
,,მოდა ანი” – მადლიერი ვარ
მადლიერი ვარ შენი, მეფევ ცოცხალო და არსებულო, რამეთუ გულმოწყალებით დამიბრუნე სული ჩემი, დიდია ჩემი ნდობა შენს მიმართ
,,ნეტილათ იადაიმ” -ლოცვა ხელის დაბანის შემდეგ
კურთხეული ხარ გამჩენო, ღმერთო ჩვენო, სამყაროს მეფეო, რომელმაც გაგვწმინდე თვისი მცნებებით და გვამცნე ხელის ბანის შესახებ.
,,აშერ იაცარ” – რომელმაც შეჰქმნა
კურთხეული ხარ, შენ, გამჩენო, ღმერთო ჩვენო, სამყაროს მეუფევ, რომელმაც ბრძნულად გააჩინა ადამიანი, შეჰქმნა მასში პატარა ნასვრეტები, ხვრელები-შიდა ღრმულები, ხილული და ცნობილია შენი დიდების ტახტის წინაშე, რომ თუ მათგან ერთი რომელიმე გაიხსნება ან ჩაიკეტება, ადამიანის არსებობა და შენს წინაშე დგომა შეუძებელია ერთი საათიც კი. კურთხეული ხარ გამჩენო, ყველა ხორციელის (სულიერის) განმკურნებელო, ქმედებით განმაცვიფრებელო.
,,ელოჰაი ნეშამა” – სული, რომელიც ჩამიდგი
ღმერთო ჩემო, სული, რომელიც ჩამიდგი, ანკარაა იგი. შენ გააჩინე, შენ შეჰქმენი იგი, შენვე შთამბერე იგი და იცავ მას ჩემში, შემდეგში შენვე წამართმევ მას, რათა ისევ დამიბრუნო იგი მერმისში. ყოველ ჟამს, ვიდრე სული მიდგას პირში, მადლიერი ვარ შენი, გამჩენო, ღმერთო ჩემო და ჩემი მამების ღმერთო, ყველა ქმნილებათა მფლობელო, სულთა მეუფეო. კურთხეული ხარ, გამჩენო, გარდაცვლილთა გულ-გვამში სულების დამაბრუნებელო.
წყარო: ,,მადლიერი ვარ”
დატოვე კომენტარი