
ჩვენთვის არავის უკითხავს გვინდოდა გავჩენილიყავით თუ არა და არც არავინ შეგვეკითხება გვინდა თუ არა წასვლა ამ ქვეყნიდან… ყველასათვის ნათელია, რომ აქ არავინ დარჩენილა და არც დარჩება… არც არავის უკითხავს როგორი გვინდოდა ვყოფილიყავით (როგორი აღნაგობის – მაღალი, დაბალი, შავგვრემანი, ქერა, გამხდარი, მსუქანი და …) ან სად გავჩენილიყავით – რომელ ქვეყანაში, როგორ გარემოში, როგორი მშობლები გვსურდა ან და-ძმანი და ა.შ…. მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენი ნებისა და არჩევნის გარეშე მოვევლინეთ სამყაროს. ანუ არსებობს ვიღაც სხვა რომელმაც გადაწყვიტა ეს ყოველივე ჩვენს დაუკითხავად და ჩვენი ნება-სურვილის გარეშე… როგორ გგონიათ ვინ დაგეგმა და გადაწყვიტა ეს ყოველივე (ბუნება ესე უზუსტესად და უჭკვიანესად, რომ არის მოფიქრებული…) თითოეული ფრინველის, ცხოველის ან ადამიანის არსებობა, ადგილმდებარეობა, გარეგნობა და ა.შ. … ?
და ამ ყოველივეს დაგეგმვის, შექმნის, “წვალების” შემდეგ ნუთუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უბრალოდ ვჩნდებით და ვცოცხლობთ (ზოგი ერთი დღე და ზოგიც 120 წელი) და არანაირი გაგრძელება არ იქნება?… და სიკეთის ჩამდენსა და ბოროტს შორის არანაირი განსხვავება არ უნდა იყოს? თუ მარტო ეს ქვეყანა არსებობს მაშინ მოდით ვიმსჯელოთ: თუ აქ მოვდივართ, რომ ვიცოცხლოთ მაშინ რატომ ვკვდებით? და თუ მოვდივართ რომ მოვკვდეთ მაშინ რატომ ვცოცხლობთ? და თუ არ აქვს ამ სიცოცხლეს გაგრძელება მაშინ რა აზრი აქვს ამ ყოველივეს?…
რომ დავუკვირდეთ ირგვლივ ყოველივეს რაც არსებობს დავინახავთ, რომ ყოველივე უდიდესი სიბრძნით შეიქმნა (ბუნება, ცხოველი, ფრინველი, ადამიანი, მწერი და ა.შ. და ყველას თავისი მისია აკისრია…) ყველა ვინც ინადება – კვდება, ყველა ბერდება… არის დრო სიცოცხლის და არის დრო სიკვდილის… არის დრო სიმხიარულის და არის დრო ტირილის… რომ დავუკვირდეთ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ეს სამყარო მექანიზმს წააგავს (მზე ამოდის ჩადის… წყალი ორთქლდება – წვიმა მოდის… კურკას მთელი ხე და მისი ნაყოფი მოყავს(რასაც დათესავ ის მოდის… მყრალი წვეთიდან ადამიანი, ცხოველი ფრინველი იბადება… არის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ზამთარი… და ამ ყოველივეს დანახვისას იბადება კითხვა რა არის ეს?… ამის გაანალიზების და მიხვედრის შემდეგ იბადება კითხვა და ეს ყოველივე ვინ შექმნა და დააპროგრამა???… საერთოდ რატომ შეიქმნა და გაჩნდა ეს ყოველივე?
ავტორი : ბენიამინ კვესლი
დატოვე კომენტარი