
რაბი ელაზარი ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა. იგი განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობის სიყვარულით გამოირჩეოდა. ეს სიყვარული იმდენად ღრმა და დიდი იყო, რომ თავისი სოფლის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მცხოვრებლები გაფრთხილებული ჰყავდა, რომ თუკი ვინმე უცხო მოხვდებოდა მათ მხარეს და ღამის გასათენებელს, ანდაც დასაპურებელ ადგილს მოითხოვდა, მაშინვე მისი სახლისკენ გამოეგზავნათ. რათა უცხო მხარეში მოსულ ადამიანებს თავი მარტო არ ეგრძნოთ და სწრაფადვე ჰქონოდათ დასვენებისა და დანაყრების საშუალება.
სახლში მოსულ სტუმარს, რაბი ელაზარი განსაკუთრებული სიმხიარულით ხვდებოდა. თუკი რამ ჰქონდა სახლში სანოვაგე, უმასპინძლდებოდა, აჭმევდა-ასმევდა, მოასვენებდა და ბოლოს დასაძინებელდან საწოლსაც სთავაზობდა. ამ საწოლზეც ლამაზ და სუფთა თეთრეულს გადაუფარებდა, რათა სტუმარს თავისი მაქსიმალურად კონფორტულად და კარგად ეგრძნო. იმ შემთხვევაში თუკი ღარიბი აღმოჩნდებოდა მისი სტუმარი, წასვლისას, შეძლებისდაგვარად – ფულსაც ჩუქნიდა, რადგან სახლამდე წასვლა გაადვილებოდა და გზაში თავი გაეტანა.
ზემოთა სამყაროში, დიდი მოწონება და შექება დაიმსახურა მისმა საქციელმა. შეუქეს რაბს სტუმართ-მასპინძლობის მიცვისადმი ასეთი თავდადება და გადაწყვიტეს მისთვის გამოცდის მოწყობა, რადგან ენახათ, გამოცდის დროსაც იგივენაირი სიმხიარულით შეასრულებდა ამ მიცვას თუ არა.
ს’ატანმა თქვა, მე წავალ მის გამოსაცდელად და მე გამოვცდიო… რაზეც ელიაჰუ ჰანავი შეეწინაღმდეგა და უთხრა, რომ ის არ იყო შესაფერისი, ამ გამოცდაზე წასასვლელად და ამიტომ, თვითონვე წავიდოდა. ასე და ამგვარად წავიდა ელიაჰუ ჰანავი, რაბი ელაზარის გამოსაცდელად.
შაბათ დღეს, შუადღის შემდეგ რაბის კარზე კაკუნი გაისმა. ზღურბლს მიღმა, ხელჯოხიანი, ზურგზე ბარგაკიდებული გაჭირვებული კაცი იდგა და გამასპინძლებას ითხოვდა. ,,შაბათ შალომო“ – თქვა მოსულმა სტუმარმა…
წესის მიხედვით, რადგანაც ღარიბი კაცი შაბათს არღვევდა, შეეძლო რაბი ელაზარს მისი ქუჩაში გაგდება, როგორც შაბათის შემლახველის… მაგრამ ამის და მიუხედავად, მან მაინც მიიღო სახლში, გაუმასპინძლდა როგორც წესი და რიგი იყო, დაასვენა, შემდეგ შაბათ გამავალზე, მეოთხე სეყუდის – სუფრაზეც კარგად ასვა და აჭამა, დასაძინებელი ადგილიც გამოუნახა და კვირას დილით – ისევ გემრიელი საუზმით უმასპინძლა. არცერთხელ არ დაუძრავს კრინტი – შაბათის შელახვის ამბავზე და არც ის უკითხავს თუ რატომ არღვევდა შაბათს, რათა სტუმარს თავი შეურაწყოფილად არ ეგრძნო. როცა ღარიბი სტუმრის წასვლის დრო დადგა, რაბმა, როგორც წესად ჰქონა, მასაც მისცა გარკვეული თანხა და გულმხიარულმა, ისევ მომღიმარე სახით, მშვიდობიანად გაუშვა სტუმარი თავის გზაზე.
აი ნახეს, რომ რაბი ელაზარის სიყვარული – სტუმართ-მასპინძლობისა, ნამდვილია და ჭეშმარეტია. მან გამოცდა ჩააბარა, ამიტომ სანამ ღარიბი წავიდოდა მიუბრუნდა მას და უთხრა: ,, მე ელიაჰუ ჰანავი ვარ, ზემოთ სამყაროდან, სპეციალურად შენს გამოსაცდელად ჩამოვედი და რადგან შენ ეს გამოცდა ასე კარგად ჩააბარე, რომ მიუხედავად იმისა რომ შენ სულიერებაში დიდ სიწმინდეში ხარ, მაგრამ შაბათის შემლახველი ღარიბი სტუმარი მაინც არ შეარცხვინე და სიყვარულით მიიღე, ამის მადლით და სტუმარ-მასპინძლობის მადლით, გეღირსება ისეთი წმინდა შვილი, რომელიც მთელი ისრაელის შვილის მანათობელ მზედ იქნება და მთელი ისრაელის შვილებს თორის სინათლით აავსებსო…“
ამ ამბის შემდეგ, მას მართლაც შეეძინა უწმინდესი შვილი, რომელმაც მთელს სამყაროში ახალი სულიერი მიმართულება შემოიტანა – ხასიდიზმის სახით და გახდა მართლაც რომ მანათობელი სხივი მთელი ისრაელის შვილებისა, თაობიდან თაობებში – და ეს წმინდანი გახლდათ რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვ ჰაკადოში. კურთხეულია წმინდანთა ხსოვნა
დატოვე კომენტარი