რწმენა და უცაბედად მოსული დიდი სიყვარული

ნაომი პატარა მეოცნებე გოგონა იყო. ბავშვობიდან ფრენაზე ოცნებობდა…შეეძლო ცისთვის საათობით ეყურებინა და ეოცნება… მუდამ ამოუხსნელის ამოხსნას ცდილობდა…აკვირვებდა ის, რასაც ყურადღებას არავინ აქცევდა, ხოლო ყველასთვის საინტერესო მისთვის სრულიად უინტერესო იყო…
ბავშვობაში გარიყული ნაომი, დიდობაში ბევრმა შეიყვარა. თუმცა ცხოვრებაში მხოლოდ ერთის უფლის იმედი ჰქონდა…ყოველთვის ოცნებობდა მისულიყო გოდების კედელთან და მთელი გულით ელოცა. სჯეროდა , რომ ამ ადგილს იხილავდა დიდ სასწაულს…
წამოიზარდა, ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამ ასწავლა. ასწავლა დავარდნილზე წამოდგომა და ხელახლა გზის გაგრძელება…ტკივილის ატანა და ყველაფრის მიუხედავად გაღიმება…,მთელი ცხოვრება ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობდა…უნდოდა მასაც შეეგრძნო ის სასწაული, რასაც სიყვარული ჰქვია.
თვრამეტი წლის რომ გახდა , ოცნება აუსრულდა. ოჯახმა სურპრიზად ბილეთი აუღო და ისრალში გაუშვა. გაფრენამდე ორი დღით ადრე, სიზმარი ნახა. ცის ფონზე იკვეთებოდა თეთრი , ყავისფერთვალება ბიჭის სახე. ეს ბიჭი აქამდე არასოდეს ენახა… რაღაც არაამქვეყნიური ხმა ეუბნებოდა, ეს ისაა , ვისაც მთელი ცხოვრებაა ეძებ. გამოფხიზლებული ნაომი ემოციებისაგან ვერ იცლებოდა…ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ იმისი კი სჯეროდა , რომ ამქვეყნად უმიზეზოდ არაფერი ხდება.
გამგზავრების დროც დადგა… აქამდე თვითმფრინავში არასდროს მჯდარიყო… გაოცებული იყურებოდა ღრუბლებს ზემოთ მყოფი და არ სჯეროდა…ის მართლა დაფრინავდა.
და დადგა სანატრელი წამი…ის გოდების კედელთან მივიდა. მთელი გზა კანკალებდა და ცრემლად იღვრებოდა. თითქოს მის შიგნით ყველაფერს გაეღვიძა. უცბად მთელი განვლილი ცხოვრება დაუდგა თვალწინ. ყველა ტკივილმა და ყველა სიხარულმა ერთდროულად გაიღვიძა მასში… ხელში პატარა ფურცელი ეჭირა, ფურცელზე კი ეწერა: ,,უფალო, გთხოვ, მაპოვნინე ბედნიერება. მაპოვნინე ნამდვილი სიყვარული, რომელიც ჯერ არასდროს განმიცდია…გთხოვ, დამაყენე სწორ გზაზე…” წერილი გოდების კედელში ჩადო… კედელთან მდგარი მთელი გულით ლოცულობდა…თითქოს უნდოდა ბოლომდე ამოეთქვა ყველაფერი…
ლოცვას მორჩა. სალოცავი ადგილიდან გამოვიდა. მეტი ემოციისგან ცუდად შეიქნა და უგუნოდ დაეცა. გოგონას უამრავი ადამიანი დაესია. უცბად გაისმა ხმა: ,,გამატარეთ ექიმი ვარ.” თეთრი კანის ყავისფერთვალება ექიმი ბიჭი , მივარდა უგონოდ მდგარ ნაომს და მოასულიერა. როცა თვალები გაახილა გაოცებას ვერ მალავდა…ეს ხომ სიზმარში ნანახი ბიჭი იყო.
-უკეთ ხარ? ჰკითხა ბიჭმა ნაომს…
-დიახ. უპასუხა გაოცებულმა ნაომმა.
ნაომმა დიდი მადლობა გადაუხადა დანიელს. ექიმმა კი სახლამდე მიცილება შესთავაზა. არავინ იცის როგორ, მაგრამ ღმერთის დახმარებით მათ ერთმანეთი ძალიან კარგად გაიცნეს და უფრო მეტიც შეუყვარდათ. დანიელი სიყვარულში 2 თვის თავზე სწორედ იერუსალიმში გამოუტყდა. რამდენიმე თვეში კი ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს… ეს იყო სიწმინდის ზეიმი. ქეთუბა გოდების კედელთან ახლოს ჩატარდა. თითქოს უფალიც ზეიმობდა მათთან ერთად… და ასე ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერებად… მართალია ცხოვრების მანძილზე ბევრი პრობლემაც ხვდებოდათ, მაგრამ ნამდვილი სიყვარული ხომ ყველა პრობლემაზე მაღლა დგას…
ნაომმა კი ღრმა მოხუცებულობაში თქვა: ,,იკურთხოს ღმერთის სახელი, ის ნამდვილად არსებობს. მაშინ გამომიგზავნა დანიელის თავი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდში დგომა და სიყვარული… მან სასწაული მომიხდინა, სასწაული, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამ დღის შემდეგ აღარაფრის მეშინია, რადგან ვიცი , რომ ღმერთი ჩემთან არის, ხოლო ღმერთის სახით გამოგზავნილი დანიელი სხვა მრავალ ანგელოზთან ერთად ისევ ციდან დამყურებს… და თუ ღმერთი ინებებს იქ ცაში, ისევ შევხვდებით ერთმანეთს… სიყვარულს არც სიკვდილი კლავს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს 81 წლის ვარ , ზუსტად ისე მიხარია სიყვარული, როგორც მაშინ, როცა 18 წლის ვიყავი. ნამდვილი სიყვარული არასოდეს, არასოდეს კვდება.”

ავტორი: მაია კვესლი

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑