
– როდის მოვა მაშიახი? ამ კითხვას თალმუდი (გრაგნილი სანჰედრინი) ასე პასუხობს: ,,ეღირსებათ?-დაჩქარდება! არ ეღირსებათ?-თავის დროზე იქნება!“
გრაგნილში მოცემული პასუხი გვაგულისხმებინებს, რომ გეულის მოსვლას დადგენილი აქვს თავისი ბოლო დრო. იმ დროს , თუნდაც თაობა არ იმსახურებდეს შველას, მაინც იქნება და ამავედროს ჩვენი ღირსეული საქციელით, შესაძლებელია შველის დაჩქარება.
წინა თაობებში იყო გეულის შესაძლებლობა. თალმუდში ითქვა: ,,ამოიწურა მოლოდინის ყველა ვადა და გეულა მხოლოდ ჩვენს თეშუბაზეა დამოკიდებული.“ მისახვედრია, რომ ჯერ კიდევ თალმუდის დროს იყო შველის მოსვლის შესაძლებლობა. მაშ რატომ არ მოვიდა შველა? -ჩვენი ცოდო-ბრალის გადიდებამ და გამრავლებამ შეაფერხა შველა.
წინა თაობების თავდადებითა და მცდელობით თორა შემოგვენახა. დღესდღეობით თორა და მიცვები გავრცელებულია და ახლა მეტი შესაძლებლობა გვაქვს გეულის მოსაყვანად. ზემოთ თქმული, ჩვენში განამტკიცებს აზრს, იმის შესახებ, რაც თითოეულ ჩვენთაგანს ღრმად უნდა გვწამდეს- ყოველ ჩვენთაგანს შეგვიძლია შველის დაჩქარება. მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ მაშიახის მობრძანება გვჯეროდეს და მისგან ველოდეთ შველას, ჩვენი მოვალეობაა ყოველგვარი ღონე ვიხმაროთ, რაც მის მოსვლას დააჩქარებს. რადგან არ გაგვანდო გამჩენმა გეულის დრო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი გვევალება. არა გვაქვს უფლება ყოველივე მოგვარებულად მივიჩნიოთ იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს შველა მაინც იქნება. მოვალენი ვართ შველის დასაჩქარებლად ვიზრუნოთ.
ისრაელი ერის მსოფლიო მაშტაბით გაფანტულობა მოხდა, რათა მათი საშუალებით ყველა ადგილს სიწმინდის შუქი მოჰფენოდა. გაფანტულობაში მყოფებმა უნდა მოიკრიბონ ის წმინდა ნაპერწკლები, რომლებით გაფანტული ქვეყნიერების უსაზღვროებაში. როცა ებრაელი თორას სწავლობს და მიცვას ასრულებს რომელიმე ადგილზე, იქ სიწმინდეს ავანებს და თავისუფლდება წმინდა ნაპერწკალი, რომელიც ჩაფლული იყო და ელოდა ხსნას.
თორა გვპირდება: ,,ისრაელი იზამს თეშუბას და იქვე დაიხსნებიან.“ და ესეც ითქვა: ,,თუ არის თაობა, რომელიც ჩემს განმგებლობას ელოდება, იქვე დაისხნებიან ისინი.“
საჭიროა თორის სწავლა და მიცვების შესრულება იმ გაგებით , რათა შველა დაჩქარდეს. ყოველი ებრაელი, მცოდნე არის იგი, თუ არამცოდნე, მოვალეა გამჩენის სახელზე აკეთოს მიცვები და იგულისხმოს, რომ ამას აკეთებს იმისთვის, რათა შეხინა დაიხსნას გალუთიდან და მოაბრძანოს მაშიახი.
გალუთის პერიოდში ,ისრაელის ერი ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაში ცდილობდა შეეტანა თორისა და მიცვის სხივი. მთელს მსოფლიოში გაფანტული ებრაელი, სწორედ თორის სწავლითა და მიცვების შესრულებით, ასრულებენ მოციქულების როლს და მთელს ქვეყანას ამზადებენ გამჩენის შუქის გამოსაჩენად…
| წყარო: ,,მაშიახის დღეები“ |
დატოვე კომენტარი