აბელობის წესები

მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ ხდება აბელობის მიღება. აბელები სხვებთან ერთად არ უზიან მაგიდას. მათთვის ცალკე იდგმება დაბალი მაგიდა და იმართება სუფრა შვიდი დღის განმავლობაში. მათ საჭმელში შედის: პური, კვერცხი, მოხარშული ლობიო, უხორცო სადილები და უალკოჰოლო სასმელები…
მგლოვიარობაზე ვალდებულია: მამა, დედა, ვაჟიშვილი, ქალიშვილი, და, ძმა, ცოლი, ქმარი… მიცვალებულის პატრონმა მგლოვიარობის ნიშნად ტანსაცმელი უნდა ჩამოიხიოს რვა სანტიმეტრის სიგრძეზე… ჭირისუფალს სასტიკად ეკრძალება შავების ჩაცმა. რა ტანსაცმლითაც შეესწრნენ, იმ სამოსით უნდა დარჩნენ შვიდი დღის განმავლობაში…
აბელი შვიდი დღის განმავლობაში დაბალ სკამზე, დივანზე ან იატაკზე უნდა იჯდეს…

აბელს შვიდი დღის განმავლობაში ეკრძალება საოჯახო საქმის კეთება, სამსახურში სამუშაოდ წასვლა და ყოველგვარი შრომა. თუ ოჯახში დამხმარე არ ჰყავს, ასეთ შემთხვევაში შეუძლია ბინის მილაგება და ჭურჭლის გარეცხვა…

აბელის ბანაობა არ შეიძლება შვიდი დღის განმავლობაში. თუ ჭუჭყი აწუხებს, კანის დაავადება, რომ არ გამოიწვიოს, ჰიგიენური თვალსაზრისით დაბანვის ნებას რთავენ.

ქალებისათვის გრიმი და თმის შეღებვა აკრძალულია… აბელს შვიდი დღის განმავლობაში ეკრძალება ტყავის ფეხსაცმლის ჩაცმა…

არ შეიძლება გარეცხილი ტანსაცმლის ჩაცმა. უკვე ნახმარის ჩაცმა დასაშვებია… შაბათის სახელზე სუფთა ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან და შაბათის საპატივცემულოდ უნდა იყვნენ მხიარულნი – შაბათს გლოვა არ შეიძლება.

თმისა და წვერის გაპარსვა არ შეიძლება… არ შეიძლება ფრჩხილების მოჭრა.

შვიდი დღის განმავლობაში აკრძალულია ცოლ-ქმრული კავშირი…

აბელს შვიდი დღის განმავლობაში ეკრძალება თორის სწავლა. მხოლოდ მგლოვიარობის წესების გაცნობაა ნებადართული…

ოჯახში ჩამოფარებული უნდა ჰქონდეს კედლებზე დაკიდულ სურათებს, სარკეებს, ტელევიზორს, კარადების შუშებს, ყველაფერს, რაშიც კი შესაძლებელია სახის გამოჩენა.

მიცვალებულის ოჯახში შვიდი დღის განმავლობაში ანთია  (ერთკვირიანი) სანთელი…

მიცვალებულის ტანსაცმლის ხმარება შეიძლება ფეხსაცმლისა – არა – საჭიროა გადაყარონ…

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით აუცილებლად მიმართეთ რაბინს!    


დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑