გაუფრთხილდი მშობლებს

მშობელი ადამიანის განძია. კედელია, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო, ფარია, რომელიც შეეცდება დაგიცვას  ნებისმიერი უბედურებისგან, იმედია, რომელიც სულ თან დაგყვება, მასწალებელია, რომელიც ცხოვრების გზას გიკვალავს… მშობლები , არიან ადამიანები, რომლებიც გამჩენის პოვნაში გვეხმარებიან და გვაყვენებენ სწორ გზაზე. ,,ბრძენები გვასწავლიან, რომ ადამიანის ამქვეყნად მოვლენაში სამი მონაწილე მონაწილეობს: გამ-ნი, მამა და დედა.

            გამჩენისგან გვაქვს დავალებული, პატივი ვცეთ მშობლებს. ,,დააფასე შენი მამა და დედა, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც შენმა უფალმა ღმერთმა მოგცა“(ხუთწიგნეული ,შემოთ-20) თორაში წერია: ,,თავისი დედისა და მამის მოკრძალება ჰქონდეს ყველას.“ სხვა თუ არაფერი, აქედან ვსწავლობთ თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს თორა მშობლის პატივისცემას. რელიგიური კუთხითაც , რომ არ განვიხილოთ ეს საკითხი, ადამიანური ბუნება გვავალდებულებს მშობლების დაფასებას. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, არ აფასებდე, არ ზრუნავდე და პატივის არ სცემდე, ადამიანებს , რომლებმაც გაგაჩინეს, გაგზარდეს, გზაზე დაგაყენეს… ,,როდესაც ადამიანი დედ-მამას აფასებს, გამ-ნი ამბობს: ,,ისე ჩაგითვლით, თითქოს თქვენში ვბინადრობ და ვფასდები.“, ხოლო, როცა ადამიანი შეურაწყოფს თავის მშობლებს, გამ-ნი ამბობს: ,,კარგია, რომ მათში არ დავბინავდი, თორემ შეურაწყოფილი ვიქნებოდი“-ო.

            მოგეხსენებათ, უფლისგან დავალებული მიცვებიდან, არის ისეთი მიცვებიც, რომელთა აზრიც არ გვესმის, თუმცა მშობლის პატივისცემა, იმ მიცვას წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერი რელიგიური მდგომარეობის ადამიანისთვის გასაგები და მისაღებია. ჩვენთვის არცერთი მიცვის გასამრჯელო არ არის ცნობილი, გარდა ზემოთ ნახსენები მიცვისა. მშობლის დამფასებელ ადამიანს , გან-ი ხანგრძლივ სიცოცხლეს ჰპირდება. ნათქვამია :,,ვინც მშობელს აფასებს, გან-ი მას დამფასებელ შვილს გამოუგზავნის“-ო.

            ხალხური თქმულებაა:,,მშობლის ფასს მაშინ გაიგებ, როცა მშობელი გახდები“-ო. თუმცა თუ ვიცხოვრებთ იმ ფიქრით, რომ მომავალი ყველას გვიქადის მშობლობას, მაშინ უფრო მეტი მოწიწებით მოვეპყრობით მშობლებს. როგორც გამჩენის მიმართ გვაქვს შიში, კრძალვა, პატივისცემა და სიყვარული, ასევე გვმართებს მშობლის მიმართაც. გამჩენი თითოეული ჩვენგანის მშობელია- ზეციური მშობელი…ამქვეყნად კი მან გამოგვიგზავნა მშობლების სახით ყველაზე დიდი საჩუქარი…საჩუქარი, რომელიც ფასდაუდებელი განძია.

            დავაფასოთ, პატივი ვცეთ, გულში მხურვალედ ჩავიკრათ და მოვეფეროთ მშობლებს. დრო სწრაფად გადის. ისე გვაცლის ხელიდან ადამიანებს, რომ ვერც კი ვხვდებით, როდის მორჩა ყველაფერი. დრო არაფერს გვპატიობს…და არც არაფერს გვეკითხება. ასე რომ , სანამ მათი გულები ფეთქავენ მივიკრათ გულზე და ბოლომდე შევიგრძნოთ ისინი…

ავტორი: მაია კვესლი

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑