არასოდეს დანებდე!- ყოველთვის არის იმედი

ავტორი: მაია კვესლი

თუკი გარშემო ყველა გეუბნება : დანებდი! არაფერი გამოვა! – აიხედე ცაში, ფართოდ გაახილე თვალები და დააკვირდი ბნელ ღამეს. ხანდახან, ერთი შეხედვით ცაზე ვარსკვლავები საერთოდაც არ მოჩანან… თითქოს მხოლოდ სიბნელე ხვდება თვალის არეალს და მაშინვე უკუნი სიბნელის შთაბეჭდილებას გვიტოვებს, ხოლო თუ კარგად დავაკვირდებით, აუცილებლად დავინახავთ, მოკაშკაშე ვარკსვლავებს, რომლებიც მართალია ალაგ-ალაგ, მაგრამ მაინც მოჩანან და აკაშკაშებენ წყვდიადს… ესეც არაა ყველაფერი – ამ სიბნელის მიღმა, უამრავი ვარკსვლავია დამალული – რასაც შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, თუმცაღა თუ სპეციალური ტელესკოპით დავაკვირდებით აუცილებლად შევძლებთ მის დანახვას! მეგობარო, ცხოვრებაც ასეა ! რაც არ უნდა დიდი გასაჭირისა და დარდის წინაშე იდგე! რაც არ უნდა გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი! გახსოვდეს, რომ – შენს ცხოვრებაშიც არიან მოკაშკაშე, მოციმციმე ვარკსვლავები იმედის სახით – მთავარია ამდენ ბნელში შეძლო მათი დანახვა და წინა პლანზე წამოწევა. ადამიანებს რატომღაც იმის დანახვა უფრო გვიყვარს, რაც მეტია – მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ბრილიანტის ერთი ქვა, წონის მილიონ ჩვეულებრივ ქვას… ეძებეთ საკუთარი ბედნიერების მიზეზები, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია ამქვეყნად. ჩვენს ცხოვრებაში უამრავი ვარსკვლავებია, რომლებიც ხან ჩანან, ხან არა – მაგრამ, რაც მთავარია არსებობენ – და ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოანათებენ!

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑