რა გააკეთე შველის დასაახლოვებლად?

სურათზე გამოსახულია, ლუბავიჩელი რებე – მენახემ მენდელ შნეორსონი

1950 წელს, ადმორ მილუბავიჩი (რაბი იოსეფ იცხაკი) ხალხის წინაშე ასეთი განცხადებით წარსდგა : ,,სწრაფი თეშუბით, სწრაფი შველა იქნება! უკვე დასრულდა ყოველგვარი სამსახური გალუთიდან გამოსასვლელად. მცირე ნაწილიღა არის გასაწმენდი. მოემზადეთ მაშიახის სახის სახილველად.“

     მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ჩვენი თაობა მაინც გალუთის ბოლო და გეულის პირველ თაობად იხსენიება, რადგან უკვე გალუთის მიწურულში ვიმყოფებით. ,,ვდგავართ, რათა წმინდა ქვეყანაში შევიდეთ.“ შემდეგ კი მარადიული შველა იქნება. ამისთვის კი შიშით მოლოდინი, ლოცვა და შველის თხოვნა გვჭირდება.

     ყოველი ადამიანი მოვალეა, სულიერი ანგარიში გააკეთოს იმის შესახებ, თუ დღემდე რა გააკეთა შველის მოსაახლოებლად და მაშიახის მოსაბრძანებლად.

     მაშიახ ციდკენუ , მოუთმენლად ელის, რომ ისრაელი ერი ტანჯვისაგან იხსნას. როდესაც ყოველი ჩვენთაგანი შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, დაჩქარდება მაშიახის მობრძანება. თითოეულ ჩვენგანს დიდი მოვალეობა გვაკისრია. მაშიახ ციდკენუ მადლობას გადაუხდის ყველას, ვინც იზრუნა მისი მოსვლის დაჩქარებისათვის. მადლობის ნიშნად დამატებით მისცემს შუქს და სულიერ ძალას თავისი ძალებიდან. ასევე მისცემს , როგორც თორის სწავლის უნარს, აგრეთვე მატერიალურ სიმდიდრეს.

     ზემოთ თქმული მოვალეობის გარდა, ჩვენს თაობას მოციქულობაც დაევალა. ყოველი ჩვენთაგანი მოვალეა გავლენა იქონიოს სხვებზე. ხაბადის ადმორმა, თაობის ყოველ წარმომადგენელს დაავალა, ,,მანათობელი სანთელი იყოს“. გარდა საკუთარი ოჯახის წევრებისა, თორის და  მიცვის შუქით გზა გაუნათოს ყველას, ვინც მის ირგვლის იმყოფება. გალუთის სიბნელე ამით გაბათილდება, რასაც მოჰყვება გეულის შუქი.

     ყოველივე ზემოთ თქმულის მიმართ, როცა ადამიანი სულიერ ანგარიშს გააკეთებს, ყოველ მოქმედებას სწორად განსჯის, თეშუბაზე დაბრუნდება და სურვილი გაუჩნდება, თაობას სიკეთე მოუტანოს მაშიახის მობრძანების დაჩქარებით.

     გვაქვს ამის სურვილი თუ არა, წინაპართა ადგილს ვიკავებთ. თაობიდან თაობას გადაეცემა მოვალეობაც. წინაპრებმა გაგვიკვალეს გზა და ჩვენთვის ,,მცირე საქმე“ დარჩა სისრულეში მოსაყვანი.

     წინაპარმა ბრძენება განგვიმარტეს, რა დიდი ტანჯვა გველის იმ შემთხვევაში, თუ მაშიახი ჩვენი თეშუბით არ მოვა… ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული…

     დაე ყოვლისშემძლე გამჩენმა ჩვენს დღეებში მოგვიბრძანოს მაშიახი და მთელი ისრაელის ერი ვეღირსოთ აშენებული ბეთ-ჰამიკდაშის ხილვას ამენ ქენ იეი რაცონ…

წყარო: ,,მაშიახის დღეები“  


დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑