
„თუ დაინახავ შენი ძმის ვირს ან ხარს , რომელიც დაეცნენ გზაზე [სიმძიმის ქვეშ] არ შებრუნდე მათგან, აიღე ის მისგან“ (დვარიმ 22:4)
- თუ ხედავთ მას ვისაც სჭირდება დახმარება ცხოველების დატვირთვა ან გადმოტვირთვა, თქვე ვალდებულნი ხართ მას დაეხმაროთ. ამის არ გაკეთება დაღვევაა თორია აკრძალვისა.
- ხინუხი ამატებს, რომ იგივე ეხება ადამიანსაც , რომელიც ატარებს მძიმე ტვირთს. თუ დაინახავთ მას ვისაც მძიმე ტვირთი მოაქვს დაეხმართ მას.
- თუ ერთ ადამიანს სჭირდება საქონლის დატვირთვა, ხოლო მეორეს ჩამოტვირთვა, ჯერ უნდა დაეხმაროს მას ვისაც გადმოტვირთვა სჭირდება, რადგან სანამ ამას არ გააკეთებს ცხოველი იტანჯება. თალმუდი (ბავა მეცია) გვასწავლის, რომ თუ თქვენს მეგობარს სჭირდება გადმოტვირთვაში მიხმარება და მას ვინც არ გიყვართ დატვირთვა ჯერ უნდა დაეხმაროთ მას ვინც არ გიყვართ რათა დაამარცხოთ ცუდი გრძნობები (ხოშენ მიშფატ). როცა ეხმარებით მას ვინც არ გიყვართ, თქვენი ქმედება ზეგავლენას ახდებს თქვენს გრძნობებზე და თვენ იწყებთ მის შეყვარებას.(მიხთავ მეელიაჰუ)
მინხათ ხინუხი ხსნის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ახანგრძლივებს ცხოველის ტანჯვას, ეს მაინც დაშვებულია, ჩვენ შეგვიძლია ცხოველის გამოყენება ჩვენი ფიზიკური საჭიროებისთვის მაშინაც კი თუ ცხოველი იტანჯება. მაგრამ აკრძალულია ცხოველის ტანჯვა თუ ამის საჭიროება არ არის, მითუმეტეს დაშვებულია მისი ტანჯვა თუ ეს სულიერებისთვისაა საჭირო, რა თა დაამარცხო მოყვასის სიძულვილი
- თქვენ ვალდებულნი ხართ დაეხმაროთ ადამიანს იმდენჯერ რამდენჯერაც მას სჭირდება.
- არუხ ჰაშულხან (ხოშენ მიშფატ) წერს, რომ ეს მცნება გვავალდებულებს დავეხმაროთ მას ვისაც გაუტყდა ურემი და თვითონ არ შეუძლია გამკლავება. ასეთი დახმარება ჩვენს დროშიც აქტუალურია, როცა ადამიანს გზაზე მანქანა გაუფუჭდა და არ შეუძლია მისი შეკეთება
დატოვე კომენტარი