დილის ძირითადი ლოცვები (ქართული შინაარსით)

როცა გაიღვიძებთ  იტყვით ,,მოდე ანი“-ს.

მოდე  (ქალი ამბობს მოდაანი ლეფანეხა მელეხ ხაი ვეკაიამ, შეჰეხეზართა ბი ნიშმათი ბეხემლა, რაბა ემუნათეხა:

მადლიერი ვარ მე შენს წინაშე, მეფევ უკვდავო და არსებულო, რამეთუ დააბრუნე ჩემში ჩემი სული. დიადია შენი რწმენა.

დაიბანთ ხელებს მორიგეობით სამ-სამჯერ და სანამ გაიმშრალებდეთ იტყვით:

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, აშერ კიდეშანუ ბემიცვოთავ, ვეცივანუ ყალ ნეტილათ იადაიმ.

კურთხეული ხარ შენ, უფა-ლო, ღმერ-თო ჩვენო, რამეთუ განგვწმინდე მცნებებით და გვამცნე ხელთდაბანა.

საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, აიღებთ ნეტილას და აკურთხებთ ,,აშერ იაცარ“-ს (თუ იმ მომენტში დაგავიწყდებათ კურთხევა, შეგიძლიათ აკურთხოთ 72 წუთის განმავლობაში)

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, აშერ იაცარ  ეთ ჰაადამ ბეხოხმა, უვარა ვო ნეკავიმ ნეკავიმ , ხალულიმ ხალულიმ. გალუი ვეიადუაყ ლიფნე ხისე ხევოდეხა, შეიმ ისათემ ეხად მეჰემ, ო იმ იფათეახ ეხად მეჰემ, ი ეფშარ ლეჰითკაიემ აფილუ შაყა ეხათ. ბარუხ ათა ადო-ნაი, როფე ხოლ ბასარ უმაფლი ლაყასოთ:

კურთხეული ხარ შენ, უფა-ლო, ღმერ-თო ჩვენო, სამყაროს მეუფევ, რამეთუ განსახე ადამიანი და შექმენი მასში ნასვრეტ-ნასვრეტნი, ღრმულ-ღრმულნი. გამხელილია და ცნობილია შენი დიდების ტახტის წინაშე, რომ თუ დაიხშოს ერთი მათგანი, ან თუ გაიხსნას ერთი მათგანი, შეუძლებელია არსებობა თუნდაც ერთი საათით. კურთხეული ხარ, უფა-ლო, ყოველი ხორციელის მკურნალო და სასწაულმოქმედო.

ელოჰაი ნეშამა

ელოჰაი, ნეშამა შენათათა ბი ტეჰორა, ათა ვერათაჰ, ათა იეცართაჰ, ათა ნეფახთაჰ ბი, ვეათა მეშამერაჰ ბეკირბი, ვეათა ყათიდ ლიტელაჰ მიმენი ულჰახაზირაჰ ბი ლეყათიდ ლავო. ქოლ ზმან შეჰანეშამა ბეკირბი,მოდე (ქალი ამბობს– მოდა)  ანი ლეფანეხა, ადო-ნაი ელო-ჰაი ვეელო-ჰე ავოთაი, რიბონ ქოლ ჰამაყასიმ, ადონ ქოლ ჰანეშამოთ.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ჰამახაზირ ნეშამოთ ლიფგარიმ მეთიმ:

ღმერ-თო! სული, რომელიც შთანერგე ჩემში, სუფთაა იგი. შენ წარმოჰქმენ, შენ განსახე, შენ შთაჰბერე ის ჩემში, შენ იცავ მას ჩემს შიგნეულში. ჩემგან მიიღებ მას მომავალში, დააბრუნებ ჩემში მომავალ მერმისს. ყოველ ჟამს, სანამ სულია ჩემს შიგნეულში, მე შენს წინაშე ვარ მადლიერი. გამ-ჩენო, ღმერ-თო, ჩემი მამების ღმერ-თო, მთელ ქმნილებათა მბრძანებელი ხარ, სულთა უფა-ლო, არსებათა განმგებელო, უკვდავო და მარადარსებულო. კურთხეული ხარ, უფა-ლო, მიცვალებულთა გვამებში სულთა დამბრუნებელო.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, ჰანოთენ ლასეხვი ბინა, ლეჰავხინ ბენ იომ უვენ ლაილა:

კურთხეული ხარ, უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, მამლისთვის გონიერების მბოძებელო, დღე ღამისგან რომ გაარჩიოს.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, ფოკეახ ყივრიმ:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, ბრმობისთათვის თვალხილულობის მიმმადლებელო.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, მათირ ასურიმ:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, პყრობილთა განმათავისუფლებელო.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, ზოკეფ ქეფუფიმ:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, მოხრილთა გამმართველო.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, მალბიშ ყარუმიმ:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, შიშველთა შემმოსველო.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, ჰანოთენ ლაიაყეფ ქოახ:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, მაშვრალისათვის ძალის მბოძებელო.

 ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, როკაყ ჰაარეც ყალ ჰამაიმ:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, წყალზე დედამიწის განმავრცობო.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, ჰამეხინ მიცყადე გავერ:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, ადამიანის ნაბიჯთა წარმართველო.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელოჰ-ენუ მელეხ ჰაყოლამ, შეყასა ლი ქოლ ცორქი:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, რამეთუ ჰქმენ ჩემთვის მთელი ჩემი სამჭირნო.

 ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, ოზერ ისრაელ ბიგვურა:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, გარშემომრტყმელო ისრაელისა გმირობით.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, ყოტერ ისრაელ ბეთიფარა:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, რამეთუ აგვირგვინებ ისრაელს მშვენიერებით.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, შელო ყასანი გოი (ქალი ამბობს-გოია )

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, წარმართად რომ არ შემქმენი.

ბარუხ ათა ადო-ნაი, ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ. შელო ყასანი ყავედ (ქალი ამბობს-შიფხა)

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, მონად რომ არ შემქმენი.

(ქალი წარმოსთქვამს შემდეგნაირად) : კურთხეული ხარ უფა-ლო ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, რომ არ შემქმენი მხევლად.

ბარუხ ათა ადო-ნაი ელო-ჰენუ მელეხ ჰაყოლამ, შელო ყასანი იშა 

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, დიაცად რომ არ შემქმენი.

(ქალი ამბობს გამჩენის სახელის გარეშე – ბარუხ შეყასანი ქირცონო)

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, რამეთუ შემქმენი შენი ნებისამებრ.

ბარუხ ათა ადონაი, ელოჰენუ მელეხ ჰაყოლამ, ჰამაყავირ ხევლე შენა მეყენაი უთნუმა მეყაფყაფაი:

კურთხეული ხარ უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო, სამყაროს მეუფევ, ჩვენს თვალთაგან მძინარების გარდამვლენო და თვლემისა ჩვენს წამწამთაგან.

ვიჰი რაცონ მილეფანეხა ადონაი, ელოჰაი ველოჰე ავოთაი,შეთარგილენი ბეთორათეხა ვეთადბიკენი ბემიცვოთეხა, ვეალ თევიენი ლიდე ხეტ,ველო ლიდე ყავონ, ველო ლიდე ნისაიონ, ველო ლიდე ვიზაიონ. ვეთარხიკენი მიეცერ ჰარაყ, ვეთადბიკენი ბეიეცერ ჰატოვ, ვეხოფ ეთ იცრი ლეჰიშთაყბედ – ლახ. უთნენი ჰაიომ უვხოლ იომ ლეხენ ულხესედ ულრახამიმ, ბეყენეხა უვყენე ხოლ როაი, ვეგომლენი ხასადიმ ტოვიმ. ბარუხ ათა ადონაი, გომელ ხასადიმ ტოვიმ ლეყამო ისრაელ:

დაე, იყოს შენი ნება, ჩვენო ღმერ-თო და ჩვენი მამების ღმერ-თო, რომ მიგვაჩვიო შენს თორა-მოძღვრებას და შეგვამჭიდროო შენი მცნებებით. ნუ მიგვიყვან ცოდვამდე და დამნაშავეობამდე, ნურც ცდუნებამდე და არც დამცირებამდე. განგვარიდე ბოროტ წადილს და შეგვამჭიდროვე კეთილი ნებით. მოგვმადლე ჩვენ სიყვარული, სანდომიანობა, შემწყალება და შებრალება შენს თვალში და ყველა ჩვენი მხილველის თვალში. დაე მოგვაგე ჩვენ კეთილმოწყალება. კურთხეული ხარ უფა-ლო, რამეთუ კეთილმოწყალებას მიაგებ ისრაელს, შენს ხალხს.

იეჰი რაცონ მილეფანეხა ადონაი ელოჰაი ველოჰე ავოთაი, შეთაცილენი ჰაიომ უვხოლ-იომ ვაიომ მეყაზე ფანიმ უმეყაზუთ ფანიმ, მეადამ რაყ, მიეცერ რაყ, მეხავერ რაყ, მიშახენ რაყ, მიფეგაყ რაყ, მეყაინ ჰარაყ, უმილაშონ ჰარაყ. მიმალშინუთ მეყედუთ შეკერ. მისინათ ჰაბერიოთ. მეყალილა, მიმიტა მეშუნა, მეხოლაიმ რაყიმ. მიმიკრაიმ რაყიმ,მიდინ კაშე უმიბაყალ დინ კაშე, ბენ შეჰუ ვენ ბერით უვენ შეენო ვენ ბერით უმედინა შელ გეჰინამ.

დაე იყოს შენი ნება, უფა-ლო, ჩვენო ღმერ-თო და ჩვენი მამების ღმერ-თო, რომ გვიხსნა, დღეს და დღენიადაგ, კადნიერთაგან და კადნიერებისგან, ბოროტი კაცისგან, ავზნე ქალისგან, ბოროტი წადილისგან, ავგული მეგობრისგან, ბოროტეული მეზობლისგან, ბედითი ხიფათისაგან, ავთვალისაგან, ენაბოროტისაგან, ცრუმოწმეობისაგან, ხალხთა სიძულვილისაგან, ცილისწამებისაგან, უცანური სიკვდილისაგან, ბოროტეულ სნეულებათაგან, ცუდი შემთხვევებისაგან, მძიმე მსჯავრისაგან, მძიმე მოქიშპისაგან, რომელიცაა აღთქმის ძე, ან არ არს ძე აღთქმისა ( მას მნიშვნელობა არა აქვს) და ჯოჯოხეთის მსჯავრისაგან.

თორის კურთხევები

ბარუხ ათა ადონაი, ელოჰენუ მელეხ ჰაყოლამ, აშერ კიდეშანუ ბემიცვოთავ, ვეცივანუ ყალ დივრე თორა.

კურთხეული ხარ უფა-ლო, ღმერ-თო ჩვენო, სამყაროს მეუფევ, რამეთუ განგვწმინდე შენი მცნებებით და გვამცნე თორის სიტყვანი.

ვეჰაყარევ ნა ადონაი ელოჰენუ ეთ დივრე თორათეხა, ბეფინუ უვფიფიოთ ყამეხა ბეთ ისრაელ, ვენიჰიე ანახნუ ვეცეეცაენუ ვეცეეცაე ცეეცაენუ, ქულანუ იოდეყე შემეხა ველომედე თორათეხა ლიშმაჰ. ბარუხ ათა ადონაი, ჰამელამედ თორა ლეყამო ისრაელ.

უფა-ლო, ღმერ-თო ჩვენო! დაე, საამოდ ჰყავ ჩვენს ბაგეზე სიტყვანი შენი თორისა და შენი ხალხის – ისრაელის სახლეულის ბაგეზე. ვიყოთ ჩვენ და ჩვენი ნაშიერნი და ჩვენს ნაშიერთა ნაშიერნი, ჩვენ, ყველა, შენი სახელის შემმეცნებელნი და შემსწავლელნი შენი თორისა შენი სახელისთვის. კურთხეული ხარ უფა-ლო (რამეთუ) შეასწავლი თორას შენს ხალხს – ისრაელს.

ბარუხ ათა ადონაი, ელოჰენუ მელეხ ჰაყოლამ, აშერ ბახარ ბანუ მიქოლ-ჰაყამიმ, ვენათან ლანუ-ეთ თორათო. ბარუხ ათა ადონაი, ნოთენ ჰათორა.

კურთხეული ხარ, უფა-ლო, ღმერ-თო ჩვენო, სამყაროს მეუფევ, რამეთუ გამოგვარჩიე მთელი ხალხებისაგან და გვიბოძე შენი თორა. კურთხეული ხარ შენ, უფა-ლო, თორის მბოძებელო.

ვაიდაბერ ადონაი ელ მოშე ლემორ: დაბერ ელ აჰარონ ვეელ ბანავ ლემორ, ქო თევარეხუ ეთ ბენე ისრაელ, ამორ ლაჰემ: იევარეხეხა ადონაი ვეიშმერეხა; იაერ ადონაი ფანავ ელეხა ვიხუნექა; ისა ადონაი ფანავ ელეხა, ვეიასემ ლეხა შალომ; ვესამუ ეთ შემი ყალ ბენე ისრაელ, ვაანი ავარეხემ:

და ელაპარაკა უფა-ლი მოშეს, ამ თქმით: ელაპარაკე აჰარონს და მის ძეებს, ამ თქმით: ასე აკურთხეთო ძენი ისრაელისა (და) მათ უთხარით: გაკურთხებს უფა-ლი და დაგიცავს! უფა-ლი გაანათებს თავის სახეს შენდამი და შეგიწყალებს. უფა-ლი თავის სახეს მოგაპყროს შენ და მოგიძღვნის მშვიდობას! ჩემი სახელი დადვან ისრაელის ძეებზე და მათ ვაკურთხებ მე.

თარგმანის ავტორი და რედაქტორი: შალომ დავიდი (თარგმნილი ტექსტი აღებულია სიდურიდან ,,იმანუელ”)

შემაყ ისრაელ

შემაყ ისრაელ, ადო-ნაი, ელო-ჰენუ, ადო-ნაი ეხად:

ისმინე ისრაელო! უფა-ლი, ჩვენი ღმერ-თი, არს უფა-ლი ერთიანი:

(ჩურჩულით) ბარუხ შემ ქევოდ მალხუთო, ლეყოლამ ვაყედ.

კურთხეულია მისი მეუფების დიადი სახელი სამარადისოდ. (ჩურჩულით)

ვეაჰავთა ეთ ადო-ნაი ელო-ჰეხა ბეხოლ ლევავეხა უვხოლ ნაფშეხა, უვხოლ მეოდეხა. ვაჰაიუ ჰადევარიმ ჰაელე, აშერ ანოხი მეცავეხა ჰაიომ, ყალ ლევავეხა. ვეშინანთამ ლევანეხა, ვედიბართა ბამ ბეშივთეხა ბევეთეხა, უვლეხთეხა ბადერეხ, უვშოხბეხა უვკუმეხა. უკშარიმ ლეოთ ყალ იადეხა, ვეჰაიუ ლეტოტაფოთ ბენ ყენეხა. უხთავთამ ყალ მეზუზოთ ბეთეხა უვიშყარეხა.

გიყვარდეს უფა-ლი, შენი ღმერ-თი, მთელი შენი გულით და მთელი სულით, მთელი შენი შეძლებით. და ეს სიტყვები, რომლებსაც დღეს გამცნობ, გულში გქონდეს. შთააგონებდე შენს ძეებს და საუბრობდე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და შენი სვლის (ჟამს) გზაზე. ოდეს წვები და ოდეს დგები. მიიბნიე ნიშნად ხელზე და სამკაულად შენს თვალთა შორის. წააწერე ისინი შენის სახლის ამყოლებსა და კარებს.

ვეჰაია იმ შამოაყ თიშმეყუ ელ მიცვოთაი, აშერ ანოხი მეცავე ეთხემ ჰაიომ, ლეაჰავა ეთ ადო-ნაი ელო-ჰეხემ ულყოვდო ბეხოლ ლევავხემ უვხოლ ნაფშეხემ, – ვენათათი მეტარ არცეხემ ბეყითო იორე უმალკოშ, ვეასაფთა დეგანეხა, ვეთიროშხა ვეიცჰარეხა. ვენათათი ყესევ ბესადხა ლივეჰემთეხა, ვეახალთა ვესავაყთა. ჰიშამერუ ლახემ, ფენ იფთე ლევავხემ ვესართემ ვაყავადთემ ელო-ჰიმ ახერიმ ვეჰიშთახავითემ ლაჰემ. ვეხარა აფ ადო-ნაი ბახემ, ვეყაცარ ეთ ჰაშამაიმ ველო იჰიე მატარ, ვეჰაადამა ლო თითენ ეთ იევულაჰ, ვაავადთემ მეჰერა მეყალ ჰაარეც ჰატოვა, აშერ ადო-ნაი ნოთენ ლახემ , ვესამთემ ეთ დევარაი ელე ყალ ლევავხემ ვეყალ ნაფშეხემ, უკშართემ ოთამ ლეოთ ყალ იდეხემ ვეჰაიუ ლეტოტაფოთ ბენ ყენეხემ. ველიმადთემ ოთამ ეთ ბენეხემ ლედაბერ ბამ ბეშივთეხა ბევეთეხა უვლეხთეხა ბადერეხ, უვშოხბეხა უვკუმეხა. უხთავთამ ყალ მეზუზოთ ბეთეხა უვიშყარეხა. ლემაყან ირბუ იემეხემ ვიმე ბენეხემ ყალ ჰაადამა, აშერ ნიშბაყ ადო-ნაი ლაავოთეხემ ლათეთ ლაჰემ, ქიმე ჰაშამაიმ ყალ ჰაარეც.

და თუ შეგონებით შეიგონებთ ჩემს მცნებებს, რომლებსაც დღეს გამცნობთ თქვენ, რათა გიყვარდეთ უფა-ლი, თქვენი ღმერ-თი, და მსახურებდეთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით, დროულად მივცემ თქვენს ქვეყანას წვიმას, ადრეულსა და გვიანს, მოიწევ პურეულს, მაჭარს და ზეთს. მივცემ ბალახს შენს ყანას და პირუტყვისათვის. ჭამე და გაძეხი. გაფრთხილდით თქვენ, არ შეცდეს თქვენი გული, არ განშორდეთ (სწორ გზას), არ მსახურობდეთ უცხო ღმერ-თებს და არ სცეთ თაყვანი მათ. თორემ უფ-ლის რისხვა აღიგზნება თქვენში, დახშავს ზეცას და აღარ იქნება წვიმა, მიწა თავის მოსავალს არ მოგცემთ და უმალ წარიხოცებით ამ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფა-ლი. თქვენს გულსა და სულში აღბეჭდეთ ეს ჩემი სიტყვები, ხელზე მიიბნიეთ ისინი ნიშნად და სამკაულად თქვენს თვალთა შორის. ასწავლეთ თქვენს ძეებს, ელაპარაკეთ მის შესახებ შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას. წააწერე შენი სახლის ამყოლებსა და შენს კარიბჭეებს, რათა იმრავლონ თქვენმა დღეებმა და თქვენს ძეთა დღეებმა ამ მიწაზე, რომელიც ფიცით აღუთქვა უფა-ლმა თქვენს მამამთავრებს, მათთვის მისაცემად, ვით დღენი ცისანი დედამიწაზე.

ვაიომერ ადო-ნაი ელ მოშე ლემორ: დაბერ ელ ბენე ისრაელ ვეამართა ალეჰემ, ვეყასუ ლაჰემ ციცით ყალ ქანფე ბიგდეჰემ ლედოროთამ, ვენათნუ ყალ ციცით ჰაქანაფ ფეთილ თეხელეთ. ვეჰაია ლახემ ლეციცით: ურითემ ოთო უზხართემ ეთ ქოლ მიცვოთ ადო-ნაი ვაყასითემ ოთამ, ველო თათურუ ახარე ლევავხემ ვეახარაე ყენეხემ, აშერ ათემ ზონიმ ახარეჰემ. ლემაყან თიზქერუ ვაყასითემ, ეთ ქოლ მიცვოთაი ვიჰითემ კედოშიმ ლეელოჰეხემ. ანი ადო-ნაი ელო-ჰეხემ, აშერ ჰოცეთი ეთხემ მეერეც მიცრაიმ ლიჰიოთ ლახემ ლეელოჰიმ, ანი ადო-ნაი ელო-ჰეხემ. ადო-ნაი ელო-ჰეხემ, ემეთ:

ამ თქმით უთხრა უფა-ლმა მოშეს: ელაპარაკე ისრაელის ძეებს, უთხარი მათ: გაიკეთონ თავიანთთვის ფოჩები სამოსლის კიდეებზე თაობიდან თაობაში. ცისფერი ძაფი ჩაატანონ კიდურა ფოჩს და გქონდეთ ფოჩად, და როს იხილავთ მას გაიხსენეთ უფ-ლის ყველა მცნება, აღასრულეთ და არ აჰყვეთ თქვენს გულისთქმას და თვალთა (მზერას), რამეთუ თქვენ მრუშობთ მათ კვალდაკვალ, რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ მთელს ჩემს მცნებებს, რომ წმინდანნი იყოთ თქვენი ღმერთისთვის. მე ვარ უფა-ლი, თქვენი ღმერ-თი, რომელმაც გამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერ-თი ვიყო. მე ვარ უფა-ლი, თქვენი ღმერ-თი.

თარგმანის ავტორი და რედაქტორი: შალომ დავიდი (თარგმნილი ტექსტი აღებულია სიდურიდან ,,იმანუელ”)

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑