
ლოცვა ისრაელის ჯარისკაცებზე
(ქართული შინაარსით)
ვინც აკურთხა ჩვენი მამები, აბრაჰამ, იცხაკი და იააკობი, ის აკურთხებს ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცებს, რომელნიც დგანან ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ღ’მერთის ქალაქების სადარაჯოზე, ლიბანის საზღვრიდან ეგვიპტის უდაბნომდე, ხმელთაშუა ზღვიდან არავას მისასვლელამდე. ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში.
დაე ჩვენდამი ამხედრებული ჩვენი მტრები უფა-ლმა შემუსროს მათ წინაშე. უწმინდესმა (კურთხეულია იგი), დაიცვას და გადაარჩინოს ისინი ყოველდგვარი გაჭირვებისა და გასაჭირისაგან, ყოველგვარი სნეულებისა და სალმობიერებისაგან. დაე, წარმოუვლინოს კურთხევა და წარმატება მათ ხელთა ნამოქმედარს. შემუსროს ჩვენი მოძულენი მათ ქვეშ. დაე, დააგვირგვინე ისინი შველისა და გამარჯვების გვირგვინით და აღასრულე, როგორც წერია: ,, რამეთუ უფა-ლი, ღმერ-თი თქვენი იარება თქვენთან, რათა თქვენთვის იომოს თქვენი მტრების წინააღმდეგ, თქვენ რომ გიშველოთ.” წარმოთქვით: ამენ!
წყარო: შალომ დავიდი ,,ემანუელ”
დატოვე კომენტარი