდან უკუნითი უკუნისამდე.
დატოვე კომენტარი