ჰკითხე საკუთარ თავს!(ხასიდური იგავი)

რებე იცხაკი ვორკიდან დაქორწინდა. ქორწილიდან მოკლე ხანში ცოლმა თავისი სიავე ვეღარ დამალა: მთელი დღე ბუზღუნებდა, წუწუნებდა და ქმარს ყველა წვრილმანზე ეჩხუბებოდა. დიდხანს იტანდა ქმარი ცოლის ავ ზნეს, მაგრამ , როცა ქალმა მსახურების შევიწროვებაც დაიწყო, რებე იცხაკი თავის მასწავლებელთან, რებე დავითთან ერთად ლელოვიდან გაემგზავრა.

რებე იცხაკმა რებე დავითთს ყველაფერი მოუყვა. და ჰკითხა თუ რატომ ხდებოდა მის თავს ასე…
რებე დავითმა მოუსმინა, შემდეგ კი უთხრა:
-მე რატომ მეკითხები? ჰკითხე შენს თავს!
მასწავლებლის პასუხმა იცხაკი კიდევ უფრო დიდ საგონებელში ჩააგდო.მას ესმოდა , რომ რებე ამით რაღაცის ახსნას ცდილობდა, მაგრამ რის ახსნას ამას ვერ ხვდებოდა…
ერთ დღეს იცხაკს ბაალ შემ ტოვის დარიგება გაახსენდა: ,, თუ მსახურება ტანჯვაა შენთვის, მძიმე საყურებელია სხვისთვის. გახსოვდეს , რომ ამის მიზეზი შენივე გაუზრებელი მოქმედებებია. თუ ცოლი გეჩხუბება, გახსოვდეს, რომ სჯობდა ენა დროზე დაგემოკლებინა. თუ შვილები თავს გაბეზრებენ, ეს შენი აბნეული აზრების ბრალია. თუ შეცნობის ამ სამ მთავარ საშუალებას მოაწესრიგებ, ანუ, თუ შენი სიტყვები, საქციელი და აზრები მართალი და წმინდა იქნება, ყველა უსიამოვნება სიხარულით შეგეცვლება!”
აი, მაშინ კი მიხვდა იცხაკი, თუ რისი თქმა სურდა მის მასწავლებელს, რებე დავითს… იმისთვის რომ სხვების მდგომარეობა გამოასწორო, გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო!

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑