
რაბი შიმყონ ბენ გამლიელი, იყო ერთ-ერთი უდიდესი თანა მთელს თანაიმებს შორის, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ისრაელი ერის სულიერ განვითარებაში.
რაბი შიმყონს ჰყავდა ერთი დამხმარე, სახელად ტავი, რომელიც პატიოსნად ემსახურებოდა თავის ბატონს. ერთხელ რაბმა თხოვნით მიმართა:
– ,,ძვირფასო ტავი, გთხოვ წადი ბაზარში და მომიტანე ყველაზე ძვირფასი და გემრიელი საჭმელი.“
ტავი ბაზარში წავიდა. ხორცის პავილიონში შევიდა, ყასაბისაგან ყველაზე ლამაზი საქონლის ენა იყიდა და თავის ბატონს მიუტანა. ,,ძალიან კარგი. უთხრა რაბიმ – ახლა კი წადი და ბაზრიდან მომიტანე ყველაზე უგემური საჭმელი.“
კაცი ისევ ყასაბთან წავიდა და შინ კვლავ ენით დაბრუნდა.
რაბმა გაუღიმა და ჰკითხა. ,,ძვირფასო ტავი, როცა ყველაზე გემრიელი საჭმლის მოსატანად გაგიშვი, ენა მომიტანე და ახლაც როცა უგემური გთხოვე ენა მოგაქვს, იქნებ ამიხსნა რატომ?
– ,,რაბი, როცა ენა კარგია, არ არსებობს მასზე კარგი და გემრიელი რამ. ხოლო თუ ენა ცუდია, არც მასზე უგემური და ცუდი მოიძებნება რამეო. „- მიუგო დამხმარემ.
აქედან ვსწავლობთ, რომ არ არსებობს ენაზე კარგი და ცუდი რამ. ენით შეგვიძლია ადამიანი მოვკლათ და ენითვე შეგვიძლია დავრდომილს სიცოცხლის ძალა მივცეთ. ენით შეგვიძლია ვილოცოთ, თორა ვისწავლოთ და გავასწავლოთ, სხვისთვის სასიკეთო რამ ვქმნათ… და სწორედ ამ ენითვე შეგვიძლია ჩავიდინოთ ყველაზე საშინელი საქციელებიც. ჩვენს ხელშია, როგორი იქნება ჩვენივე ენა – ყველაზე კარგი თუ ყველაზე ცუდი.
ნეტარ არს კაცი, რომელიც დაიცავს თავის ბაგეს და არ მიაკარებს მას ცბიერებას.
დატოვე კომენტარი