უფალი არასოდეს გტოვებს

ხანდახან როცა ძალიან გჯერა რომ აი საცაა და ყველაფერი კარგი მოვა… როცა ძალიან ბედნიერი ხარ და ცხოვრება გიხარია – ხშირად სწორედ მაშინ გიწყობს ცხოვრება გამოცდებს. სწორედ ამ დროს გიწევს ჩააბარო უფლის წინაშე საბედისწერო გამოცდა… დანებდები, ხელს ჩაიქნევ და იწუწუნებ, თუ ცუდზეც იგივე მადლობას მოუხდი გან-ს, როგორსაც კარგი ამბების დროს უხდი… სწორედ ამ დროს არის საჭირო გაანალიზება იმის, რომ, რაც შენს ცხოვრებაში ხდება – ყველაფერი რაღაც მიზეზით არის და ყველაფერი სასიკეთოდაა. ჩვენ ვერ ვხედავთ დაფარულებს… ჩვენ ვხედავთ ძალიან მცირედს იმ დიდი ,,წიგნიდან”, რომელშიც ყოვლისშემძლე იხედება და გვიწყვეტს ამა თუ იმ რაღაცას. გახსოვდეს ჩემო მეგობარო, უფალს იმაზე მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ადვილია დანებება, ადვილია დეპრესიაში ჩავარდა, ადვილია უმოქმედოდ ყოფნა – მაგრამ ამ ყველაფერს არაფრამდე მიჰყავს ადამიანი… თუ არის რწმენა იმისა, რომ ყველაფერი უფლიდან არის ( და ჩვენ ვიცით რომ მას მხოლოდ კარგი სურს ჩვენთვის) მაშინ სანერვიულოც არაფერია. ყველაფერი კარგად იქნება. რაღაცის დასასრული – რაღაცის დასაწყისს ნიშნავს. როცა ერთ კარს გიკეტავს ცხოვრება – იქვე გიღებს მეორეს… მშვიდად, წყნარად და რწმენით აღსავსემ გადააბიჯე ცხოვრების კარის თითოეულ ახალ ზღურბლს და გახსოვდეს: მამაშენი, უფალი, სამყაროს და ყველაფრის მეფეა…!!! ვისი ან რისი უნდა გეშინოდეს, როცა ის შენთანაა და გიცავს! წინ იარე მეგობარო და არ დაგცეს ცხოვრების სირთულეებმა. გზა ხშირად რთულია სავალად, მაგრამ ის ხომ მაინც ყველამ ვიცით ვინ გველოდება გზის ბოლოს…სხვა თუ არაფერი მხოლოდ ამიტომ ღირს წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება …


დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑