
რაბი ჰოროვეცი გვიამბობს: ,, სალოცავში ყარბითს ვლოცულობდი. მლოცველები არაჩვეულებრივად ამყვნენ. სიამოვნებდათ თეშუბის ძალის შეგრძნება, სიმშვიდეს მხოლოდ ხუთიოდე წლის ბავშვი არღვევდა. ლოცვისას ვგრძნობდი, ბავშვი რამდენად უაზროდ ცელქობდა და აწუხებდა. ბავშვით გაბეზრებულმა მამამისს თვალები გადავუბრიალე. მამამ ბავშვებს დასამშვიდებლად კანფეტები მისცა.
,, უვიცი მამამისი! ნუთუ არ შეუძლია ბავშვს სახლში ასწავლოს, თუ სალოცავში როგორ მოიქცეს?! – ვბრაზობდი გულში. მართალია , ლოცვა არ შემიწყვეტია, მაგრამ იეცერ არა ისე შემიჩნდა, რომ მოსვენება აღარ მომცა. დიდი მცდელობა დამჭირდა , რომ ბრაზი ლოცვაში ჩამეხშო. ბავშვის საქციელი ყოველგვარ ნორმას სჭარბობდა. ,, ჩავათავო ლოცვა და გიჩვენებ სეირს, თუ როგორ უნდა ბავშვს აღზრდა, რომ სალოცავში მსგავსი საქციელი არ ჩაიდინოს”- ვბრაზობდი მამამისზე.
კადიში დაიწყო. შევნიშნე, პატარა ბიჭუნა როგორ დაწყნარდა და ჯაამათს შეუერთდა კადიშის თქმაში. ცივმა ოფლმა დამასხა: ,, ნუთუ ბავშვს ვინმე ჰყავს გარდაცვლილი”-ვფიქობდი და გული უცბად მომილბა. ბავშვი ისე მგრძნობიერად ამბობდა კადიშს, რომ მლოცველებს თვალზე ცრემლი მოადგათ. ყელში ბოღმის ბურთი ვიგრძენი. ცრემლები ღვარივით მომდიოდა. მისი მგრძნობიარე ლოცვა და წკრიალა ხმა , შთამაგონებდა რომ იგი მომავალში, მეც და კიდევ ჩემნაირ ბევრ რაბს აჯობებდა.
ლოცვა და ჰავდალა სევდამორეულმა დავასრულე. ბიჭუნას მამას ხელით ვანიშნე , რომ ჩემთვის დაეცადა… ასეც მოიქცა. რამდენიმე წუთში სალოცავიდან გამოვედით. ,,ოჯახში ვინმე გარდაგეცვალათ?”-ვკითხე ბავშვის მამას. ,,დიახ”-იყო პასუხი. ,,შეიძლება გკითხოთ ვინ?”- ,, ორი კვირის წინ ოცდაოთხი წლის მეუღლე გარდამეცვალა ტერორისტული აქტის დროს… ალბათ გაიგებდით ამ აქტის შესახებ…ჩემი მეუღლე ძალიან ენერგიული ახალგაზრდა , მზრუნველი მეუღლე და დედა იყო. ბავშვს ძალიან მოაკლდა დედის სითბო და ვერიდები მის შეზღუდვას. ბავშვი დედის დანაკლის ფორიაქით გამოხატავს და ვცდილობ ნებაზე მივუშვა… იქნებ არასწორიც არის , მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია. ”
,, როცა დავცილდით”- განაგრძობს რაბი ჰოროვეცი – ,, ზეცას ავხედე და შევთხოვე გამჩენს: ,, რიბონო შელ ყოლამ , მომეცი გონიერება, სიბრძნე და ლმობიერება. შემაძლებინე აღარ ვიყო სწრაფი გასამართლებაში. იმ ღამეს ცუდად მეძინა და რამდენჯერაც გამეღვიძა ვიტირე… მაგრამ იმასაც ვიტყვი , რომ ამ შემცდომამ დიდი სიკეთეც მიყო. მჯერა აღარასოდეს შემიპყრობს სურვილი , რომ ვინმე ზერელედ განვსაჯო…
დატოვე კომენტარი